საქართველოს ბანკის იდეების რალი — შესაძლებლობა თანამშრომლებისთვის აქციონ საკუთარი იდეა რეალობად
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, მომხმარებელზე ზრუნვის ფარგლებში, ინოვაციური იდეების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტის ინიციატივით, წელს იდეების რალი გაიმართა. პროექტის განმავლობაში, საქართველოს ბანკის თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთი თვის განმავლობაში ემუშავათ ინოვაციურ იდეებზე, რომლებიც მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ინიციატივის ფარგლებში რალიზე 300-ზე მეტი იდეა შემოვიდა, მათგან კი ჟიურის წევრებმა სამი გამორჩეული ინიციატივა შეარჩიეს. პირველი ადგილის მფლობელი საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის იურიდიული პირების მოლარე-ოპერატორი, გურამ ჭაავა გახდა, მეორე ადგილი საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის უფროსმა ბანკირმა, ვერიკო ბახტაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ხარისხის მართვის ცენტრის, ონბორდინგის უზრუნველყოფის მენეჯერის თამარ მუმლაძის იდეა გავიდა.
"იდეების რალი, ვფიქრობ, საუკეთესო საშუალებაა თანამშრომლების განვითარებისა და მოტივირებისთვის. ყოველდღიური პრაქტიკიდან გამომდინარე ხშირად მიფიქრია სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზებზე, ასე შევარჩიე „საუკეთესო იდეა“ და დავრეგისტრირდი კონკურსზე. შედეგად, აღმოვაჩინე ახალი შესაძლებლობები და მივიღე საინტერესო გამოცდილება", — ამბობს გურამ ჭაავა.
მისი იდეა საბიუჯეტო ვალდებულებების გადახდის გამარტივებას ისახავს მიზნად, რაც მომხმარებელს დაეხმარება ისარგებლოს უფრო სწრაფი, მათზე ინდივიდუალურად მორგებული და კომფორტული საბანკო სერვისით.
გურამი განმარტავს, რომ რალი თანამშრომლებს აძლევს მოტივაციას, საკუთარი იდეები ფართო აუდიტორიას გააცნონ, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არსებული სერვისების განვითარებას ან უფრო ინოვაციური ინიციატივების განხორციელებას.
"იდეების რალიმ დამანახა, რომ ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა ახალი ინიციატივის, სერვისისა თუ პროდუქტის შექმნის პროცესში, რაც სამომავლოდ აუცილებლად გაზრდის მომხმარებლების კმაყოფილებას და გამოიწვევს მათ დაინტერესებას ჩვენი სერვისებით", — ამბობს გურამი.
სწორედ ცვლილების პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა აღმოჩნდა ის მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი, რის გამოც თამარ მუმლაძემ გადაწყვიტა, კონკურსზე დარეგისტრირებულიყო.
"იდეების რალიში მონაწილეობა გადავწყვიტე იმიტომ, რომ მჯერა ინოვაციებისა და თანამშრომლობის ძალის. შესაბამისად, ჩემთვის ეს იყო შესაძლებლობა, მცირედი წვლილი შემეტანა როგორც ჩვენი გუნდის წევრების, ასევე მომხმარებლების ცხოვრების გაუმჯობესების პროცესში. იდეების რალი მრავალმხრივი გამოცდილების მიღების შანსია, რომელმაც მომცა მოტივაცია, მომეკვლია პრობლემა და შემემუშავებინა მისი გადაჭრის ეფექტური გზა. ვცდილობდი მეფიქრა სხვადასხვა გადმოსახედიდან - მე, როგორც მომხმარებელი, მე, როგორც თანამშრომელი და მე, როგორც ორგანიზაცია, რომელსაც ეს იდეა უნდა განეხორციელებინა. ეს დამეხმარა იმის გაგებაში, თუ რა გამოწვევები შესაძლოა დამდგარიყო თითოეულ შემთხვევაში და მათ გადაჭრაზეც წინასწარ მეზრუნა", —განმარტავს თამარი.
