პაპუაშვილი და სტეფანჩუკი შეთანხმდნენ, რომ გაუგებრობების ასარიდებლად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია — პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ონლაინშეხვედრა ჰქონდა უკრაინელ კოლეგასთან, რუსლან სტეფანჩუკთან და შეთანხმდნენ, რომ გაუგებრობების ასარიდებლად მნიშვნელოვანია წინასწარი კომუნიკაცია. ამასთანავე მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში პაპუაშვილის ვიზიტზე უკრაინაში.
პარლამენტის ცნობით, სტეფანჩუკმა და პაპუაშვილმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი ტრაგიკული შედეგები, ასევე, ისაუბრეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე.
პაპუაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების წევრები შეთანხმდნენ, რომ უხერხულობისა და გაუგებრობის მოსაგვარებლად მისი უკრაინაში ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მისივე თქმით, უკვე ჰქონდა კომუნიკაცია რადას თავმჯდომარესთან და დაუდასტურა უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა.
8 აპრილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარე ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს ბუჩაში იწვევდა, რათა საკუთარი თვალით ნახონ იქ ჩადენილი დანაშაულები. პაპუაშვილის განცხადებით, რიგი "საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს". პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა ისიც, რომ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ადამიანური და ისტორიული ვალია.
"არის თუ არა სათანადო, "არასათანადო" უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩასვლის მოწვევას, რომ დაინახო მისი უბედურება, გაიზიარო მისი მწუხარება, უთხრა მხარდამჭერი სიტყვები? მგონია, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე", — ასე უპასუხა უკრაინის რადას თავმჯდომარემ კოლეგას.
გუშინ კი სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ დღეს პაპუაშვილთან ოფიციალური ზარი ექნება და კიდევ ერთხელ დაუდასტურებს მოწვევას.
ამავე თემაზე:
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები