დიდი და უფრო დიდი: ყველაფერი, რაც iPhone 14-ისა და iPhone 14 Plus-ის შესახებ უნდა იცოდეთ
iPhone 14 და iPhone 14 Plus Apple-ის ახალი მოდელებია, რომლებიც 2022 წლის სექტემბერში გამოვიდა. Apple ყოველწლიურად აუმჯობესებს მოწყობილობების ხარისხს, შესრულებასა და კამერების მონაცემებს. ამჯერად კომპანიამ უფრო დიდი გაჯეტების ხაზი დაამატა და მინი ვერსიაზე უარი თქვა. სტატიაში მოდელების საინტერესო ფუნქციებზე ვისაუბრებთ, წაკითხვის შემდეგ კი აუცილებლად მოგინდებათ iPhone-ის განახლება.
თუ ტელეფონებს ტექნიკური პარამეტრების მიხედვით შევადარებთ, ისინი თითქმის მსგავსია, მაგრამ iPhone 14 Plus-ს სამი ძირითადი განსხვავება აქვს: კორპუსის ზომა, ეკრანის დიაგონალი და ბატარეის მოცულობა.
iPhone 14 Plus
ორი მოდელის ვიზუალური განსხვავებები:
iPhone 14-მა და iPhone 14 Plus-მა წინა მოდელისგან მიიღეს ალუმინის კორპუსი, ბრტყელი კიდეები, პანელზე ჭრილი, კამერის განყოფილება, Ceramic Shield-ი დარტყმისგან გამძლე ეკრანზე. ორივე მოდელი ხელმისაწვდომია ხუთ კოსმოსურ ფერში: მუქი ღამე, კაშკაშა ვარსკვლავი, იასამნისფერი, ლურჯი, Product Red.
მიუხედავად იმისა რომ iPhone 14-ის ეკრანი 6.1 დუიმამდე გაიზარდა, მაინც მსუბუქი და კომპაქტურია. iPhone 14 Plus-მა კი შთამბეჭდავი 6.7-დუიმიანი დიაგონალი მიიღო და ზომით Pro Max-ის ხაზს გაუთანაბრდა. დიდი ეკრანისა და მსუბუქი წონის ტანდემი (დაახლოებით 200 გ) მობილური თამაშებისა და YouTube-ის მოყვარულებისთვის საუკეთესო ვარიანტია.
კიდევ ერთი საკითხი არის მასშტაბურობა. iPhone 14 Plus-ის ეკრანზე უფრო მეტი ინფორმაციაა განთავსებული, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია თამაშებში, აპლიკაციებში, ბრაუზერში, კლავიატურაზე აკრეფისას.
შესრულება და ავტონომია მომავლისთვის
Apple-მა იზრუნა რომ iPhone 14 და iPhone 14 Plus უფრო ძლიერი და სწრაფი ყოფილიყო. ახალი A15 Bionic ჩიპი მყისიერად ხსნის აპლიკაციებს, "მძიმე" თამაშებსა და ნებისმიერ გრაფიკულ რედაქტორებს. მე-14 სერიის მძლავრი სისტემა მომდევნო 5 და მეტი წელი აქტუალურობას შეინარჩუნებს.
iPhone 14-ის ბატარეა შექმნილია 20-საათიანი მუშაობის რეჟიმისთვის, ხოლო iPhone 14 Plus-ს შეუძლია 2 დღე გაძლოს ერთი დატენით. ეს ახალი მოდელის კიდევ ერთი პლუსია.
კამერის ნოუ-ჰაუ: საუკეთესო სელფები და კინემატოგრაფიული ეფექტი
ორივე მოდელი სამაგალითო გახდა ფოტოებისა და ვიდეოს გადაღების მხრივ. კამერის ახალი მოდული 2-ჯერ მეტ შუქს იძლევა და საშუალებას გაძლევთ, გადაიღოთ შესანიშნავი კადრები ღამის რეჟიმის გამოყენების გარეშეც.
რაც შეეხება ვიდეოს, მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიღონ უმაღლესი ხარისხის ვიდეო კლიპები, ექსპოზიციის გაფუჭების ან ფოკუსირების გარეშე. კინემატოგრაფიის რეჟიმი ვიდეოს 4K ხარისხშიც იღებს. სასიამოვნო ბონუსია გაუმჯობესებული სტაბილიზაცია, მოძრაობაში გადაღების დროსაც კი მიიღებთ შესანიშნავ სურათს გაბლარვის გარეშე.
