თბილისის მუნიციპალიტეტს MAN-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა მოემსახურება
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგი დედაქალაქის განვითარებასა და კეთილმოწყობაზე ზრუნვას განაგრძობს. ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ თეგეტა თრაქ ენდ ბასმა თბილსერვის ჯგუფს MAN-ის ბრენდის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა გადასცა.
ახალი სპეცტექნიკისთვის ტენდერი თბილისის მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვების შემდეგ, პირველ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტმა თეგეტა თრაქ ენდ ბასისაგან 12 ერთეული MAN TGS 33.360 6x4 BL CH ტექნიკა მიიღო. თანამედროვე ნარჩენების გადამტვირთავი დედაქალაქს უკვე ემსახურება. სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, თეგეტა თბილსერვის ჯგუფს დამატებით 15 ერთეულ ნაგავმზიდს ოქტომბერში გადასცემს.
ბექა ბერიძე თეგეტა თრაქ ენდ ბასის დირექტორი — "მოხარულები ვართ, რომ დედაქალაქის განვითარების პროცესში თეგეტა აქტიურად არის ჩართული. საამაყოა, რომ თბილისის ქუჩების სისუფთავეზე გერმანული პრემიუმ ბრენდის MAN-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა იმუშავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულების თანახმად, თეგეტა თრაქ ენდ ბასი იღებს ვალდებულებას, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების გამართულობა და სერვისი უზრუნველყოს".
ფოტო: თეგეტა
თეგეტა თრაქ ენდ ბასის მიერ გადაცემული 12 ერთეული MAN TGS 33.360 6x4 BL CH ნარჩენების გადამტვირთავი, სხვა სპეციალური დანიშნულების ტექნიკასთან ერთად, თბილისის მერმა წარადგინა. კახა კალაძემ აღნიშნული სპეცტექნიკის მიწოდებაში მონაწილე კომპანიებს მადლობა გადაუხადა.
სატვირთო, კომერციული ტრანსპორტისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა თრაქ ენდ ბასია.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის განვითარებაზე თეგეტა თრაქ ენდ ბასი 2016 წლიდან ზრუნავს. კომპანია თბილისს თანამედროვე ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფს, მათ შორის არის MAN-ის მარკის უახლესი თაობის, ევრო 6 სტანდარტის მუნიციპალური ტრანსპორტი.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა თრაქ ენდ ბასი 2006 წელს დაარსდა და სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ გერმანულ ბრენდს, MAN-ს, საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს. Tegeta Truck and Bus-ის სერვისცენტრი Man-ის ცენტრალური, მიუნხენის ცენტრის სტანდარტებით აშენდა და აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. Tegeta Truck and Bus-ის საქმიანობა მოიცავს სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის კომერციული ავტომობილების სრულ სერვისს, ასევე რეალიზაციასა და რეალიზაციის შემდგომ საგარანტიო მომსახურებას.
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6 პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6 პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
-
რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე? რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე?
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს
გადახედვა
-
Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება
გადახედვა
-
"მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე "მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა
-
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მანქანის სათადარიგო აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქრო ქვეყანაში შემოიტანა დააკავეს პირი, რომელმაც მანქანის სათადარიგო აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქრო ქვეყანაში შემოიტანა
გადახედვა
-
პენიტენციური: "მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან" I ვიდეო პენიტენციური: "მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან" I ვიდეო
გადახედვა
-
ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ
გადახედვა
-
ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
-
იმერეთში ₾14 მლნ ღირებულების 40 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე იმერეთში ₾14 მლნ ღირებულების 40 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
გადახედვა
კომენტარები