ბირჟა მაფიას წევრები გათავისუფლდნენ, მაგრამ მათ შესაძლო დანაშაულზე გამოძიება გრძელდება
ფოტო: კადრი ვიდეოდან
დღეს, 12 ივნისს, ბირჟა მაფიას წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია სასამართლომ, 50 და 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თუმცა სამართალწარმოება გრძელდება და ბოლო ეტაპი, როდესაც მოსამართლემ რეპერების ბრალეულობა/უდანაშაულობა უნდა გადაწყვიტოს, მხოლო საქმის არსებითი განხილვაა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გოგა ხატიაშვილი On.ge-სთან განმარტავს, რომ როდესაც პირველი ინსტანცია (ამ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლო) ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებას უფარდებს, მისი გადაწყვეტილება 48 საათის განმავლობაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
საქალაქო სასამართლოს მიერ რეპერებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება მგალობლიშვილის და ქებურიას ადვოკატებმა გაასაჩივრეს. დღეს კი სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილეს და არა – რეპერების ბრალეულობა.
როგორ განისაზღვრება გირაოს რაოდენობა?
გირაო არის აღკვეთის ღონისძიების სახე, რომელიც ბრალდებულებს იმ შემთხვევაში ეფარდებათ, მაგალითად, მათი მიმალვის, გამოძიებისთვის თავის არისდების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და სხვა საფრთხე. ზოგადად, გირაოს ოდენობა განისაზღვრებას ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
ხატიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, დაცვის მხარე რა რაოდენობას შესთავაზებდა, აუცილებელი იყო, რომ სასამათლოს ქონებრივი მდგომარეობის საკითხი გამოერკვია. გირაოს გადახდა შესაძლებელია როგორც ფულადი სახით, ისე უძრავი ქონების უზრუნველყოფით.
თუ განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში რეპერები კეთილსინდისიერად მოიქცევიან და გირაო სხვა უფრო მკაცრი აღკვეთით არ შეიცვლება, ეს თანხები სახელმწიფოს არ რჩება და ისევ უკან უბრუნდება ბრალდებულებს.
ახლა რა ხდება?
ჯერჯერობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამოძიების დასრულების შემდეგ, არის წინასასამართლო სხდომა, სადაც მოხდება მტკიცებულებათა გაფილტვრა. გოგა ხატიაშვილის თქმით, ორივე მხარე მოპოვებულ მტკიცებულებებს წარადგენს და ამ სხდომაზე გადაწყდება მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი.
თუ წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები იმდენ მტკიცებულებას წარმოადგენენ, რომ სასამართლო დარწმუნდება, ალბათობის მაღალი ხარისხით, რომ ბრალდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული, საქმეს გადაიცემა არსებითად განსახილველად.
საქმის არსებითი განხილვა არის ბოლო ეტაპი, როდესაც მოსამართლემ დამნაშავეობა/უდანაშაულობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
ბირჟა მაფიას წევრებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ რეპერებს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და გიორგი ქებურიას 20, ხოლო მიშკა მგალობლიშვილს 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
რეპერების მხარდამჭერი აქციის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ენერგეტიკის მინისტრისა და ბერა ივანიშვილის განცხადებების შემდეგ, 11 ივნისს, პროკურატურამ განაცხადა, რომ მგალობლიშვილისა და ქებურიას პატიმრობას აღარ მოითხოვდა. ამავე განცხადებით ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სამართალდამცავების მხრიდან, ბირჟა მაფიას წევრების დაკავების დროს, მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა

კომენტარები