უცეცხლოდ იწვი? — ეს 8 საჩუქარი ქრაშის გულს მოგაგებინებს
ფოტო: On.ge
უკვე რა ხანია, დაგვიზამთრდა, მაგრამ თუ შენ მაინც უცეცხლოდ იწვი და 2024-თან შეხვედრასაც ასე — "შორით ბნედა, შორით დაგვით" — აპირებ, უმჯობესია, რაღაც შეცვალო. ახალი წელი ხომ ჯადოსნური დროა, როცა ერთმანეთისთვის გაზიარებული სითბოთი და სიყვარულით დიდი ამბები ტრიალდება ხოლმე. ასე რომ, ცოტა ხნით დააპაუზე მერაია ქერის All I Want for Christmas Is You და ჩაუჯექი ჩვენს სტატიას; აქ გირჩევთ იმ საჩუქრებს, რომლებიც ქრაშის გულის მოგებაში დაგეხმარება.
1. ფირსაკრავი
ფოტო: On.ge
თუკი შენი გულისსწორი მელომანია, მისთვის საუკეთესო საჩუქარი უდავოდ ფირსაკრავი იქნებოდა. თუმცა, თუ ასე არაა, ამ ნივთის ჩუქება არც მაშინაა ცუდი აზრი; ფირსაკრავი ხომ ვინტაჟური რომანტიკული საღამოს შეუცვლელი ატრიბუტია. ხოლო თუ ამასთან ერთად ვინილის ფირფიტებსაც აჩუქებ, ფირსაკრავზე აჟღერებული მელოდიები თქვენს მომენტებს დაუვიწყარ მოგონებებად შემოგინახავთ.
ფასი: 249 ₾ / დეტალურად ნახვა
2. სურნელოვანი სანთელი კედრის არომატით
ფოტო: On.ge
რომანტიკული საღამოს მოსაწყობად აუცილებლად დაგჭირდება სანთელიც. ასეთი შემთხვევებისთვის, როგორც წესი, წითელ სანთლებს ყიდულობენ ხოლმე სუფრაზე დასაწყობად. თუმცა, სურნელოვანი სანთელი ბევრად უკეთესი არჩევანია. რომანტიკული საღამო რომც არ შედგეს, მისი სურნელი შენს ქრაშზე იმოქმედებს — ცნობილი ფაქტია, რომ სასიამოვნო არომატები ჩვენს განწყობაზე დადებით გავლენას ახდენენ.
ფასი: 27,45 ₾ / დეტალურად ნახვა
3. კოცნის ფორმის თერმოსი
ფოტო: On.ge
თუკი გადაწყვეტ, რომ შენი საჩუქარი რომანტიკულთან ერთად პრაქტიკულიც იყოს, მაშინ უეჭველად უნდა იყიდო კოცნის ფორმის თერმოსი. ცივ სეზონზე ამ ნივთის ქონა აუცილებლობაც კი ხდება ხოლმე. თანაც, თუ მერე თოვლში სეირნობას მოიწადინებთ, ცხელი სასმელი სულ თან გექნებათ.
ფასი: 60 ₾ / დეტალურად ნახვა
4. ცეცხლოვანი ვაზა
ფოტო: On.ge
შენ შეიძლება უცეცხლოდ იწვი, მაგრამ ამ გრძნობის სიმბოლურად, მეტაფორულად გამოსახატად, საუკეთესო გზა ცეცხლოვანი ლარნაკის ჩუქება იქნებოდა. პრაქტიკულთან ერთად, ეს ძალიან ორიგინალური საჩუქარიც გახლავს, რადგან ვაზა ხელითაა მოხატული, ასე რომ, მისი ზუსტი ასლი ქვეყნად არ მოიძებნება. ლარნაკი კი, რა თქმა უნდა, არასდროს უნდა დაცარიელდეს — არომატების არ იყოს, ყვავილებიც დადებითად მოქმედებს ადამიანების განწყობაზე.
ფასი: 200 ₾ / დეტალურად ნახვა
5. პოლაროიდი
ფოტო: On.ge
ყვავილები ჭკნება, არომატები ცვდება, ფოტოები კი ყოველთვის ჩვენთან რჩება. სწორედ ამიტომ, მოგონებები მხოლოდ გონებაში კი არა, სურათებზეც უნდა აღბეჭდო. ამაში კი პოლაროიდი დაგეხმარება. პოლაროიდს, ფირსაკრავის მსგავსად, ვინტაჟური ესთეტიკა აქვს, ეს კი გადაღებულ ფოტოებს უფრო მეტ ხიბლს და სენტიმენტალურ განწყობას შესძენს.
ფასი: 299 ₾ / დეტალურად ნახვა
6. პროექტორი ასტრონავტი
ფოტო: On.ge
ამბობენ, შეყვარებული ადამიანები დაფრინავენო. ჰოდა, თუკი შენც გიჭირს ღრუბლებიდან დაშვება, ადექი და კიდევ უფრო მაღლა აიჭერი ცაში, სულაც გასცდი დედამიწის ატმოსფეროს და ღია კოსმოსში აფრინდი. ასტრონავტის სკაფანდრის გარეშე ეს ამბავი ვერ გამოვა, ამიტომ, ამ პროექტორის ყიდვა არ დაგავიწყდეს. ეს ძალიან საინტერესო ნივთი პირდაპირ ოთახში აცოცხლებს კოსმოსს და შორეულ გალაქტიკებში გამოგზაურებს. ამაზე უკეთესს კი ქრაშს რას შესთავაზებ?!
ფასი: 89 ₾ / დეტალურად ნახვა
7. მუსიკალური ყუთი
ფოტო: On.ge
მართალია, ამ ჩამონათვალში ერთი მუსიკალური ნივთი უკვე მოხვდა, მაგრამ რა ჩვენი ბრალია, რომ სიყვარული და მუსიკა განუყოფელი დუეტია? სწორედ ამიტომ, ქრაშისთვის განკუთვნილი საჩუქრების სიას აუცილებლად დაამატე მუსიკალური ყუთი, რომლითაც შენი ნანდაური უკვდავ ჰიტებს თავად გააცოცხლებს. რა იცი, იქნებ ეს მელოდია მერე თქვენი სასიყვარულო ისტორიის საუნდტრეკადაც იქცეს...
ფასი: 28 ₾ / დეტალურად ნახვა
8. დაბოლოს — პოსტერი "მიყვარხარ"
ფოტო: On.ge
შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ საკუთარ გრძნობებზე საუბარი მიდებ-მოდების გარეშე ჯობს. ასე რომ, თუკი გიჭირს, სიყვარული პირდაპირ აუხსნა, იქნებ ეს ორიგინალური პოსტერი გეჩუქებინა? პოსტერი კი ჰქვია, მაგრამ შუშასა და ალუმინის ჩარჩოში ჩასმულ ნახატზე ძველქართული დამწერლობაა გაცოცხლებული, ილუსტრაცია კი მხატვარ ოთარ ჯიშკარიანის შთაგონებითაა შექმნილი.
ფასი: 250 ₾ / დეტალურად ნახვა
თუ ამ სტატიაში მითითებული ბმულებიდან რომელიმე ნივთს იყიდით, ჩვენ, შესაძლოა, პარტნიორი მაღაზიისგან მცირე საკომისიო მივიღოთ. მსგავსი პარტნიორობა არ გულისხმობს ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას და გვეხმარება, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა.
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
კომენტარები