გაუმჯობესდა სელფებიც. 12-მეგაპიქსელიან TrueDepth ფრონტალურ კამერას აქვს ავტოფოკუსის მხარდაჭერა, ამოიცნობს ყველა მონაწილეს ჯგუფურ კადრებში და რამდენიმე სახეზე ერთდროულად ფოკუსირდება.
კიდევ რამდენიმე სასარგებლო ფუნქცია
- Face ID ფუნქცია iOS 16-ზე მუშაობს და, პორტრეტულთან ერთად, ალბომის მიხედვითაც ორიენტირებს.
- მოწყობილობები მტვერ და წყალგაუმტარია, მდგრადია წყლის მიმართ 1 მეტრზე მეტ სიღრმეზე 30 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში და შეუძლია იმუშაოს ჩაძირვის რეჟიმში. ასე რომ, არ ინერვიულოთ, თუ თქვენი iPhone შემთხვევით წყალში ჩავარდება.
- მე-14 თაობის iPhone-ის ეკრანებს აქვს სპეციალური საფარი, რომელიც ეკრანზე თითის ანაბეჭდებს არ ტოვებს.
- ეკრანის გაუმჯობესებული კონტრასტი საშუალებას გაძლევთ, დაამონტაჟოთ პროფესიონალური HDR-ვიდეო.
შეჯამება
ორივე მოდელი, iPhone 14 და iPhone 14 Plus, ახალი თაობის ღირსეული წარმომადგენლები არიან. თუ კომპაქტურ, მსუბუქ ტელეფონს ამჯობინებთ, რომელიც კომფორტულია ერთი ხელით გამოსაყენებლად, მაშინ iPhone 14 იდეალური არჩევანია. თუ დიდ დროს უთმობთ ვიდეოების ყურებას, გიყვართ მობილური თამაშები და თქვენთვის მნიშვნელოვანია ბატარეის ხანგრძლივობა, აირჩიეთ iPhone 14 Plus მოდელი.
მხოლოდ 19 თებერვლამდე, iPhone 14 და iPhone 14 Plus-ის შეძენა შესაძლებელია შემცირებული ფასით ან Trade-in-ის ხელსაყრელი პირობებით Apple-ის ავტორიზებულ რესელერებთან: iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iTechnics, iPlus, iStore.
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ზუგდიდში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ზუგდიდში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
-
"ცაც ბიძინასია?" — სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვას გამოეხმაურა "ცაც ბიძინასია?" — სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე იკეტება დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე იკეტება
გადახედვა
-
ჩეჩინი, კუხარჩუკი და გრიბული პენიტენციურ დაწესებულებაში ბანქოს თამაშის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს ჩეჩინი, კუხარჩუკი და გრიბული პენიტენციურ დაწესებულებაში ბანქოს თამაშის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
WhiteBIT-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა WhiteBIT-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა
-
ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკი" "ბაზისბანკს" მიჰყიდა ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკი" "ბაზისბანკს" მიჰყიდა
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: ქალებო, დედებო, ნუთუ არ გესმით დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების განწირული კივილი? თეონა ჭალიძე: ქალებო, დედებო, ნუთუ არ გესმით დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების განწირული კივილი?
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: [EU-ს მიერ განსაზღვრული] 9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილი კი დროის გათვალისწინებით უკვე ნაკლებად რელევანტურია მაკა ბოჭორიშვილი: [EU-ს მიერ განსაზღვრული] 9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილი კი დროის გათვალისწინებით უკვე ნაკლებად რელევანტურია
გადახედვა
-
8 ქალმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს იზოლატორებში გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ წერილით მიმართა 8 ქალმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს იზოლატორებში გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ წერილით მიმართა
გადახედვა
-
რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები
გადახედვა
-
სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
-
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
-
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
გადახედვა
-
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ" ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ"
გადახედვა
-
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
-
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა
გადახედვა
-
გიორგი შარაშიძე: ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილია პირველ რიგში პასუხისმგებელი საქართველოს საგარეო კურსზე გიორგი შარაშიძე: ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილია პირველ რიგში პასუხისმგებელი საქართველოს საგარეო კურსზე
გადახედვა
კომენტარები