ირაკლი ღარიბაშვილი

1 Sep. 2023, 11:08

ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, ძვირფასო პირველკურსელებო, გულითადად გილოცავთ ყველას, ვინც წარმატებით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა თქვენი შრომის, სწავლისა და მონდომების დამსახურებული შედეგია. ამავე დროს, ეს არის ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი. მჯერა, რომ ცოდნის დაუფლების, პიროვნული განვითარებისა და პროფესიული სრულყოფის პროცესს საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე დიდი პასუხისმგებლობით წარმართავთ.

განათლებული ახალგაზრდობა ქვეყნის წინსვლისა და ძლიერების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის აუცილებელი პირობაა. ამიტომ განათლება ჩვენი მთავრობისთვის, პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი განვითარებაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებულ, საინტერესო სტუდენტობის გზას, თქვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