დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ღირებულებების ერთგულების კიდევ ერთხელ დადასტურება — NGO-ები
ფოტო: საქართველოს მთავრობა
არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ მიესალმებიან ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას. NGO-ებს მიაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში ინტეგრაციის ურყევი სურვილისა და ისტორიული არჩევანის გამოხატულებაა
"იმედი გვაქვს, რომ ამ ნაბიჯს მოჰყვება სერიოზული ძალისხმევა მთავრობის და მთლიანად პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად, პირველ ეტაპზე კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
დღეს, როდესაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამ უკრაინაში შეცვალა მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი, ევროპის კონტინენტის კონსოლიდაციის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. ამ პირობებში, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ღირებულებების ერთგულების კიდევ ერთხელ ცხადად დადასტურება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობო ორაგნიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას და სრულად პოლიტიკურ სპექტრს, კიდევ ერთხელ დაადასტურონ შარლ მიშელის დოკუმენტის, ვროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელობა და მზადყოფნა, კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF);
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- საერთაშორისო გამჭვირვალო — საქართველო;
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC);
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- საფარი;
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS);
- კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი;
- მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG);
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
- უფლებები საქართველო;
- საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS);
- სამოქალაქო იდეა;
- ღია სივრცე კავკასია;
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- ლიბერალური აკადემია;
- სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია;
- ევროპის ფონდი;
- საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC).
3 მარტს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის დოკუმენტს ხელი მოაწერა. მისი თქმით, საქართველო დღეს ისე, როგორც არასდროს, ახლოს არის ევროკავშირთან.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები