ნარკოდანაშაულის სამი გახმაურებული საქმე, რომლებშიც პოლიციის ბრალეულობა იკვეთება
ფოტო: Shutterstock
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული იმ სამი გახმაურებული საქმის შესახებ, სადაც, მათი შეფასებით, იკვეთება პოლიციელთა ბრალეულობა.
"ჩვენ შევისწავლეთ 2017 წლის სამი გახმაურებული საქმე, რომლებიც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაზე მიმდინარე გამოძიებებს. ესენია შოთა პაკელიანის, დავით ხარშილაძისა და მიხეილ თათარაშვილის საქმეები. სამივე ამ საქმის მიმართ ჩვენი დაინტერესების საფუძველი ის იყო, რომ, საწყის ეტაპზე, არცერთი ბრალდებული აღიარებდა დანაშაულს, მათი ადვოკატები კი საუბრობდნენ საქმეში მთავარი მტკიცებულების, ნარკოტიკული საშუალების, შესაძლო ფალსიფიკაციაზე" - გვითხრა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტმა სოფო ვერძეულმა.
აღნიშნული საქმეების შესწავლის შემდეგ, EMC-იმ დაადგინა, რომ სამივე საქმეს მსგავსი ხარვეზები აქვს.
"სამივე საქმეში პოლიცია გამოძიებას იწყებს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რაც მაღალი სანდოობით არ გამოირჩევა. ამ ინფორმაციის მიღებიდან, ჩხრეკა არაგონივრულად მცირე ვადებშია ჩატარებული, რაც რა თქმა უნდა აჩენს კითხვებს, ჩხრეკა ჩატარდა სასმართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე და მხოლოდ შემდგომში მოხდა მათი დაკანონება. რაც ყველაზე სამწუხაროა, ორი ბრალდებულის საქმეში, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც ახლა პროკურატურა იძიებს" - აცხადებს ორგანიზაცია.
EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეებს შორის არსებული მსგავსება მიანიშნებს იმაზე, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები არ არის ერთეული გადაცდომების ფაქტები პოლიციაში და ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. აღნიშნული კი ფუნდამენტური რეფორმის საჭიროებას წარმოშობს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით და მთლიანად პოლიციის სისტემაში.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აცხადებს, რომ ამ საკითხების შესწავლისას მათი მიზანი არა კონკრეტული პირების უდანაშაულობის ან ბრალეულობის დადგენა, არამედ შესაძლო სისტემური პრობლემის გამოვლენა იყო კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული პრეზენტაცია შემთხვევით დაემთხვა Birja Mafia-ს წევრების დაკავების საქმეს.
რა დარღვევები გამოვლინდა პოლიციის მოქმედებებში
- სამივე საქმის გამოძიება დაწყებულია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სათანადო კონტროლს არ ექვემდებარება;
- სამივე საქმეში ბრალდებულების ჩხრეკა ჩატარებულია ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან არაგონივრულად მცირე დროში (მაგალითად, შოთა პაკელიანის ჩხრეკა ჩატარდა ინფორმაციის მიღებიდან 4 წუთში);
- სამივე საქმეში ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლოს განჩინების გარეშე. მოგვიანებით კი, ჩხრეკის დაკანონებისას სასამართლოს არ უმსჯელია ჩხრეკისთვის საჭირო მტკიცებულებათა სტანდარტის არსებობაზე;
- პაკელიანის დაკავება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, რაც მნიშვნელოვან პროცესუალურ დარღვევას წარმოადგენს;
- არც ერთ შესწავლილ საქმეში გამოძიებას დადგენილი არ აქვს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის დრო და ვითარება;
- პაკელიანის საქმეში ჩატარებული არ არის მთავარი მტკიცებულების, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების ბიოლოგიური ექსპერტიზა, რაც ამ ნივთიერებასთან პაკელიანის შემხებლობას დაადასტურებდა;
- პაკელიანის ჩხრეკის ოქმის მონაცემები, მათ შორის, ჩხრეკის ჩატარების ადგილის შესახებ ინფორმაცია წინააღმდეგობრივია;
- წინააღმდეგობრივია ასევე მიხეილ თათარაშვილის დაკავების ადგილის შესახებ საქმეში არსებული მონაცემები;
- დავით ხარშილაძის საქმეში აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას საპროცესო ვადები დარღვეულია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან;
- პაკელიანისა და ხარშილაძის საქმეში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულია გამოძიება.
