კელი დეგნანი

კელი დეგნანი

21 Aug. 2023, 15:57

ვფიქრობ, საჭიროა სიფრთხილით მიდგომა ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას. ეკონომიკურ სფეროშიც კი მნიშვნელოვანია გამჭვირვალება და იმის უზრუნველყოფა, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება თუ ვალდებულება, რომელსაც იღებ, არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში და არა მხოლოდ ჩინეთის საუკეთესო ინტერესებში.

ვთვლი, რომ ერთობლივი განცხადება, რომელსაც მოეწერა ხელი, საკმაოდ დატვირთულია პოლიტიკური ვალდებულებებით, რომლებიც საქართველომ აიღო. როგორც შევნიშნე, საქართველომ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. არ დამინახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საპასუხო დაპირება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს კი ამ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია —სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული — ქვეყანას, რომელთანაც ჩინეთი სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს.

ასე რომ, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს აქვს ჩინეთთან გარკვეული ხანია, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც, როგორც ჩანს, ხელს უწყობს ჩინეთის მიერ მსოფლიოს უფრო ავტორიტარიზმისკენ რეფორმირების მცდელობას, წინააღმდეგობაშია წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგთან, რომლის ნაწილიც არის საქართველო და რომლითაც ის ისევე სარგებლობს, როგორც ჩვენ ყველანი.

განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნმამა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. საქართველოს მთავრობამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა, რომელიც 4 კომპონენტისგან შედგება: პოლიტიკური განზომილება, ეკონომიკური განზომილება, ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება და საერთაშორისო განზომილება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ
  2. ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს
  3. მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
  4. რისთვის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროებენო? — გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს დედა
  5. სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამერიკელმა კლდეზე მცოცავმა თოკების გარეშე დაიპყრო ცათამბჯენი Taipei 101

ამერიკელმა კლდეზე მცოცავმა ალექს ჰონოლდმა კვირას ცათამბჯენი Taipei 101 თოკებისა და ნებისმიერი დამცავი აღჭურვილობის…