სირცხვილიამ ღარიბაშვილს ქუთაისი-კიევის ბილეთი უყიდა
სირცხვილიამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქუთაისი-კიევის ბილეთი უყიდა და სთავაზობს, უკრაინაში ვიზიტისთვის ამ რეისით ისარგებლოს. სამოქალაქო მოძრაობა "დარწმუნებულია", რომ მეგობარ ქვეყანაში ჩასვლაზე თავშეკავების "არაერთი სერიოზული მიზეზი არსებობს", ამიტომ პრემიერის ფრენა ორგანიზაციული სახსრებით დააფინანსეს.
ბილეთი მხოლოდ ერთი მიმართულებითაა და თარიღი ღარიბაშვილის იზოლაციის ვადებს ითვალისწინებს. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია მზად არის პრემიერს პირადად გადასცეს ბილეთი.
"სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია დარწმუნებულია, რომ თქვენ მიერ უკრაინაში ვიზიტისგან თავშეკავების არაერთი სერიოზული მიზეზი არსებობს, მაგალითად: საქართველოში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირე, მთავრობის ხარჯების შემცირების პოლიტიკა 2022 წლისთვის და რაც მთავარია, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა კოვიდინფიცირების ფონზე.
ვითვალისწინებთ რა ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებს, სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამ მიიღო გადაწყვეტილება, ორგანიზაციული სახსრებით დააფინანსოს თქვენი მგზავრობა ქუთაისი-კიევის მიმართულებით. თქვენი 5-დღიანი იზოლაციისა და შემდგომი კოვიდ-რეაბილიტაციის ვადების გათვალისწინებით, ქუთაისი-კიევის მიმართულებით შესყიდული იქნა 2022 წლის 10 თებერვლის ავიაბილეთი", — წერს სირცხვილია.
სირცხვილია პრემიერმინისტრს ახსენებ იმ საჭირო დოკუმენტებს, რაც გამგზავრებისათვის დასჭირდება და იქვე ამბობს, რომ ბილეთის ელექტრონული ვერსია უკვე გაუგზავნეს.
უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. 26 იანვარს რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალები განათავსა, რითიც უკრაინის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. რუსეთი კი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება. ბოლო ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
ამის ფონზე, დღეს, პირველ თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის.
უკრაინის რადას დეპუტატის, სალომია ბობროვსკას თქმით, უკრაინა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისგან მხარდაჭერას ელოდა. მისი თქმით, მათ იციან, რომ საქართველო მათ გვერდით დგას, თუმცა მათ უფრო კონკრეტული და მკაფიო მხარდაჭერის მოლოდინი ჰქონდათ.
რადას კიდევ ერთი დეპუტატის, ივანა კლიმპუშ-ცინცაძის კი აცხადებს, რომ მათ დიდი სურვილი აქვთ და ელოდებიან, რომ უკრაინაში მალე საქართველოს ოფიციალური პირებიც ჩავლენ. დეპუტატი აღნიშნავს ოპოზიციის მხარდაჭერას და ამბობს, რომ თუ უკრაინა ვერ გადარჩება, ვერ გადარჩება ვერც საქართველო.
ამ დროისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელოსა და დროას წარმომადგენლები კიევში იმყოფებიან, რათა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები