Ads მენეჯერით შექმნილი წარმატებული შეთავაზება — Board Games Corner-ის გამოცდილება
თანამედროვე სამყაროში ბიზნესის განვითარებისთვის სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლებთან — სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, სასურველი შემოსავლების/ინტერესების მქონე ადამიანებთან დაკავშირება და მათთვის რელევანტური შეთავაზებების შექმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის დახმარებით ბიზნესებს საშუალება აქვთ, თავიანთი შეთავაზებები საქართველოს ბანკის 1.3 მილიონზე მეტ მომხმარებელს პირდაპირ გაუზიარონ, თანაც მომსახურების საკომისიოს გარეშე.
ფასდაკლებები, ქეშბექი და პლუს ქულების დაგროვების აქციები — ეს იმ შეთავაზებების ჩამონათვალია, რომლის გაკეთება ბიზნესებს Ads მენეჯერით შეუძლიათ. პერსონალიზებულ და მათთვის რელევანტურ შეთავაზებებს კი საქართველოს ბანკის მომხმარებლები მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე ნახავენ.
შეთავაზების შექმნის დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ამჟამად Ads მენეჯერის სერვისით ყოველთვიურად ასობით კომპანია სარგებლობს, მათ შორის ერთ-ერთია სამაგიდო თამაშების უმსხვილესი მაღაზია – Board Games Corner, რომლის დირექტორი, ბონდო ლომიძე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
— მოგვიყევით, რატომ გადაწყვიტეთ Ads მენეჯერით სარგებლობა და როგორი იყო სამომხმარებლო გამოცდილება?
ჩვენი მხრიდან Ads მენეჯერის მიმართ ინტერესი მისი გამოჩენისთანავე გაჩნდა. იგი ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ძალიან მოსახერხებელია თითოეული ბიზნესისთვის. მისი საშუალებით კომპანიებს საკუთარი შეთავაზებების დაგეგმვა ბანკთან ერთად შეუძლიათ. Ads მენეჯერს მისი დიზაინი და ინტერფეისი გამოარჩევს, სადაც თითოეული დეტალი გასაგები და ინტუიციურია, ამიტომ მისი გამოყენება ჩვენთვისაც ძალიან მარტივი აღმოჩნდა.
— რას მოიცავდა უშუალოდ Board Games Corner-ის შეთავაზება?
ჩვენი შეთავაზება 20 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში School Card-ის და სტუდენტური ბარათის მფლობელებს გადახდილი თანხის 50% უკან უბრუნდებოდათ ქეშბექის სახით.
— როგორ შეარჩიეთ სამიზნე აუდიტორია?
სამაგიდო თამაშები ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეხმარება დრო სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატაროს, მაგრამ ყველაზე მეტად ამ საინტერესო სფეროში სწორედ სტუდენტები და მოსწავლეები არიან ჩართულნი. აქედან გამომდინარე, სამიზნე აუდიტორიის შერჩევა რთული სულაც არ იყო, ავარჩიეთ სეგმენტი, რომელსაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა ამ შეთავაზების გამოყენება.
— რამდენად გამოსადეგი იყო Ads მენეჯერის ანალიტიკური პროგრამა?
ანალიტიკური პროგრამა განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენთვის, რადგან მისი მეშვეობით უამრავ დეტალს შეგვიძლია მივაქციოთ ყურადღება, იქნება ეს: ახალი მომხმარებლების რაოდენობა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების ჩართულობის ანალიტიკა, მონაცემების ანალიზი თუ სხვა.
— როგორი შედეგები მიიღეთ Ads მენეჯერში შეთავაზების გაშვებით?
მოგეხსენებათ, ნოემბერში უკვე იწყება ხოლმე წინასაახალწლო აურზაური, ახალ წელს კი სამაგიდო თამაშები საუკეთესო საჩუქარია. ნოემბერში დაგეგმილმა აქციამ ნამდვილად ძალიან კარგი შედეგები მოგვცა — 10-ჯერ მეტი მომხმარებელი სტუდენტური სეგმენტიდან, სწორედ ამიტომ Ads მენეჯერს უდიდეს რეკომენდაციას გავუწევდი, რადგან ეს პლატფორმა აქციების დაგეგმვის თითოეულ ეტაპზე დიდ დახმარებას გვიწევს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Board Games Corner-ი სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი მაღაზიაა საქართველოში, სადაც თავმოყრილია 300-ზე მეტი შემეცნებითი, გასართობი და საინტერესო სამაგიდო თამაში. კომპანიის მიზანი საქართველოში სამაგიდო თამაშების პოპულარიზაციაა, სწორედ ამიტომ, მაღაზიის გარდა, Board Games Corner-მა სამაგიდო თამაშების კლუბიც დააფუძნა.
Board Games Corner-ის მსგავსად, საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში შეთავაზებების გაკეთება ნებისმიერი ბიზნესისთვის მარტივადაა შესაძლებელი. ამისათვის Manager.bog.ge-ზე შესვლა და მოკლე პროცედურის გავლაა საჭირო, რის შემდეგ, თქვენს შეთავაზებას ასიათასობით მომხმარებელი იხილავს. Manager.bog.ge-ზე შესვლა შეგიძლიათ მომხმარებლის იმ სახელითა და პაროლით, რომლითაც სარგებლობთ ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში. უნდა აღინიშნოს, რომ შეთავაზებების გაკეთებისას შეიძლება გაითვალისწინოთ: მომხმარებლის ასაკი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი, ინტერესები. ამ პარამეტრების დახმარებით Ads მენეჯერში ისეთი შეთავაზება შეგიძლიათ შექმნათ, რომელიც ზუსტად მოერგება სამიზნე აუდიტორიის ინტერესებს და უკეთეს შედეგებსაც მოგცემთ.
შესაბამისად, Ads მენეჯერის საშუალებით შეგიძლიათ უფრო მეტ მომხმარებელს მარტივად მისწვდეთ და თქვენი ბიზნესიც პირდაპირპროპორციულად გააფართოოთ.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
კომენტარები