EBRD-მა თიბისი, ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ფოტო: თიბისი ბანკი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა — EBRD, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მერვედ მიიღო. თიბისი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა.
ღონისძიება, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, წელს მაროკოში შედგა. დაჯილდოებაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაჭრობის დაფინანსების მნიშვნელობას, რომელიც ცვალებად გეოპოლიტიკურ რეალობაში, რეგიონული ვაჭრობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. პროგრამამ 2021 წელს 2 ათასამდე საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციას დაუჭირა მხარი და რეკორდულ წლიურ მოცულობას — 3,2 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო სესიის ფარგლებში, სფეროს წარმომადგენლებმა უკრაინაში მიმდინარე ომის საერთაშორისო ვაჭრობაზე გავლენაზე და არსებულ ვითარებაში სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დიდი ყურადღება დაეთმო EBRD-ის მიერ ომით გამოწვეულ კრიზისზე რეაგირებას. ასევე, განიხილეს ჩრდილოეთ აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში ვაჭრობის განვითარების შესაძლებლობები.
"რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენ, როგორც ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიის პარტნიორ ბანკს, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ნებისმიერ რეალობაში კომპანიების სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობა და უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. EBRD-თან პარტნიორობა საშუალებას გავძლევს, რომ კლიენტების საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ გამოწვევებს წარმატებით ვუპასუხოთ და ბიზნესების განვითარებისთვის, ბაზარზე თანაბარი შესაძლებლობები გავაჩინოთ. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს, რომელთაც დროულ მომსახურებას, ბიზნესპროცესების გამარიტვებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტულ განაკვეთებში დაფინანსებას ვთავაზობთ", — აღნიშნავს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
"EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა ერთგვარ გაერთიანებას წარმოაგდენს, რომელიც პროგრამის წევრებს შორის მყარ და საქმიან ურთიერთობასა და მეგობრობას ეფუძნება. აღნიშნული პლატფორმა წლებია ადასტურებს, რომ მუდმივად ცვალებადი რეალობის პირობებშიც კი, ჩვენ ერთიანები ვართ", — განაცხადა ოდილ რენო-ბასომ, EBRD-ის პრეზიდენტმა.
-
რა არის ფუნქციური დეპრესია რა არის ფუნქციური დეპრესია
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
კომენტარები