ასე შეიქმნა იდეა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მომხმარებლის მიერ საბანკო ოპერაციების განხორციელების პროცესში უნებლიე შეცდომების გამოსწორებას, რაც დაეხმარება მათ, შეამცირონ პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო დრო, მიიღონ კომფორტული გამოცდილება და თვალი ადევნონ პროცესს.
"იდეების რალი, ვფიქრობ, ხელს უწყობს უწყვეტი გაუმჯობესების კულტურის წახალისებას, რადგან ნებისმიერ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, გააზიაროს თავისი იდეა, რომელიც საბოლოო ჯამში მომხმარებლებისთვის ყოველდღიურობის გამარტივებას ისახავს მიზნად. შესაძლოა ბევრჯერ დავფიქრებულვართ წერტილოვან პრობლემებზე და აღგვინიშნავს კიდევაც, თუმცა როგორც კი მასშტაბებს გავაფართოებთ, მერწმუნეთ, მარტივად დაიდენტიფიცირებადი ხდება პრობლემა და ავტომატურად ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადაიჭრას ეს საკითხი კიდევ უფრო ამაღელვებელია. თქვენვე დარწმუნდებით რამდენნაირი ალტერნატივის მოფიქრება შეიძლება, თუ წარმოსახვის უნარს მივცემთ თავისუფლებას", — ამბობს თამარი.
ვერიკო ბახტაძე კი აღნიშნავს, რომ იდეების რალი თანამშრომლებსა და მომხმარებლებს ერთი ღირებულების ქვეშ აერთიანებს. მიზანი კი უცვლელი რჩება — შეიქმნას ისეთი ინიციატივა, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურობის გამარტივებაში დაეხმარება.
ვერიკოს იდეა მომავალი თაობისთვის ახალი პლატფორმის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს მათში ფინანსური განათლებისა და საბანკო ინსტრუმენტების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
მათ, ვისაც იდეების რალიში მონაწილეობის მიღება სურს კი ურჩევენ, აუცილებლად გადადგან ეს ნაბიჯი, რადგან, "ეს არის რეალური შესაძლებლობა, საკუთარი იდეა მიიტანო საზოგადოებამდე და წვლილი შეიტანო რაღაც ახლის დანერგვის პროცესში. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მარტივად გეჩვენებათ თქვენი იდეა, მთავარია სცადოთ და შედეგი აუცილებლად იქნება", - განმარტავს გურამი.
"ნუ შეგეშინდებათ ჩარჩოების გარეთ ფიქრის და მოქმედების. გარისკეთ, რადგან შესაძლოა თქვენ რთული გეჩვენებოდეთ იდეა და მისი განხორციელება კი — შეუძლებელი, თუმცა რეალურად მას განვითარების დიდი პოტენციალი ჰქონდეს. უფლება მიეცით თქვენს შემოქმედებითობას გაიზარდოს. და კიდე ერთი რამ, რალი არ არის მხოლოდ შეჯიბრი, ეს არის ფანტაზიის დღესასწაული, რომელიც თქვენც გაგზრდით კარიერულად. დაგაფიქრებთ ისეთ საკითხებზე, რაზეც შესაძლოა მანამდე გიფიქრიათ, თუმცა ასე მწვავედ არ აღგიქვამთ. გაგივითარებთ კრიტიკულად ფიქრის უნარსაც და გამოცდილებას, რომელიც მე პირადად არასდროს დამავიწყდება", — ამბობს თამარი.
ვერიკო ამატებს, რომ "თითოეული გაგზავნილი იდეა უკვე წარმატებაა, რადგან შენ იფიქრე, გადადგი ნაბიჯი და ეცადე იდეის განხორციელებას. ეს მიღწეული შედეგის დასაწყისია — საწყისი, რომელიც ყოველთვის ემოციური და დაუვიწყარი გამოცდილება იქნება".
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
კომენტარები