უცნობია, რა ელის ქართულ ძეგლებს ტაო-კლარჯეთში 2024-2028 წლებში — საყდრისის კომიტეტი წულუკიანს მიმართავს
მოკლედ: საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის საქართველოს მთავრობას და კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუწოდებს, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართულ ძეგლებთან დაკავშირებით.
- საყდრისის კომიტეტი მათ შეახსენებს კულტურის სფეროში საქართველოს და თურქეთის მთავრობებს შორის მიმდინარე პროგრამას 2024-2028 წლებისთვის.
დეტალები: პროგრამა, რომელიც საქართველოში 2017 - 2021 წლებში მოქმედებდა, 2024 წელს განახლდა, თუმცა, საყდრისის კომიტეტის თქმით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საზოგადოებაში წინასწარი განხილვისა და დისკუსიის გარეშე.
- მათივე თქმით, უცნობია საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციაც ამ საკითხთან დაკავშირებით.
- საყდრისის კომიტეტის მიხედვით, 2017-2021 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, თურქულმა მხარემ 4 მილიონ დოლარზე მეტი საბიუჯეტო სახსარი გამოყო, რის შედეგადაც, მათი მხრიდან, აღდგა იშხანი, გამაგრდა ოშკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარხალს.
- ასევე, დაწყებულია პროცედურები ტბეთის მოვლა-შენარჩუნების მიზნითაც.
- "სანაცვლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური პერიოდის ოთხ ძეგლს ჩაუტარდება სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოები", — წერს კომიტეტი.
საყდრისის კომიტეტის თქმით, ამჟამად უცნობია, რა პირობებს აყენებს თურქეთი, თუმცა, აღნიშნავს, რომ წინა წლებში არსებული შეთანხმების გათვალისწინებით "ტაო-კლარჯეთის ქართული ტაძრების აღდგენის შემთხვევაში, თურქული მხარე ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში ჯამეს, ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე და სამცხეში მეჩეთებს აღადგენდა, ხოლო ბათუმში დამწვარი აზიზის მეჩეთის ნაცვლად პრაქტიკულად ხელახლა აშენდებოდა მეჩეთი".
ბოლო ხაზი: საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის ასევე, ამბობს, რომ მიესალმება მხარეებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის განახლებას: "სწორედ ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციის არქონას მოჰყვა ქართული კულტურული მემკვიდრეობისათვის ისეთი სავალალო შედეგები, როგორიც იყო კავკასიძეების ციხის და ჭალის ეკლესიის ჩაძირვა ისტორიული მესხეთის ნაწილის — ტაოს ტერიტორიაზე", — წერს საყდრისის კომიტეტი.
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
კომენტარები