მზად ვართ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, საიდანაც უკრაინაში რაკეტები არ დაფრინავს — ზელენსკი
ფოტო: Press Service/Handout via REUTERS
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდანაც უკრაინაში რაკეტები არ დაფრინავს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ გვინდა შეხვედრა, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო — ჩვენ ყველამ შევთავაზეთ ეს რუსულ მხარეს. დიახ, და ნებისმიერი სხვა ქალაქი ჩვენთვის შესაფერისია, რომლის ტერიტორიიდანაც რაკეტები უკრაინაში არ დაფრინავს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება მოლაპარაკება იყოს პატიოსანი და ომის დასრულება — რეალური", — ამბობს ზელენსკი.
პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ბელარუსში ჩავიდა.
24 თებერვალს პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. კრემლში ამტკიცებენ, თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან, რაც ტყუილია — იბომბება დასახლებები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები. რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან შეუტია და ახლა საომარი მოქმედებები ქვეყნის არაერთ რეგიონსა და ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, კიევის ოლქთან.
ორივე მხარეს არის დანაკარგები — დაიღუპა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი. რუსული ჯარები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მნიშვნელოვანი ობიექტები, უკრაინა მათ წინააღმდეგობას უწევს. სამხედრო მოქმედებებს თან ახლავს კიბერშეტევები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტალღა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ჯერ სამხედრო მდგომარეობა, შემდეგ კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თქვა, რომ იარაღს მისცემენ ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა ენდომება. ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა პარტნიორებს დახმარებისა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ და აღნიშნა, რომ ომი არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშია.
ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რუსულ ელიტაზე, ოლიგარქებზე, მსხვილ ბანკებზე, ავიაკომპანიებზე. უკრაინა უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. აშშ-მ დაასანქცირა ვლადიმერ პუტინი და სერგეი ლავროვიც.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
გადახედვა
-
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
-
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა 7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
-
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
-
სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა
გადახედვა
-
თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში
გადახედვა
-
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
-
სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
-
ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, თუმცა ლიბანი ისრაელს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, თუმცა ლიბანი ისრაელს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
SPRIBE-მა ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Betnacional-ს არაავტორიზებული AVIATOR-ის გამოყენება აუკრძალა SPRIBE-მა ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Betnacional-ს არაავტორიზებული AVIATOR-ის გამოყენება აუკრძალა
გადახედვა
-
პედრო პასკალი პედრო პისკალის წინააღმდეგ — სასამართლო დავა ალკოჰოლურ ბრენდთან პედრო პასკალი პედრო პისკალის წინააღმდეგ — სასამართლო დავა ალკოჰოლურ ბრენდთან
გადახედვა
-
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი — საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად მუდმივად განახლებადი მობაილბანკი — საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
-
2010 წლის სექტემბრამდე გაცემული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომი შესაძლოა მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრდეს 2010 წლის სექტემბრამდე გაცემული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომი შესაძლოა მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრდეს
გადახედვა
-
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
-
მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები
-
განათლების სამინისტრო: მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა აქვთ განათლების სამინისტრო: მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა აქვთ
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას მოეშვას. ერთი “აიტიშნიკი” ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე? შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას მოეშვას. ერთი “აიტიშნიკი” ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?
გადახედვა
კომენტარები