Art-გენი ახალ საირმეში — ფესტივალი კურორტის სტუმრებისთვის
ფოტო: თეგეტა
Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის — ამ სახელითა და იდეით გამართულ აქცია-კონცერტებს 19, 20 მაისს სასტუმრო ახალმა საირმემ უმასპინძლა. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი საირმეში კურორტის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას მიეძღვნა.
საფესტივალო დღე სასტუმრო ახალი საირმეში ღვინის, კულინარიისა და ადგილობრივი წარმოების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა. გარე სივრცეში წარმოდგენილი იყო მინანქრისა და ვერცხლის ნაკეთობები, ბავშვების ნამუშევრები, ნაქსოვი თოჯინები, ახალგაზრდა ქუთაისელი მხატვრის ირაკლი სვანიძის ფერწერული ტილოები, ქუთაისელი ფოტოგრაფის გიორგი კოკელაძის ფოტოების გამოფენა, თოკით მოწნული სუვენირები და ასევე, გობელენისა და თექის ნამუშევრები.
ფოტო: თეგეტა
რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების გაცნობის შემდეგ Art-გენის ერთგულ მსმენელებს საშუალება ჰქონდათ, ჯადოსნურ გარემოში საყვარელ ჯგუფებს შეხვედროდნენ. საფესტივალო დღე ჩვენებურების, GAGA FRANI-ს, REGGAEON-ის, ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს ერთობლივმა კონცერტმა დაასრულა.
ფოტო: თეგეტა
"ვფიქრობ, ღონისძიება შედგა — ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც კონცერტით, ასევე აუდიტორიით. განსაკუთრებული მუხტი მოდიოდა მათგან. საირმეში ისეთი გარემოა, შეუძლებელია, ადამიანი არ დატკბეს, პირველ რიგში, ბუნებით და შემდეგ ასეთი არაჩვეულებრივი მუსიკით. ძალიან სასიამოვნო საღამო შედგა და ვფიქრობ, ერთგვარ ტრადიციად შეიძლება ვაქციოთ Art-გენისა და ახალი საირმის ერთობლივი შეთავაზება სპეციალურად საირმის სტუმრებისთვის", — ამბობს სოლომონ გოგაშვილი, ფესტივალ Art-გენის ორგანიზატორი, ბენდ ჩვენებურების წევრი.
ფოტო: თეგეტა
"ფესტივალისთვის დამახასიათებელი ნიშაა სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა და ექსპედიციები ახალი სახეების, ოჯახების ან ძველისა და მიკარგულის აღმოჩენისთვის. თუმცა საირმეში აქამდე არ ვყოფილვართ. ეს რაიონი ძალიან დიდი ფოლკლორული კულტურით გამოირჩევა. რეწვით დაწყებული, მუსიკითა და ცეკვით დასრულებული ძალიან სავსე კუთხეა. საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა — თითქოს ყველაფერი დაგეგმილი, მაგრამ სპონტანურობით სავსე და ბუნებასთან შერწყმული. 33ა წვიმაში რომ წვიმას უმღერის, სიყვარულს ქადაგებს და დღე ამით სრულდება, ძალიან დიდი ბედნიერებაა", — აღნიშნავს GAGA FRANI, ფესტივალ Art-გენის ორგანიზატორი.
ფოტო: თეგეტა
ფოლკლორის, ქართული რეწვისა და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას. Art-გენი სასტუმრო ახალ საირმეში წელს პირველად გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, ბაღდათისა და ქუთაისის რაიონებიდან სხვადასხვა თაობის საინტერესო შემოქმედი აღმოაჩინა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, გამორჩეული ქართველი მუსიკოსების მოსასმენად აქცია-კონცერტზე 400-ამდე სტუმარი შეიკრიბა.
ფოტო: თეგეტა
"ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვემასპინძლა Art-გენისათვის, რომელიც ნამდვილი ქართული მუსიკალური და შემოქმედებითი დღესასწაულია. ეს ჩვენთვის პირველი მასშტაბური ფესტივალი იყო და მიხარია, რომ ახალი საირმის გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. რაც მთავარია, მიუხედავად წვიმისა, ფესტივალმა შესანიშნავად ჩაიარა — ძალიან ბევრ საინტერესო შემოქმედთან, ასევე პოზიტიურ და გახარებულ მსმენელთან ერთად", — ამბობს დავით ბეროზაშვილი, სასტუმრო ახალი საირმის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი.
ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი Art-გენი წელს უწყვეტი არსებობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალი რეგიონული ტურნეს შემდეგ, ივლისის ბოლოს, ტრადიციულად თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დასრულდება.
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები