მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა, გაიყვანოს ჯარი უკრაინის საზღვრიდან — NATO
ფოტო: NATO
NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უკრაინასა და მის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი შეშფოთებას გამოხატავენ რუსეთის ქმედებების გამო და მოუწოდებენ მას აირჩიოს დიპლომატიის გზა და გაიყვანოს უკრაინის საზღვრიდან სამხედრო ძალები.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ რუსეთის ფართომასშტაბიანი, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო ფორმირებით უკრაინის გარშემო და ბელარუსში. მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა, დაუყონებლივ შეწყვიტოს სამხედრო ძალების თავმოყრა და გაიყვანოს ისინი უკრაინიდან საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ვრჩებით რუსეთის მიმართ ჩვენი ორმხრივი მიდგომის ერთგული: ძლიერი შეკავება და თავდაცვა, შერწყმული დიალოგისადმი ღიაობასთან", — ვკითხულობთ განცხადებაში.
NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები აცხადებენ, რომ რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. მათი თქმით, მოკავშირეების დასაცავად დამატებით ძალებს განათავსებენ.
"ყველა მოკავშირის დასაცავად განვათავსებთ დამატებით სახმელეთო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო და საჰაერო საშუალებებს, როგორც ამას მოკავშირეები აცხადებენ და გავზრდით ჩვენი ძალების მზადყოფნას. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციულად, პროპორციულად და არაესკალაციურად. მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიცია, რათა ვუპასუხოთ ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევას", — აცხადებენ ისინი.
განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ NATO მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასთანავე, რჩება ფუნდამენტური პრინციპის ერთგულად, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. განცხადების მიხედვით, რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მასიური შედეგების მომტანი იქნება.
"რუსეთს მივმართეთ ევროატლანტიკურ რეგიონში ყველა ერის უსაფრთხოების გაძლიერების წინადადებით და ველოდებით პასუხს. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ და ვაგრძელებთ შემდგომი დიალოგის შეთავაზებას NATO-რუსეთის საბჭოს მეშვეობით. მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატია და დეესკალაცია", — ვკითხულობთ განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ უკრაინის საზღვართან მყოფი ჯარები წვრთნების დასრულების შემდეგ მუდმივი განლაგების პუნქტებს უბრუნდებიან. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის თქმით, სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ზოგიერთმა ქვედანაყოფმა დაასრულა წვრთნები და ბაზაზე დაბრუნება უკვე დაიწყო.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა თქვა, რომ ჯარები უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაჰყავს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამას ვერ ხედავენ და მხოლოდ ესმით მის შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსულ სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებიათ. მისი თქმით, რუსეთის ქმედებები და განცხადებები ერთმანეთისგან განსხვავდება.
პენტაგონის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვართან და ბელარუსის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალები განათავსა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთმა ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო ესკალაცია ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები