ლიბერთის მხარდაჭერით, ონლაინ პლატფორმა Lingwing ქართული ენის შემსწავლელ კურსს აანონსებს
ფოტო: ლიბერთი
22 მაისს, ლიბერთისა და უცხოური ენების შემსწავლელ წამყვან ონლაინ პლატფორმა Lingwing-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთის მხარდაჭერით Lingwing-მა შექმნა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი. პლატფორმაზე ქართული ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება ინგლისური და უკრაინული ენებიდან.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს მარტივად შეისწავლონ ქართული ენა. სასწავლო კურსი ითვალისწინებს საქართველოში მყოფი უკრანელებისთვის ქართული ენის შესწავლას.
ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება წლის ბოლომდე ყოველგვარი ღირებულების გარეშე შეისწავლოს ქართული ენა. ივნისიდან აღნიშნულ პლატფორმას დაემატება A1-2 და A1-3 სასწავლო კურსი, რაც ქართული ენის კიდევ უფრო რთულ და დახვეწილ დონეს გულისხმობს.
"ლიბერთი აგრძელებს განათლების ხელშეწყობას. ამ პროექტზე უკვე ექვსი თვეა ვმუშაობთ და დღეს მოხარული ვართ, რომ Lingwing-თან პარტნიორობით შევძელით კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ემიგრაციაში მცხოვრები ქართველების საჭიროებებთან და სწორედ მათთვის და მათი შვილებისთვის შევქმენით ქართული ენის შემსწავლელი კურსი. ჩვენი კურსის დახმარებით ისინი ისწავლიან ან განიმტკიცებენ მშობლიური ენის ცოდნას — უსასყიდლოდ, მარტივად და დამოუკიდებლად, ონლაინ ან მობილური აპლიკაციით. გარდა ამისა, მოხარული ვართ და გვეამაყება რომ ინგლისური და უკრაინული ენების მცოდნე ადამიანები შეძლებენ მარტივად შეისწავლონ საბაზისო ქართული", — ამბობს თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
"Lingwing წარმოადგენს წამყვან ონლაინ პლატფორმას, რომელიც ტექნოლოგიური პროდუქტია და იყენებს ინოვაციური სწავლის მეთოდს. ჩვენი ბრენდის მთავარი ამოცანაა ყველაზე მარტივად, სახალისოდ და ხელმისაწვდომად ასწავლოს ენა მომხმარებელს. დღეისთვის, ჩვენს სერვისს.საქართველოში 280 000 ადამიანზე მეტი იყენებს. ამჟამად ქვეყანაში, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, 25406 უკრაინელი დევნილია და საზოგადოებაში მათი ინტეგრირებისთვის და დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია ქართული ენის ელემენტარული ცოდნა. ლიბერთის და Lingwing-ის თანამშრომლობა მკაფიოდ გამოხატავს ჩვენს ეროვნულ ინტერესს ქართული ენის პოპულარიზაციისა და გავრცელებისთვის. ორმაგად სასიამოვნოა რომ ქართულ ენას შეისწავლის ის მომავალი თაობა, რომელიც ემიგრაციაში იზრდება", — აღნიშნავს ვატო ველიაშვილი, ლინგვინგის დამფუძნებელი.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს.
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები" გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები