გიორგი ამილახვარი

13 Nov. 2023, 16:27

პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ, სი ძინ პინთან დაკავშირებით არის კატეგორიულად მიუღებელი. თქვენ იცით, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა – საგარეო პოლიტიკას ამ ქვეყანაში, არსებული კანონის საფუძველზე და ხალხის გადაწყვეტილებით, ახორციელებს საქართველოს მთავრობა, რომელსაც წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მისამართით ვერანაირ პოლიტიკურ ძალას ვერ ატარებს და მას გავლენა არ აქვს. 

სამწუხაროდ, ბოლო ხანებში არაერთხელ გვინახავს პრეზიდენტის გადამეტებული, არაეთიკური, არადიპლომატიური განცხადებები. მათ შორის, ვიხილეთ კონსტიტუციის დარღვევაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ გვიკვირს მისი ქმედებები. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მისი ეს განცხადება არანაირი პოლიტიკური სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელი არ არის და ვერ იქნება. ის ვერ გამოხატავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს უტიფარი განცხადება არ და ვერ დააზიანებს იმ სწორ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის ყალიბდება.

განაცხადა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა. სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში თქვა, რომ თუ ოდესმე პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინ პინს გაასამართლებენ, ეს ისტორიული შედეგი იქნება. თუმცა, ამასთან ერთად აღნიშნა, რომ ეს არარეალისტურად ეჩვენება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