მთავრობა ავტოსადგურების რეფორმას გეგმავს — დეტალები
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მისი თქმით, საკანონმდელო პაკეტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს, ის პარლამენტს უახლოეს ხანებში გადაეგზავნება, ცვლილებები კი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში შევა.
- დავითაშვილის განცხადებით, კანონპროექტი სანებართვო სისტემაში შიდარეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას ითვალიწინებს.
- ასევე, დაიხვეწება საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმები და სახმელეთო სააგენტო ავტოსადგურების სერთიფიცირებას განახორციელებს.
- მინისტრის თქმით, ქვეყაში უამრავი ავტოსადგურია, რომელიც ვერანაირ სტანდარტსა და წესს ვერ აკმაყოფილებს, არ არის დაცული უსაფრთხოება და ხარისხიც ძალიან დაბალია.
- "ეს ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც აისახება, ტურიზმის სექტორზეც, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები არც ისე კომფორტულ პირობებში სარგებლობენ შიდა, საქალაქთასორისო, თუ საერთაშორისო გადაზიდვებით".
რა იგეგმება: კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა აპირებს, ავტოსადგურებს კონკრეტული მოთხოვნები დაუწესოს, რომლის საფუძველზეც სამი ტიპის — პირველი, მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურები განისაზღვრება.
- კერძოდ, როგორც დავითაშვილმა თქვა, დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის ავტოსადგურები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.
- მცირე მუნიციპალურ ცენტრებში კი იქნება მცირე მოთხოვნებით, მაგრამ თანამედროვე ვიზუალურისა და მინიმალური კომფორტის და უსაფრთხოების პირობების მქონე ავტოსადგური.
- გარდა ამისა, ავტოსადგურები სერთიფიცირებას დაექვემდებარებიან, რომლის ჩატარების წესსაც მთავრობა განსაზღვრავს.
- "თითოეული მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს თავის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობას და მუნიციპალიტეტებსაც თავისი უფლებამოსილებები განესაზღვრებათ".
დეტალები: დავითაშვილის თქმით, 2024 წლის თებერვლამდე პირველი ეტაპის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ გადამზიდავებმა, 2025 წლის მაისისთვის კი ავტოსადგურების რეფორმა სრულად უნდა განხორციელდეს.
- კითხვაზე, მოიმატებს თუ არა მგზავრობის საფასური, მინისტრი ამბობს, რომ ეს მოსალოდნელი არ არის.
- "პირიქით, ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი, პროგნოზირებადი იქნება, გარკვეულ ლოგიკას დაექვემდებარება ბილეთების ფასები, ზოგ შემთხვევაში შეიძლება გაიაფდეს. ზოგადად, ამ რეფორმების ფარგლებში, ბილეთის ფასის გაძვირებას არ ველოდებით".
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
კომენტარები