თიბისიმ საქართველოში ქალი მეწარმეების საჭიროებების კვლევის შედეგები წარადგინა
ფოტო: თიბისი ბანკი
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქალ მეწარმეთა პროფილებისა და საჭიროებების შესახებ ჩატარებული კვლევის მიგნებები წარადგინეს. ბაზრის სეგმენტაციის კვლევა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ A2F Consulting თიბისისთან თანამშრომლობით და EBRD-ის დაფინანსებით ჩაატარა.
ღონისძიება თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა გახსნეს.
"ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თიბისისთვის არის მეწარმეების მხარდაჭერა და ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. წლებია, ვზრდით ჩვენს მდგრად პორტფელს, რომლის ნაწილიც არის ქალ მეწარმეთა დაფინანსება. არაერთი წარმატებული მეწარმე ქალია დაფინანსებული ჩვენი „სტარტაპერის“ პროგრამის ფარგლებში. ჩვენი სერვისები მიმართულია ადამიანების ცხოვრების გამარტივებისკენ იმ მიზნით, რომ მათ სხვადასხვა ბარიერების გადალახვა და თვითრეალიზება შეძლონ, და ამით, წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში", — აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
"ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და განვითარება შეიძლება იქცეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად და გახადოს ეკონომიკა უფრო ინკლუზიური და მდგრადი — რაც EBRD-ისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვქონდა, ეს პროექტი განგვეხორციელებინა ჩვენს სანდო პარტნიორთან - თიბისი ბანკთან ერთად. პროექტი ადასტურებს, რომ როგორც EBRD, ისე თიბისი ბანკი, მხარს უჭერს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდითა და მეწარმეობის ხელშეწყობის გზით" — განაცხადა EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალთა გაძლიერების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, თიბისის პარტნიორი მეწარმე ქალები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე — "ქალ მეწარმეთა ბიზნეს პოტენციალი საქართველოში — გამოწვევები და შესაძლებლობები". განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი, EBRD-ის ინკლუზიური ფინანსირების მიმართულების ხელმძღვანელი ფრანჩესკა დალა პოცა, თიბისის მომხმარებელი ქალი მეწარმე, შპს ლიტვური საცხობის დამფუძნებელი თინათინ ხუციშვილი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი.
პანელური განხილვის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა მეწარმეობის კუთხით არსებულ გამოწვევების, ქალი მეწარმეების გასაძლიერებლად მსოფლიოში გავრცელებულ საუკეთესო გამოცდილების შესახებ და ხაზი გაუსვეს ფინანსური სექტორისა და სახელმწიფოს როლს ქალი მეწარმეების გასაძლიერებლად.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში 5 მილიარდზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში განხორციელებულ 287 პროექტში, რომელთა 81% კერძო სექტორზე მოდის.
-
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ
გადახედვა
-
NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
არასრუწლოვანი ბიჭი გოგოს სადარბაზოში შეჰყვა და ფიზიკური შეხება სცადა — პოლიციამ 15 წლამდე ბიჭი დააკავა არასრუწლოვანი ბიჭი გოგოს სადარბაზოში შეჰყვა და ფიზიკური შეხება სცადა — პოლიციამ 15 წლამდე ბიჭი დააკავა
გადახედვა
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
კომენტარები