ნიკა მელია

6 Nov. 2023, 22:14

საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ჯერ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე, სალოცავში წასულ და სალოცავისკენ მიმავალ ადამიანს კლავს რუსი, მეორეს კი იტაცებს....
ეს არის რუსული ოკუპაცია და ეს არის ხელისუფლების მოღალატეობრივი, კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგი;
არაფერი შეიცვლება, ამ მთავრობის შეცვლის გარეშე, ასეთია რუსეთთან მეგობრობა - ცალმხრივი; ასეთია რუსეთთან შეთანხმება - ცალმხრივი; ასეთია მათთან მოლაპარაკება - ცალმხრივი.
ასეთია რუსული მშვიდობა - ქართული სისხლის ფასად გადახდილი.
ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ვიზიარებ პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის ბედზე, ვიღებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას ამ ხელისუფლების ცვლილებაზე და არა მისი დემოკრატიზაციის მცდელობაზე.

— დაწერა ნიკა მელიამ ფეისბუქზე. დღეს, 6 ნოემბერს, რუსმა ოკუპანტებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სცადეს ადგილობრივი მაცხოვრებელი უკანონოდ დაეკავებინათ, რა დროსაც, მათ გასროლას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. გატაცებულია კიდევ ერთი მოქალაქე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