500 Georgia-ს მონაწილე STORI AI პრესტიჟული ჯილდოს, Golden Kitty Awards 2023-ის ფინალისტია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქართული სტარტაპი STORI AI, რომელიც საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილი აქსელერაციის პროგრამის, 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილეა, Product Hunt-ის პრესტიჟულ ჯილდოზე, Golden Kitty Awards 2023-ზე ორ ნომინაციაშია წარდგენილი.
Golden Kitty Awards გლობალური ტექნოლოგიური პლატფორმის, Product Hunt-ის ყოველწლიური ინიციატივაა და მასში მონაწილეობას კომპანიები მთელი მსოფლიოდან იღებენ. წლის პროდუქტის გამოვლენა პლატფორმაზე რეგისტრაციითა და ხმის მიცემითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Product Hunt-ზე ისეთმა კომპანიებმა წარადგინეს პირველად საკუთარი პროდუქტი, როგორებიცაა ChatGPT, Canva, Notion, TikTok და სხვები.
საუკეთესო პროდუქტის გამოსავლენად ხმის მიცემა Product Hunt-ის ვებგვერდზე 21 იანვრამდე გრძელდება. STORI AI ამჟამად AI Product of the Year და Marketing and Sales-ის ნომინაციების ფინალისტია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სტარტაპმა Product Hunt-ზე დღისა და კვირის პროდუქტის ჯილდოც მიიღო.
STORI AI 2022 წელს შეიქმნა. იგი ბიზნესებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კრეატიული მარკეტინგული კონტენტის შექმნაში ეხმარება. მისი მეშვეობით შესაძლებელია რამდენიმე წამში ტექსტური თუ ვიზუალური მასალის გენერირება, გამოქვეყნება და სამიზნე აუდიტორიამდე მიტანა. პროდუქტის დახმარებით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გუნდში სხვადასხვა კომპეტენციის დანაკლისი შეავსონ, რის გამოც სტარტაპს უკვე აქტიურად იყენებენ კომპანიები ამერიკაში, ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ინდოეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში. გუნდი 14 ადამიანისგან შედგება, პროდუქტი კი 10 ენაზეა ხელმისაწვდომი.
"Product Hunt-ის Golden Kitty Awards-ის ფინალისტობა ძალიან სასიამოვნოა. უნდა აღინიშნოს, რომ AI Product of the Year-ის კატეგორიაში ჩვენთან ერთად წარდგენილია Google-ის Bard, Stability AI და სხვა დიდი პროდუქტები, ამიტომაც ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ Product Hunt-მა ჩვენც აგვირჩია. როგორც წესი, ამ დაჯილდოებაში გამარჯვებას ძალიან ბევრი მომხმარებლის რეგისტრაცია მოჰყვება ხოლმე, სტარტაპით ინტერესდებიან აქსელერაციის პროგრამები, ინვესტორები, უცხოური გამოცემები, შესაბამისად, როცა მათ წინაშე უკვე შეცვლილი სტატუს კვოთი წარდგები და ოსკარის მსგავსი ჯილდო გაქვს მიღებული, უამრავი ისეთი შესაძლებლობისკენ გეხსნება გზა, რომელსაც შეზღუდული ბიუჯეტის მქონე სტარტაპი სხვა შემთხვევაში ვერ მიაღწევდა", — აღნიშნავს სანდრო ოქროპირიძე, STORI AI-ის დამფუძნებელი.
სანდრო ოქროპირიძის თქმით, ახლა STORI AI-ში ახალი ფუნქციონალების დამატებაზე მუშაობენ, მთავარი გეგმა კი მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა და სწრაფი განვითარების ტემპების შენარჩუნებაა, რაშიც დახმარება 500 Georgia-მაც გაუწია.
"500 Georgia ძალიან დაგვეხმარა, სწორად გვეწარმოებინა მომხმარებლების ანალიტიკა, სწორად ჩამოგვეყალიბებინა პროდუქტიც, რადგან მანამდე ეს პროცესი მეტწილად ვარაუდებზე გვქონდა აგებული. ვისწავლეთ, როგორ უნდა ველაპარაკოთ ინვესტორებს, როგორ მიმდინარეობს ფანდრაიზინგის პროცესი. როცა სტარტაპს ქმნი, გაუკვალავ ბილიკზე მიდიხარ და არ იცი, როგორ მოიქცე ამ გზაზე, 500 Georgia-ს ყველაზე კარგი მხარე კი ისაა, რომ ყოველთვის გყავს ადამიანი, რომელსაც გუნდის წევრივით შეგიძლია მიმართო, ანახო პროდუქტი, მიიღო უკუკავშირი და შენს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა. სწავლობ საერთაშორისო სამუშაო ეთიკასაც", – ამბობს სანდრო ოქროპირიძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, GITA-ს და 500 Global-ის თანამშრომლობით, საქართველოში სტარტაპების გლობალური აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia-ს სახელით წელს უკვე მეექვსედ ხორციელდება. 12-კვირიანი, ინტენსიური პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები საერთაშორისო დონის აქსელერაციის ექსპერტებთან ერთად მუშაობენ საკუთარი ბიზნესის სწრაფი ზრდის, განვითარებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე. 500 Georgia-ს ფარგლებში უკვე 60-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა აქსელერაციის პროგრამა და გახდა 500 Global-ის საერთაშორისო ქსელის წევრი.
500 Georgia-ს მეექვსე ნაკადზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
კომენტარები