რუსი ოფიცრების გაერთიანება მოითხოვს, პუტინმა უარი თქვას "ომის პროვოცირების დანაშაულებრივ პოლიტიკაზე" და გადადგეს
რუს ოფიცერთა გაერთიანებამ ღია წერილი გამოაქვეყნა და მოითხოვა, პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უარი თქვას "ომის პროვოცირების დანაშაულებრივ პოლიტიკაზე" და გადადგეს. ოფიცერთა გაერთიანების წევრები არიან, როგორც მოქმედი სამხედროები, ასევე ვეტერანები. წერილი კი ასამბლეის თავმჯდომარემ, ყოფილმა გენერალ-პოლკოვნიკმა, ლეონიდ ივაშოვმა გამოაქვეყნა.
მისი თქმით, უკრაინასთან ომის დაწყების არანაირი საფუძველი არ არსებობს და პუტინი ცდილობს ძალაუფლება დანაშაულებრივი გზებით შეინარჩუნონ. ორგანიზაციის წევრი ოფიცრები განმარტავენ, რამდენად ცუდი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს მსგავსი დაპირისპირება და ამტკიცებენ, თითქოს აქამდე რუსეთი მხოლოდ "იძულებით, სამართლიან" ომებს აწარმოებდა საგარეო საფრთხის ასარიდებლად, ახლა კი საფრთხე ქვეყნის შიგნით აქვთ და ამას უნდა მიხედონ. ასეთ საფრთხეს ისინი დემოგრაფიულ პრობლემებში ხედავენ.
მცდელობები, ულტიმატუმებითა და ძალის გამოყენების მუქარით აიძულონ რუსეთისა და მისი ხელისუფლების "შეყვარება", უაზრო და უკიდურესად საშიშია
"დღეს კაცობრიობა ცხოვრობს ომის მოლოდინით. ომი დანაკარგი, ნგრევა, ადამიანების ტანჯვა, ცხოვრების ჩვეული სტილის ნგრევა, სახელმწიფოს და ერის სასიცოცხლო საქმიანობების მოშლაა. დიდი ომი დიდი ტრაგედიაა, ეს კი მძიმე დანაშაულია. ისე გამოვიდა, რომ მოსალოდნელი კატასტროფის ცენტრში აღმოჩნდა რუსეთი და ვფიქრობთ, რომ ეს მის ისტორიაში პირველადაა. აქამდე რუსეთი (სსრკ) აწარმოებდა იძულებით (სამართლიან) ომებს და, როგორც წესი, მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ იყო, როცა ქვეყნის და საზოგადოების სახელმწიფო ინტერესები იყო საფრთხის ქვეშ. და დღეს რა უქმნის რუსეთის არსებობას საფრთხეს, არსებობს ასეთი საფრთხე?" — ვკითხულობთ წერილში.
ოფიცრები პუტინის ხელისუფლებას არაკომპეტენტურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ხელოვნურ და ბოროტ ხასიათს ატარებს.
"რაც შეეხება გარე საფრთხეებს, ისინი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ, ჩვენი ექსპერტული შეფასებით, ეს საფრთხეები ამჟამად არ არის კრიტიკული და პირდაპირ საფრთხეს არ უქმნიან რუსეთის სახელმწიფოებრიობის არსებობას, მის სასიცოცხლო ინტერესებს. მთლიანობაში, სტრატეგიული სტაბილურობა შენარჩუნებულია, ბირთვული იარაღი ნატოს ძალების საიმედო კონტროლს ექვემდებარება და ისინი არ ავლენენ მუქარას", — წერენ ისინი.
ოფიცრები ამბობენ, რომ რუსეთი შიდა და საგარეო პოლიტიკის შედეგად ხელს კრავს თითქმის ყველა მეზობელს. მათივე თქმით, ომის შემთხვევაში რუსეთს მოუწევს არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებთან ბრძოლა.
"უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, პირველ რიგში — კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას; მეორე — რუსებს და უკრაინელებს სამუდამოდ სასიკვდილო მტრებად აქცევს; მესამე — ორივე მხრიდან ათასობით, ათი ათასობით ახალგაზრდა ჯანმრთელი ადამიანი დაიღუპება, რაც აისახება ქვეყნების დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. ბრძოლის ველზე, თუ ეს მოხდება, რუსული ჯარები შეეჯახებიან არამხოლოდ უკრაინელ სამხედროებს, რომელთა შორის ბევრი რუსი იქნება, ასევე ნატოს ქვეყნების სამხედროებსა და ტექნიკას, ალიანსის წევრი ქვეყნები კი ვალდებული იქნებიან, რუსეთს ომი გამოუცხადონ.
ერდოღანმა გასაგებად განაცხადა, ვის მხარეს იბრძოლებს თურქეთი. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ თურქეთის ორ საველე არმიას და ფლოტს უბრძანებენ, "გაათავისუფლონ" ყირიმი და სევასტოპოლი, ასევე, შესაძლოა, კავკასიაში შეჭრაც", — წერენ ისინი.
გარდა ზევითგანხილული მოსალოდნელი ვარიანტებისა, ოფიცრები ამბობენ, რომ ომის შემთხვევაში რუსეთს შეიყვანენ იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საერთაშორისო უსაფრთხოებას, დააკისრებენ სანქციებს, გარიყავენ საერთაშორისო თანამეგობრობიდან და შესაძლოა, ქვეყანამ დაკარგოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი.
მათივე თქმით, ასეთი შედეგების არდანახვა პრეზიდენტს, მთავრობას და თავდაცვის სამინისტროს არ შეუძლიათ, რადგან "ამდენად სულელებიც არ არიან". ამიტომ სვამენ კითხვას: "რა არის რეალური მიზანი დაძაბულობის პროვოცირების და ფართომასშტაბიანი სამხედრო ქმედებების შესაძლო განვითარების?" ამ კითხვას ისინი თავადვე პასუხობენ და ფიქრობენ, რომ პუტინი ცდილობს დანაშაულებრივი გზით შეინარჩუნოს ხელისუფლება და რუსი ხალხი გაანადგუროს.
"ჩვენი აზრით, ქვეყნის ხელმძღვანელობამ იმის გაცნობიერებით, რომ არ ძალუძს ქვეყნის სისტემური კრიზისიდან გამოყვანა და ამან შეიძლება გამოიწვიოს ხალხის აჯანყება და ხელისუფლების შეცვლა — ოლიგარქების, კორუმპირებული ჩინოვნიკების, მოსყიდული მედიის და ძალოვნების მხარდაჭერით გადაწყვიტა გაეაქტიურებინათ პოლიტიკური ხაზი რუსული სახელმწიფოებრიობის და ქვეყნის ძირძველი მოსახლეობის საბოლოო განადგურებისთვის.
ომი კი საშუალებაა, რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემას, რათა გარკვეული დროით შეინარჩუნონ თავისი ანტიეროვნული ძალაუფლება და ხალხისგან მოპარული სიმდიდრე. სხვა ახსნას ვერ შემოგთავაზებთ", — წერენ ისინი.
სწორედ ამიტომ, ოფიცრები მოითხოვენ, პუტინმა უარი თქვას ამ პოლიტიკაზე, რომლის გამოც რუსეთი აღმოჩნდება მარტო დასავლეთის ძალების წინააღმდეგ და შექმნას პირობები რუსეთის კონსტიტუციის მუხლის განსახორციელებად — გადადგეს.
ოფიცრები მოუწოდებენ მოქალაქეებს, მოქმედ და ყოფილ სამხედროებს, გამოიჩინონ სიფხიზლე, მხარი დაუჭირონ მათ მოთხოვნებს და აქტიურად გამოვიდნენ პროპაგანდის და ომის წინააღმდეგ.
როგორც რუსული მედია წერს, ოფიცრების წერილი მათ ვებგვერდზე 31 იანვარს გამოქვეყნდა, თუმცა ყურადღების ცენტრში ახლა მოექცა. მათივე ინფორმაციით, ლეონიდ ივაშოვი ცნობილია პროსაბჭოა და ნაციონალურ-პატრიოტული ხედვებით.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები