სელფი მობაილმა 65 მილიონის ობლიგაცია განათავსა
ფოტო: სელფი მობაილი
ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, სელფი მობაილმა, რომელიც 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, წარმატებით განათავსა მისი პირველი ობლიგაციები და შედეგად 65 მილიონი ლარი მოიზიდა. მოზიდული თანხა შესაძლებლობას აძლევს სელფის კიდევ უფრო მეტი რესურსი ჩადოს ქსელის განვითარებასა და გაფართოებაში, მათ შორის 5G ქსელის დანერგვაში. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მოთხოვნამ 25%-ით გადააჭარბა მიწოდებას. ეს განაპირობა როგორც სელფის მომგებიანობამ და პერსპექტიულმა პოზიციამ ბაზარზე, ასევე კომპანიის მიერ 2023 წლის ოქტომბერში ევროპის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოსგან, Scope Ratings, BB-/Stable შეფასების მიღებამ. მოცემული რეიტინგი ყველაზე მაღალია, რაც ოდესმე მიუღია ქართულ ტელეკომ კომპანიას. სელფის ობლიგაციები შეიძინეს საქართველოს წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა და საქართველოს საპენსიო სააგენტომ.
სელფი მობაილმა წარმატებით დაასრულა მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება, 65 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების სახით. ობლიგაციების გამოშვებით მოზიდული ფინანსური სახსრები მოხმარდება სელფის არსებული ქსელის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ასევე 5G ქსელის გაფართოებას, რაც ჩვენი მომხმარებლისთვის ნიშნავს მაღალი სიჩქარის ინტერნეტს და მაღალი ხარისხის მომსახურებას. მოცემული გარიგებით, სელფი განაგრძობს მომხმარებლისთვის მიცემული დაპირების შესრულებას, რაც მდგომარეობს კომპანიის უწყვეტ განვითარებაში, იმისთვის რომ ჩვენს აბონენტებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი პროდუქტები, საუკეთესო მომსახურება და, რაც მთავარია, საიმედო, მაღალი გამტარობის მქონე ქსელი. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, სიბიეს ჯგუფის შემადგენლობაში სელფის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს კომპანია დაკავშირებულია ქვეყანაში ინოვაციების და მომავლის ტექნოლოგიების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას," — განაცხადა სიბიეს ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ.
"მოზიდული ფინანსური რესურსი, 65 მილიონი ლარის მოცულობით, მნიშვნელოვანია სელფის დაფინანსების სტრუქტურისა და საპროცენტო განაკვეთის გაუმჯობესების თვალსაზრისით. მიღებული დაფინანსება და ამის შედეგად გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები მოხმარდება სელფის ქსელის გაუმჯობესებასა და გაფართოებას, კომპანია ასევე აქტიურად გააგრძელებს 5G ტექნოლოგიის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების დანერგვას. ცალკე აღნიშვნის ღირსია სელფის ობლიგაციების მიმართ დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნა, რაც განპირობებულია ტელეკომუნიკაციის სექტორში ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგის მიღებით, სტაბილური პოზიციით ბაზარზე და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივით. ხაზგასასმელია, რომ ფასიანი ქაღალდი შეიძინეს საქართველოს წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა და საქართველოს საპენსიო სააგენტომ," — განაცხადა ირაკლი ჭედიამ, სელფი მობაილის ფინანსურმა დირექტორმა.
ობლიგაციები ლარშია დენომინირებული, ვადა 3 წელს შეადგენს, წლიური საპროცენტო განაკვეთი 6-თვიან TIBR-ს + 3.5%-ია. ფასიანი ქაღალდი უზრუნველყოფილია კომპანიის უძრავი და მოძრავი ქონებით. განთავსების აგენტები იყვნენ გალტ & თაგარტი და თიბისი კაპიტალი.
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
კომენტარები