პატრიოტთა ალიანსმა, ქართულმა მარშმა და სხვა პრორუსულმა ჯგუფებმა პუტინს ღია წერილი მისწერეს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რუსეთსა და უკრაინას შორის გამწვავებული სიტუაციის ფონზე, პატრიოტთა ალიანსმა ქართულმა მარშმა და სხვა პრორუსულმა ჯგუფებმა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილი მისწერეს. წერილს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
წერილი პუტინის მიმართ "მადლიერების" გამოხატვით იწყება. "თქვენო აღმატებულებავ" — ასე მიმართავენ ისინი რუსეთის პრეზიდენტს და საქართველოს ინტერესების დაცვის მოტივით, რუსული ნარატივის შემცველ მოსაზრებებს აჟღერებენ. მათი მტკიცებით, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო და უკრაინაა სამხედრო ნეიტრალიტეტია აუცილებელი.
"გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემის მშენებლობის მომხრეები ვართ, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე და მხარეების ინტერესების ორმხრივ პატივისცემაზე — ასევე, მთავარი მიდგომა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ჩვენი აზრით, სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა იყოს", — ამბობენ ისინი.
წერილის ავტორები ირწმუნებიან, რომ რუსეთთან დაპირისპირება საქართველოსთვის დამღუპველია და მის გარეშე ქვეყანა გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება. მათი განცხადებით, "რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ ისწრაფვიან" და ამბობენ, რომ დუმისა და ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელთან შეხვედრას ისურვებდნენ.
"ვიაზრებთ რა, რომ რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე საქართველო ვერ გაუმკლავდება ვერც რეგიონალურ და მით უმეტეს, ვერც გლობალურ გამოწვევებს, ჩვენ ვისწრაფვით რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ და ვისურვებდით შეხვედრას სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელობასთან, რომ შევიტანოთ თუნდაც პატარა წვლილი რეგიონალური უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის ფორმირებაში", — ნათქვამია წერილში.
ანტიდასავლური განცხადებებით ადრეც გამორჩეული ორგანიზაციები ახლაც არ ერიდებიან ასეთი შინაარსის მოსაზრებებს. მათი მტკიცებით, საქართველო თავისუფალი არ არის, არგუმენტად კი მოჰყავთ ის, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ხელისუფლება NATO წვრთნების ჩატარების "საშუალებას" აძლევს.
"მწუხარებით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა, რასაც ადასტურებს უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები იმაზე, რომ "აშშ-ის პოზიცია საქართველოს ხელისუფლებისთვის საშინაო დავალებაა". ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რეგულარულად აძლევს NATO-ს საკუთარ ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარების საშუალებას, რაც სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის პირდაპირი გამოწვევა", — ვკითხულობთ წერილში.
ისინი ღიად ესხმიან არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი მტკიცებით, უცხოური ორგანიზაციები "ყალბ სოციოლოგიურ კვლევებს ატარებენ" და ისეთ სურათს "ხატავენ", თითქოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება საყოველთაოა. ამ აზრის გაბათილებას ისინი პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ჩატარებული პროპაგანდისტული "კვლევით" ცდილობენ, რომლის მიხედვითაც, 69,4% მხარს უჭერს სამხედრო ნეიტრალიტეტს, 75,8% კი რუსეთთან დიალოგის მომხრეა. ხსენებული "კვლევა" არაერთ დარღვევას შეიცავს.
წერილი, რომელიც რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი მესიჯბოქსებითაა გაჯერებული, კვლავ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტისთვის პატივისცემის დადასტურებით სრულდება.
"ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ ჩართულობის იმედით და კიდევ ერთხელ გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი უდიდესი პატივისცემა თქვენდამი", — წერენ ისინი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პატრიოტთა ალიანსი და ქართული მარში უგულებელყოფს რუსულ აგრესიას და ღიად აფიქსირებს თავის პროპუტინისტურ პოლიტიკას. 2012 წელს შექმნილი პატრიოტთა ალიანსი ერთადერთი პარტიაა საქართველოში, რომლის ლიდერებიც აგვისტოს ომის შემდეგ იყვნენ, როგორც ოკუპანტ ქვეყანაში, ასევე, ოკუპირებულ რეგიონში. პარტიაში ამტკიცებენ, რომ ეს "ჰუმანიტარული მისიითა" და მოლაპარაკების სურვილით იყო განპირობებული.
მიუხედავად მათი მტკიცებისა, სხვადასხვა ავტორიტარული გამოცემა კრემლიდან დაფინანსებასა და რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში მათ ხშირად ადანაშაულებს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები