სიტყვებს ხსნა შეუძლიათ — ცნობილი უკრაინელები მსოფლიოს ომის ყველაზე პატარა მსხვერპლების შესახებ უყვებიან
ფოტო: Stas Yurchenko / Graty
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 100-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი დაიღუპა. ქვეყნის გენერალური პროკურატურის ცნობით, სამხედრო კონფლიქტის შედეგად უკრაინაში 103 ბავშვი გარდაიცვალა, 100-მდე კი — დაშავდა.
ასზე მეტი ბავშვის შველის თხოვნა აგრესორი ქვეყნის ბომბების აფეთქებებში ჩაიკარგა, ამიტომ ცნობილმა უკრაინელებმა გადაწყვიტეს, ხმა მსოფლიოსთვის თავად მიეწვდინათ და სოციალური მედიის არხებით ქვეყანაში არსებული სიტუაცია ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის გაეცნოთ. კამპანიაში #WordsCanSave ("სიტყვებს ხსნა შეუძლიათ") არაერთი უკრაინელი ვარსკვლავი ჩაერთო.
ოლგა პოლიაკოვა, მომღერალი
"ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ, რომ თავადაც დედა ვარ. ორი შვილი მყავს და ახლა ყოველ დილას ზეცას მადლობას ვწირავ, რომ ჩემი გოგოები ცოცხლები და უსაფრთხოდ არიან. თუმცა, ზოგიერთი დედა ასე ვერ მოიქცევა, რადგან რუსმა ჯარისკაცებმა ბოლო ორ კვირაში თითქმის ასი ბავშვი დახოცეს. მათი ასაკი რამდენიმე თვიდან მოზარდობამდე მერყეობდა. უმეტესობა ოკუპირებული ქალაქებიდან გაქცევის მცდელობისას დაიღუპა — ესროლეს, გამოიფიტა, ან საკუთარი სახლის ნანგრევებში მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ რუსმა აგრესორებმა მარიუპოლში სამშობიარო სახლი დაბომბეს. ერთი ბავშვი დაიღუპა, თუმცა, ინფორმაცია ჯერ კიდევ ახლდება. რუს ხალხს ატყუებენ, რომ ეს თავდასხმა დადგმული იყო. არ ყოფილა. ნამდვილი მსხვერპლები არსებობენ, რუსები კი ნამდვილი აგრესორები არიან. ამიტომ გთხოვთ, ხმა აიმაღლოთ — ნუ გაჩუმდებით".
სვიატოსლავ ვაკარჩუკი, მუსიკოსი
"რუსეთი უკრაინელ ბავშვებს ყოველდღიურად ხოცავს. უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ ჩვენი ასი ყველაზე პატარა ანგელოზი მოკლეს, მილიონობით სხვას კი საკუთარი სახლი წაართვეს. ბავშვებისა და მათი მშობლების ცხოვრება სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანეს. და ამას ყოველდღე აკეთებენ. ამიტომ მსოფლიო ვერ მოიცდის და გაჩუმდება. მსოფლიომ ხმა უნდა ამოიღოს. ახლავე. პუტინი და მისი არმია უნდა შევაჩეროთ. უნდა შევაჩეროთ ქმედებები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებებია. ხმა აიმაღლეთ ახლავე. გადაარჩინეთ უკრაინელი ბავშვები".
ვოლოდიმირ კლიჩკო, სპორტსმენი
"გული მეწვის. ამბობენ, ომის პირველი მსხვერპლი სიმართლეაო. ასეცაა. როგორც ამას რუსეთის მაგალითზე ხედავთ. თუმცა, ყველაზე გაუსაძლისი ტკივილი მსხვერპლად ბავშვების დანახვაა. ისინი საკუთარ სახლებში იხოცებიან. შეხედეთ ამ სურათებს. მათით პუტინის 'სპეციალურ ოპერაციაზე' წარმოდგენა შეგექმნებათ. როცა ის ამ პატარა ანგელოზებს არ ხოცავს, მათ მშობლებს, ბებია-ბაბუებს ართმევს სიცოცხლეს და სახლებს და სკოლებს უნგრევს. თუ ამ სურათების დანახვა აღარ გსურთ, გვერდზე კი არ უნდა გაიხედოთ, პუტინის ომი უნდა შეაჩეროთ. ახლავე".
მაშა ეფროსინინა, ტელეწამყვანი
"უკრაინაში რუსეთის ტერორი გრძელდება. რაზე მეფიქრება, როცა დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას დავტირი? იმაზე, რომ მთელი მსოფლიო მალე შეეგუება ჩემს ქვეყანაში არსებულ ამ საშინელ ტრაგედიას — ადამიანები თავიანთ ყოველდღიურობას დაუბრუნდებიან, უკრაინელები კი, რომლებიც ახლა საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ ევროპისთვის, ევროპისა და ამერიკისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცევიან... ამიტომ, მთელ მსოფლიოში მცხოვრებო ადამიანებო, ყოველ ჯერზე, როცა დილაობით ყავას სვამთ, ეს სახეები გახსოვდეთ. გახსოვდეთ, რომ შეგეძლოთ, საკუთარი მთავრობისთვის მოგეთხოვათ, შეაჩერონ ჩემი ქვეყნის განადგურება. თქვენს სიტყვებს ხსნა შეუძლიათ".
მონატიკი, მუსიკოსი
"ორი შვილი მყავს, რომელიც ჩემთვის მთელი სამყაროა. სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ 90-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. წარმოდგენაც არ მინდა, რას გრძნობენ მათი მშობლები. ამიტომ, მსურს, მთელი ჩემი შესაძლებლობა გამოვიყენო, რათა ბავშვების დახოცვა შევაჩერო. მთელი მსოფლიო წინ უნდა აღუდგეს უკრაინელ ბავშვებზე თავდასხმებს. უნდა გესმოდეთ, რომ აქ საქმე პოლიტიკას ან რომელი მხარის გამარჯვებას არ ეხება. მივმართავ ყველას, ვისაც რამის შეცვლა შეუძლია. გააკეთეთ განცხადება, ჩაწერეთ ვიდეო, გაავრცელეთ სათქმელი, დაწერეთ სიმღერა, გადაიღეთ ფილმი. გააკეთეთ, რაც შეგიძლიათ, რათა ჯარისკაცები შეაჩეროთ და მათ ჩვენი მოთქმა მოასმენინოთ".
ალინა პაში, მომღერალი
"მინდა, მარიუპოლელი ტატიანას ისტორიას მოგიყვეთ. ის მხოლოდ 6 წლის იყო, როცა დეჰიდრატაციისგან დაიღუპა. მისი ცხედარი სახლის ნანგრევებიდან ამოასვენეს. ჯერ დედამისი გარდაიცვალა. უცნობია, რამდენი ხანი იბრძოდა გოგო გადარჩენისთვის. თუმცა, საკუთარი სიცოცხლის ბოლო წუთებში იგი მარტო იყო. ამას თუ არ შევაჩერებთ, უფრო მეტი დაიღუპება. ყველას მოგიწოდებთ, ხმა აიმაღლოთ უკრაინაში რუსეთის ტერორის წინააღმდეგ. შეაჩერეთ ომი. ახლავე. ბავშვის დასაფლავებაზე მწარე ტკივილი არ არსებობს".
ჯამალა, მომღერალი
"ასობით უკრაინელი ბავშვი ვეღარასდროს გაიზრდება. ისინი პირველ სიყვარულს ვერასდროს შეხვდებიან, ვერ იხილავენ სამყაროს, ვერ უმღერებენ იავნანას საკუთარ შვილებს. რუსმა დამპყრობლებმა ხომ მათი ხანმოკლე სიცოცხლე შეაჩერეს. უფრო მეტი დაშავდა, მილიონობით — ლტოლვილად იქცა. ზოგიც გაუჩინარდა, როგორც საშა ვიშგოროდის ევაკუაციისას, რომლის ფოტოებმაც ინტერნეტი მოიცვა. ამის პატიება შეუძლებელია. თუმცა, შველა ჯერ კიდევ შეიძლება".
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
How I Met Your Mother-ის მსახიობებთან ახლო ურთიერთობა აღარ მაქვს — ჯოშ რედნორი How I Met Your Mother-ის მსახიობებთან ახლო ურთიერთობა აღარ მაქვს — ჯოშ რედნორი
გადახედვა
-
განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება 1 წლით გადაუვადა განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება 1 წლით გადაუვადა
გადახედვა
-
14 წლამდე 3 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩამდენ ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 14 წლამდე 3 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩამდენ ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გადახედვა
-
აქტივისტ ნათია თოხაძის ცნობით, ნანა სანდერს ზარის განხორციელება და კვება შეეზღუდა — ინფორმაციას პენიტენციური უარყოფს აქტივისტ ნათია თოხაძის ცნობით, ნანა სანდერს ზარის განხორციელება და კვება შეეზღუდა — ინფორმაციას პენიტენციური უარყოფს
გადახედვა
-
"გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის შენობაში სახლს იშენებს "გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის შენობაში სახლს იშენებს
გადახედვა
-
ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დამესრულებინა, ახლა ცდილობენ მაყურებლამდე არ მივიდეს — უტა ბერია კინოცენტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დამესრულებინა, ახლა ცდილობენ მაყურებლამდე არ მივიდეს — უტა ბერია კინოცენტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
გადახედვა
-
ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
-
ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
გადახედვა
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა
გადახედვა
-
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა
გადახედვა
-
ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე
გადახედვა
-
extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
კომენტარები