ამერიკელმა ოჯახმა რემონტისას 60 წლის წინანდელი ნახევრად შეჭმული კარტოფილი ფრი იპოვა
ფოტო: Gracie Jones
აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოს ჩრდილოეთით მცხოვრებმა წყვილმა — რობ და გრეისი ჯოუნსებმა — ცოტა ხნის წინ თავიანთი 1959 წელს აშენებული სახლის გარემონტება გადაწყვიტა. როცა საქმეს შეუდგნენ, ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ ლამის არქეოლოგიურ აღმოჩენას გააკეთებდნენ.
"რობი სააბაზანოში იყო და ტუალეტის ქაღალდის ძველ სამაგრს ცვლიდა", — იხსენებს გრეისი, — "როცა სამაგრი კედლიდან გამოაძრო, შეამჩნია, რომ მას რაღაც ნაჭრის მაგვარი მოჰყვა".
"ნაჭრის მაგვარი" კი, არც მეტი, არც ნაკლები, 60-წლიანი ისტორიის მქონე საკვები აღმოჩნდა — წყვილმა კედელში ჩაბეტონებული, ნახევრად შეჭმული კარტოფილი ფრი აღმოაჩინა.
"იმ მომენტში ერთმანეთს შევყურებდით და ვფიქრობდით, პოლიციაში უნდა დაგვერეკა თუ არა, რადგან დანაშაულის სცენის მტკიცებულება აღმოვაჩინეთ", — ჰყვება გრეისი, — "გულზე მოგვეშვა, როცა მივხვდით, რომ, უბრალოდ, მაკდონალდსის შეფუთვა იყო".
შეფუთვის გახსნისას შიგ ჰამბურგერის შესახვევი ქაღალდი და რამდენიმე გაყავისფრებული კარტოფილი იპოვეს.
ფოტო: Gracie Jones
წყვილი აღფრთოვანდა, როცა შენიშნეს, რამდენად კარგად იყო საკვები შენახული ათწლეულების შემდეგაც კი. თუმცა, კარტოფილ ფრის მისთვის დამახასიათებელი მარილიანი სურნელი, ცხადია, აღარ ჰქონდა. გრეისის თქმით, შესახედაობის მიუხედავად, კარტოფილის ნაჭრები ქვასავით მტკიცე იყო.
შეფუთვაზე გამოყენებული ლოგოს მიხედვით, ჯოუნსებმა დაასკვნეს, რომ მათი აღმოჩენა 1955-დან 1961 წლამდე პერიოდით თარიღდება.
წყვილმა ასევე გაიგო, რომ მაკდონალდსის ერთ-ერთი პუნქტი მათ მახლობლად 1959 წელს აშენდა — იმავე წელს, როცა მათი სახლის აგება დასრულდა.
ახლა კი, ჯოუნსებს ძველისძველი საკვები სათავსოში აქვთ შენახული და არ იციან, რა მოუხერხონ.
"გაყიდვა გაგვიხარდებოდა, თუმცა, თუ ეს ვერ მოვახერხეთ, ალბათ ისტორიულ არტეფაქტად დავიტოვებთ", — ამბობს გრეისი.
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
კომენტარები