წისქვილმა სვანეთს უმასპინძლა — ქართული კუთხეების ფესტივალი გრძელდება
ფოტო: წისქვილი
3-4 ივნისს, წისქვილის ეზოში სვანეთის დღეები მოეწყო. სტუმრებმა ორი დღის განმავლობაში დააგემოვნეს გამორჩეული სვანური კერძები, გაეცვნენ კუთხის ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში.
ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო ასწლოვანი ანსამბლი — რიჰო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სვანური ფოლკლორის უძველესი ნიმუშები და მათი ავთენტური ვერსიები წარუდგინა. სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა ანსამბლ ლალხორის შესრულებამაც.
ფოტო: წისქვილი
"დედაქალაქში ჩამოგიტანეთ სვანების მოკითხვა და დიდი სითბო. უკან, ჩვენ მხარეში კი ძალიან კარგი ემოციებით დატვირთული ვბრუნდებით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ამ ლამაზი ღონისძიების ინიციატორებს", — ამბობს ვახტანგ ფილფანი, ანსამბლ რიჰოს ხელმძღვანელი.
გასულ შაბათ-კვირას, წისქვილის ეზოში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეფმზარეულებთან ერთად თავად მოემზადებინათ სვანური კერძები და კუთხის გასტრონომია ამ ფორმითაც გაეცნოთ. მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები დახვდათ ბავშვებსაც მათთვის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში. ამასთან ერთად, წისქვილის ეზოში გაიმართა გამოფენა-გაყიდვა.
ფოტო: წისქვილი
ფოტო: წისქვილი
"გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო სვანეთიდან ჩამოტანილი პროდუქცია, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია სტუმრებში. დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული აღფრთოვანება კი ანსამბლების — რიჰოსა და ლალხორის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა შესრულებამ დაიმსახურა. სტუმრებს, სვანურ კულტურასთან ზიარების გარდა, შესაძლებლობა ჰქონდათ ბატონი ვახტანგ ფილფანის მონათხრობით, სვანეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიასაც გასცნობოდნენ.
"მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს ნამდვილი სვანური დღესასწაულის მოწყობისთვის და დახმარებისთვის, რომ განგვეხორციელებინა ჩვენი იდეა: ქართული კულტურის პოპულარიზაცია ქართველ და უცხოელ სტუმრებში. აუცილებლად დაველოდებით ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს მომავალ წელსაც", — ამბობს წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის სპეციალისტი, მარიამ საღლიანი.
სხვადასხვა რეგიონისადმი მიძღვნილი დღეები წისქვილი ჯგუფის ახალი ინიციატივის, ქართული კუთხეების ფესტივალის ფარგლებში იმართება. ფესტივალი 30 ივლისამდე გაგრძელდება და წისქვილის ეზო საქართველოს სხვადასხვა მხარეებს ყოველ მეორე შაბათ-კვირას უმასპინძლებს.
მომდევნო ღონისძიება 10-11 ივნისს გაიმართება. ამჯერად თავის კულტურასა და გასტრონომიას სტუმრების წინაში კახეთი წარადგენს. დეტალების სანახავად გადადით აღნიშნულ ბმულზე.
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
კომენტარები