EMC-ის რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებებს
საქართველოს პარლამენტს:
- განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება/დამატებები “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობას, მათ შორის, ოპერატიული ინფორმაციის შემცველ დოკუმენტაციას და ოპერატიული ინფორმაციის წყაროს; ასევე, მოსამართლეს მისცემს შესაძლებლობას, საკითხის განხილვისას დაკითხოს საგამოძიებო მოქმედებების/ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელი და ამ ღონისძიებების ჩატარებაში მონაწილე სხვა პირები, საგამოძიებო მოქმედების/ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას არსებული გარემოებების თაობაზე;
- განხორციელდეს ცვლილებები საპროცესო კანონმდებლობაში, რათა საგამოძიებო მოქმედების (ჩხრეკის) ადრესატს ჰქონდეს შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს საგამოძიებო მოქმედების კანონიერების თაობაზე;
- განხორციელდეს ცვლილებები საქართველის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც გამორიცხავს საგამოძიებო ორგანოს თვითნებობის შესაძლებლობას მის მიერ ჩხრეკის ჩატარების დროს, მათ შორის, განხილული იქნეს დამსწრეთა ან ამ მექანიზმის ალტერნატივის შემოღების საკითხი, ასევე, საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას სამხრე ვიდეოკამერების გამოყენების საკითხი;
- შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტების დროულად და ეფექტურად გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით;
საერთო სასამართლოებს:
- გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების საკითხის განხილვისას, სასამართლომ უზრუნველყოს მართლმსაჯულების ხარისხიანი განხორციელება და საქმის საფუძვლიანი შესწავლა. კერძოდ, კანონის მოთხოვნების საპასუხოდ, ადეკვატურად მოახდინოს საგამოძიებო ღონისძიებების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების, მათ შორის, კანონით დადგენილი სტანდარტის არსებობის შემოწმება;
- ნარკოტიკული დანაშაულების განხილვისას სათანადო ყურადღება გაამახვილოს ნარკოტიკული ნივთიერების წარმომავლობის, შეძენის დროისა და ვითარების საკითხზე. ამ ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა, რომ ყველა ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;
სამართალდამცავ ორგანოებს:
- ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის ბრალდების დროს საგამოძიებო ორგანომ განახორციელოს საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტიკული საშუალების შეძენის დროისა და ვითარების დადგენის მიზნით;
- უზრუნველყოფილი იყოს ბრალდებულის უფლებების დაცვა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში, მათ შორის ბრალდებულის მოთხოვნის შემთხვევაში სამედიცინო დახმარების დროული ხელმისაწვდომობა;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიერ ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის უზრუნველყოფისთვის გაიზარდოს გამომძიებლებისთვის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა და დადგინდეს სავალდებულო უმაღლესი იურიდიული განათლების კრიტერიუმი;
- პოლიციის აკადემიამ უზრუნველყოს მოქალაქეებთან კომუნიკაციის, ადამიანის უფლებების საკითხების, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხებში მრავალჯერადი გადამზადება და ხარისხის შეფასება;
- პოლიციის ყველა დანაყოფი, რომელსაც უშუალო შემხებლობა აქვს მოქალაქეებთან, აღიჭურვოს სამხრე ვიდეო კამერებით. ასევე ვიდეო მეთვალყურეობა დაწესდეს პოლიციის ყველა განყოფილებაში, მათ შორის, იმ სივრცეებში სადაც პირების გამოკითხვა ან დაკავებულის მოთავსება ხორციელდება;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უზრუნველყოს პროაქტიული შიდა მონიტორინგის განხორციელება ძალის გადამეტების ფაქტების გამოვლენის მიზნით.
- პროკურატურამ გააძლიეროს საპროკურორო ზედამხედველობა საგამოძიებო პროცესზე, მათ შორის, არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებზე.
რა ეტაპზეა მიმდინარე საქმეები
EMC-ის ინფორმაციით, დავით ხარშილაძისა და მიხეილ თათარაშვილის საქმეების განხილვა სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს, შოთა პაკელიანის საქმე კი საპროცესო შეთანხმებით დასრულდა.
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
კომენტარები