10 მსახიობი, რომელიც ერთმა წარმატებულმა როლმა ვარსკვლავად აქცია
ფოტო: 20th Century Studios; Warner Bros.; Colombia Pictures Corporation
ალბათ იშვიათია ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უოცნებია ცნობილ ფილმში ანდა სერიალში მონაწილეობაზე. ერთი მხრივ, სხვადასხვა ქვეყანასა და ეპოქაში მოგზაურობის შესაძლებლობაა მომხიბვლელი, მსახიობებს ხომ ხშირად უხდებათ, ისწავლონ, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები განსხვავებულ დროსა და კულტურაში, მეორე მხრივ, კი საკუთარი სახელის უკვდავყოფის შესაძლებლობა. რეალობა და წარმატებული მსახიობები კი ერთხმად ღაღადებენ, რომ კინოინდუსტრიაში თავის დამკვიდრება სინამდვილეში სულაც არაა ზღაპარივით ტკბილი და მარტივი პროცესი და სულ პატარა როლის მიღებასაც კი დიდი გარჯა და უამრავი ცდა სჭირდება.
ამის მიუხედავად, კინოსა და ტელევიზიას ახსოვს მსახიობები, რომლებსაც ალბათ სამყარომ მართლაც განსაკუთრებული ბედი არგუნა და ისეთი როლით დააჯილდოვა, რომელმაც დაუყოვნებლივ აქცია ვარსკვლავად.
მაშ ასე, ათი მსახიობი, რომელიც მხოლოდ ერთი როლის შესრულებით იქცა კინოვარსკვლავად:
1. ოლივია ჰასი
15 წლის ასაკში მშვენიერი ოლივია ჰასი ფრანკო ზეფირელის ლეგენდარულ ფილმში რომეო და ჯულიეტა ჯულიეტას როლზე დამტკიცდა. ფილმის პრემიერა 1968 წელს შედგა და მას შემდეგ ახალგაზრდა ოლივიას სახე სამუდამოდ აღიბეჭდა კინოისტორიაში. მსახიობი დღემდე ყველასთვის, უპირველეს ყოვლისა, ჯულიეტად რჩება და სწორედ ამ როლით იქცა კინოვარსკვლავად.
2. ვივიენ ლი
სამხრეთელი ლამაზმანის, სკარლეტ ო'ჰარას, როლის შესრულება თავის დროზე ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ კინოვარსკვლავებს სურდათ, თუმცა როლი, საბოლოოდ, ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობ, 25 წლის ბრიტანელ მსახიობ ვივიენ ლის ერგო. ქარწაღებულნის გამოსვლის შემდეგ ლი თვალისდახამხამებაში იქცა ვარსკვლავად და შესრულებული როლისათვის ჯილდოდ ოსკარიც დაიმსახურა. მრავალი წლის გასვლის შემდეგაც, მიუხედავად სხვადასხვა საინტერესო როლისა, ვივიენი კინომოყვარულებისთვის მაინც სკარლეტ ო'ჰარად რჩება.
3. ემილია კლარკი
22 წლის ემილია კლარკმა სამეფო კარის თამაშებში ლეგენდარული დეინერის ტარგარიენის როლი მოირგო და დღემდე ყველასათვის ქარიშხალშობილ დრაკონების დედად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სერიალს უამრავი საინტერესო პერსონაჟი ჰყავდა, სამეფო კარის თამაშებზე საუბრისას პირველი ყველას ვერცხლისთმიანი დაუწველი დედოფალი ახსენდება.
4. დენიელ რედკლიფი
დენიელ რედკლიფი სულ რაღაც 12 წლის იყო, როცა პირველად განასახიერა ყველასათვის საყვარელი ჯადოქარი ბიჭი, სახელად ჰარი პოტერი. წლების შემდეგაც კი ის ყველასათვის ჰარიდ რჩება, რომელთან მეგობრობასა და უჩინმაჩინის მოსასხამის ქვეშ საიდუმლო ხეტიალზე თაობები ოცნებობენ.
5. მაკოლეი კალკინი
10 წლის მაკოლეი კალკინი თვალისდახამხამებაში იქცა ვარსკვლავად, როცა ცნობილი საშობაო ფილმი მარტო სახლში პირველად წარდგა მაყურებლის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ახლა უკვე 42 წლისაა, მის დანახვაზე ყველას მაინც პატარა, მოუხელთებელი კევინი ახსენდება ციმციმა ლურჯი თვალებით.
6. კრისტინა რიჩი
კრისტინა რიჩიც 10 წლის იყო, როცა პირველად მოირგო ვენსდეი ადამსის როლი და კინო ლეგენდად იქცა. დღემდე მსახიობის კარიერაზე საუბრისას პირველი ყველას ადამსების ოჯახი და კრისტინას არაჩვეულებრივად შესრულებული როლი ახსენდება.
7. მაილი საირუსი
მაილი საირუსმა ჰანა მონტანას როლი პირველად 13 წლის ასაკში მოირგო და მთელ მსოფლიოს შეაყვარა თავი. მსახიობსა და მომღერალს წლების გარჯა და იმიჯის რადიკალურად შეცვლა დასჭირდა იმისთვის, რომ საზოგადოებას მასში მხოლოდ ჰანა მონტანა არ დაენახა. მიუხედავად მაილის მრავალფეროვანი კარიერისა, ეს როლი მაინც რჩება მის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და წარმატებულ ნამუშევრად კინოში.
8. რიზ უიზერსპუნი
ქერათმიანი ადვოკატი უამრავი ადამიანისთვის იქცა საყვარელ ფილმად და 25 წლის რიზ უიზერსპუნი კინოვარსკვლავად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის კარიერა მას შემდეგ შთამბეჭდავად განვითარდა, დღემდე ვერც ერთმა კინოროლმა ვერ შეძლო ლეგენდარული ელ ვუდსის გადაფარვა, რომელმაც ჰარვარდში ჩაბარებაც მოახერხა და წარმატებული იურისტობაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი არავის სჯეროდა.
9. ალისია სილვერსტოუნი
ალისია სილვერსტოუნი 18 წლის იყო, როცა შერ ჰოროვიცის როლი მიიღო და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მაყურებლების გულებში. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ახლა უკვე 46 წლისაა, ყველას მაინც თინეიჯერ რომანტიკულ ნებიერა შერად ახსენდება.
10. რენე ზელვეგერი
უამრავი კინოროლის მიუხედავად, რენე ზელვეგერის დანახვისას დღემდე ყველას უსაყვარლესი ბრიჯიტ ჯონსი და მისი დღიური ახსენდება. მსახიობი 30 წლის იყო, როცა პირველად ბრიჯიტის როლი მოირგო და შეძლო, დღემდე წარუშლელი შთაბეჭდილება დაეტოვებინა მაყურებელზე.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა










კომენტარები