რას ჰყვება შალვა რამიშვილზე კიდევ ერთი ქალი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
რატომ არის მნიშვნელოვანი: 20 მარტს ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.
- ბოლო დღეებში კიდევ 6-მა ქალმა საჯაროდ დაწერა, რომ რამიშვილთან კომუნიკაციის არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდათ, გასაუბრებაზე იღებდნენ სექსუალური შინაარსის კითხვებს და განიცდიდნენ დისკომფორტს.
- ფორმულამ გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც ისმის, რომ რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს ეუბნება: "ტ*ნაურის დროს რომ გცემენ გევასება?", "არ გიყვარს როცა მამაშვილურად გეფერებიან?", "ნებისმიერი პირველი ღიმილი ნიშნავს კის, მომ**ანი".
- ბრალდებების ფონზე ქართული ოცნების წევრებმა რამიშვილისადმი ირიბი მხარდაჭერა გამოხატეს, მის წინააღმდეგ გამოძიება კი ამ დრომდე არ დაწყებულა.
- პარალელურად, სახელისუფლებო და პროპაგანდისტულმა POSTV-მ დაიწყო დისკრედიტაციის კამპანია თათია სამხარაძის წინააღმდეგ, რომელმაც წლების წინ რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმე მოუგო.
- ქალებს სოლიდარობა გამოუცხადეს პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა ქალმა პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებმა და არაერთმა ცნობილმა სახემ.
- ერთკვირიანი დუმილის შემდეგ სახალხო დამცველმაც განაცხადა, რომ თანადგომას უცხადებს "ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს".
დეტალები: 26 მარტს მირანდა ძირკვაძემ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა სქრინი, რომელშიც ჩანს, რომ რამიშვილი ეკითხება სექსუალური ჰგონია თუ არა.
- "უნამუსო კაცია და არავინ გაბედოს იმ გოგოს ცილისმწამებელი უწოდოს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ ამ გოგოს, დავიცავ შალვას ბინძური საუბრისგან", — დაწერა ძირკვაძემ სამხარაძის მხარდასაჭერად.
- მოგივანებით გამოქვეყნებულ პოსტში კი თქვა ისიც, რომ რამიშვილი სთავაზობდა, სამსახურის სანაცვლოდ მასთან სექსუალური ურთიერთობა დაემყარებინა და მორიგი სქრინი გამოაქვეყნა, სადაც რამიშვილი სწერს, საქმეზე არ ილაპარაკონ და ეკითხება, კარგია თუ არა ის, როგორც კაცი.
- მთავარ არხთან ინტერვიუში ძირკვაძემ გაიხსენა, რომ წლების წინ, როცა გასაუბრებაზე მივიდა, სხვა ქალების მსგავსად, რამიშვილმა მასაც უთხრა, რომ იყო კარგი გოგო და ენანებოდა ტელევიზიისთვის.
- რამდენიმე თვეში კი, როცა სამსახურის ამბის გასარკვევად შეეხმიანა, სექსუალური შინაარსის თემებზე დაუწყო საუბარი.
ძირკვაძე ამბობს, რომ თავისი ამბის გასაჯაროების შემდეგ ბულინგის მსხვერპლი გახდა და ეკითხებიან, რატომ დუმდა აქამდე — პასუხად ქალი ხაზს უსვამს, რომ მისი მიზანი სოლიდარობის გამოხატვაა და ამაზე სალაპარაკოდ ფული არ აუღია.
- "აქამდე იმიტომ გავჩუმდი, რომ ვარ ქართველი, ვარ დედა, მყავს შვილი, ოჯახი, რომლის რეპუტაციასაც ჩემმა ასეთმა საქციელმა მიაყენა ძალიან დიდი ზიანი. ძალიან დიდი ბოდიში... ჩემი მშობლებიც ძალიან გაღიზიანებული არიან და ყველა გვიკავს, რა მოხდა და ა.შ. ძალიან გამიბრაზდა მამაჩემი, რატომ ვთქვი ეს, რატომ გამოვიტანე აშკარად სქრინები. მთხოვდა გუშინ, რომ ყველაფერი წამეშალა სქრინები, მაგრამ ვუთხარი, რომ არ წავშლი", — თქვა 28 მარტს ფორმულასთან საუბრისას.
- განმარტავს, რომ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა დაეხმაროს სხვა გოგოებს, ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ შვილები, რომლებიც გაიზრდებიან და სამსახურის ძებნისას ასეთი გარეწარი ადამიანი დახვდებათ.
- "ნუ გამკიცხავთ, იმიტომ გავაკეთე ეს, რომ მინდოდა სხვა გოგოებისთვის ჩემი სოლიდარობა... იმ ქალებისთვის, ვინც მსგავსი სიტუაციის მსხვერპლი არიან, მათთვის სოლიდარობა გამომეცხადებინა", — თქვა ძირკვაძემ.
სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
- კანონის მიხედვით, სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.
-
იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ სექსუალურად შეგავიწროვეს სამსახურში, უნდა მიმართოთ სასამართლოს ან სახალხო დამცველს, ხოლო თუ ეს მოხდა საჯარო სივრცეში — პოლიციას.
-
სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება და არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
-
საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა ჯარიმდება 300 ლარით, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში — 500 ლარით, შესაძლებელია გამასწორებელი სამუშაოებიც ერთ თვემდე ვადით.
-
იგივე ქმედება არასრულწლოვანის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვანის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.
-
ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
გაიგეთ მეტი:
- ქალები შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ
- უხერხული კითხვები, დისკომფორტი და სექსუალური შევიწროება — გასაუბრებები შალვა რამიშვილთან
ამავე თემაზე:
- რას წერს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილებაზე
- რას წერს სახალხო დამცველი სამხარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციულ კამპანიაზე
- ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები უწყებებისგან მოითხოვენ, სამართლებრივი შეფასება მისცენ სამხარაძის დევნას
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი შსს-ს მოუწოდებს, სამხარაძის მიმართ ცრუ დასმენისა და ადევნების მუხლებით გამოძიება დაიწყოს
- GrlzWave თათია სამხარაძეს სოლიდარობას უცხადებს
- რა თქვა პრეზიდენტმა ბრიფინგზე, სადაც სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა
- დროა, გავბედო მეც! ME TOO — მაია ასათიანი სექსუალურ შევიწროებაზე
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
კომენტარები