საქართველოს ბანკი და USAID-ი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად
საქართველოს ბანკსა და USAID-ს შორის მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიალი USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და USAID - ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან შედგა.
პარტნიორობის ფარგლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, აგრო და მსუბუქი მრეწველობის მიმართულებით, მცირე და საშუალო ბიზნესები 2 მთავარი მიმართულებით მიიღებენ მხარდაჭერას. ესენია: სერვისებისა და პროდუქტების ექსპორტზე გატანა და საბუღალტრო და ფინანსური ანგარიშგების ავტომატიზაცია. პროექტის ფარგლებში USAID-ის ორივე პროგრამის კონტრიბუცია 300 000 ლარს შეადგენს.
"მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკსა და USAID-ს შორის თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება. 2021 წელს, ჩვენ უკვე წარმატებით განვახორციელეთ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთობლივი პროექტი, რომელიც 20-მდე SME კომპანიის ექსპორტზე გასვლის მხარდაჭერას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო, რაც აღნიშნული კომპანიების შემდგომ განვითარებას მოხმარდა. ახალი პარტნიორობის ფარგლებში კი, გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ მეტ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს დავუჭიროთ მხარი ზრდაში, საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და საჭირო ფინანსებზე წვდომის მოპოვებაში. გვჯერა, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის გაძლიერებაში და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას", — აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.
"ჩვენმა პროგრამამ უკვე წარმატებით ითანამშრომლა გასულ წელს საქართველოს ბანკთან მცირე და საშუალო საწარმოების პრაქტიკული დახმარების, მათი ბიზნესის განვითარებისა და ექსპორტის მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოს ბანკთან ერთად წამოვიწყოთ ახალი ინიციატივები უკვე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ჩართულობითაც, და ვუზრუნველვყოთ BIZ-Link პროექტის გაფართოება ახალი მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებით, ასევე 200-მდე კომპანიისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ავტომატური აღრიცხვის სისტემებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მეშვეობით."- აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას! დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას!
გადახედვა
-
ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები