მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მასწავლებლები კოლეგებს მოუწოდებენ, გამოხატონ პროტესტი "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტებზე
ფოტო: მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
განცხადება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
დეტალები: მასწავლებლების განცხადებით, უკიდურესად შეწუხებულნი არიან "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.
- "მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას"
- ისინი ავტორებს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ, ხოლო პარლამენტსა და მმართველ პარტიას, არ დაუჭირონ მხარი.
- ასევე მოუწოდებენ საჯარო უწყებებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ ხმა აიმაღლონ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ.
- და ბოლოს, მოუწოდებენ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი კოლეგებს, გამოხატონ პროტესტი, რათა არ დაუშვან კანონპროექტის მიღება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.
- ამჟამად უმრავლესობის წევრებს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული და ორივე მათგანს კომიტეტებზე განიხილავენ.
- კანონპროექტის დაინიცირებისა და განხილვის დაწყებას აქტიურად აპროტესტებენ არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
- საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და ევროსტრუქტურების წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტის ნებისმიერი ფორმით მიღება ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ დააყენებს.
"არა რუსულ კანონს": საუნივერსიტეტო საზოგადოების უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს — ამ სათაურით პეტიციას აქვეყნებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, მკვლევრები, უმაღლესი განათლების ადმინისტრატორები და სტუდენტები.
- პეტიცია სათეატრო სფეროს წარმომადგენლებმაც შეიმუშავეს, სადაც აღნიშნულია, რომ ინიციირებაც კი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისათვის.
- კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც აპროტესტებენ რუსულ კანონს და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის სახელზე ღია წერილს აქვეყნებენ.
- საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება (ICON•S) კანონპროექტთან დაკავშირებით ევროინტეგრაციისა და სხვა მიმართულებებით საფრთხეებზე საუბრობს.
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში 10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში
გადახედვა
-
სარჩლის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩლის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს" ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია
გადახედვა
-
Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
-
თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ
გადახედვა
-
Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა
-
კიმ კარდაშიანი 2016 წლის ძარცვის საქმეზე კომპენსაციად €1-ს მიიღებს კიმ კარდაშიანი 2016 წლის ძარცვის საქმეზე კომპენსაციად €1-ს მიიღებს
გადახედვა
-
კრიპტოს ყიდვა პირდაპირ Telegram-დან? — Cryptal-მა Turbo ტელეგრამში დაამატა კრიპტოს ყიდვა პირდაპირ Telegram-დან? — Cryptal-მა Turbo ტელეგრამში დაამატა
-
ზურაბიშვილი: "თიკა რუხაძემ პიონერთა სასახლის ხარჯებზე ანგარიში ვინმეს უნდა ჩააბაროს" ზურაბიშვილი: "თიკა რუხაძემ პიონერთა სასახლის ხარჯებზე ანგარიში ვინმეს უნდა ჩააბაროს"
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაიყვანეს სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
ახალციხეში 9 ავტომობილის და სილამაზის სალონის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს ახალციხეში 9 ავტომობილის და სილამაზის სალონის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში დააკავეს პირი, რომელიც იმიტირებულ მობილურ ტელეფონებს ალომბარდებდა თბილისში დააკავეს პირი, რომელიც იმიტირებულ მობილურ ტელეფონებს ალომბარდებდა
გადახედვა
-
აშშ-ის კონგრესმა რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ ლინდსი გრემის კანონპროექტი დაამტკიცა აშშ-ის კონგრესმა რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ ლინდსი გრემის კანონპროექტი დაამტკიცა
გადახედვა
-
ტრამპი EU-ს ტარიფებით დაემუქრა, თუ ბლოკი კანადას "ასოცირებული წევრის" სტატუსს მიანიჭებს ტრამპი EU-ს ტარიფებით დაემუქრა, თუ ბლოკი კანადას "ასოცირებული წევრის" სტატუსს მიანიჭებს
გადახედვა
-
ბოლო სამ წელიწადში პირველად აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა ბოლო სამ წელიწადში პირველად აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა
გადახედვა
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
კომენტარები