მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გამოიკვლიოს შახტაში მომხდარი და დადგეს შესაბამი პირთა პასუხისმგელობის საკითხი — NGO-ები
არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ ტყიბულის შახტაში მომხდარი შემთხვევა გამოიკვლიონ და კომპანიის შესაბამისი მაღალი თანამდებობის მქონე პირების პასუხისმგებლობის საკითხის დააყენონ.
მათი განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ტყიბულის შახტაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაუდებელი საჭიროება არსებობს, შრომის ინსპექციას ბოლო წლებში უსაფრთხოების მდგომარეობის შესამოწმებლად არცერთი ინსპექტირება არ ჩაუტარებია.
"ინსპექციის საქმიანობის პრიორიტეტი დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, სწორედ, მსგავსი მაღალი რისკის მქონე კომპანიების სისტემატური პრევენციული შემოწმება უნდა იყოს და არა მხოლოდ უკვე დამდგარი ინციდენტების შემდგომი მოკვლევა. იმ შემთხვევაშიც, მომხდარ ინციდენტზე რეაგირებითი მოკვლევის შედეგად, შრომის ინსპექციის პირველადი შეფასებით, სამუშაო პროცესები მიმდინარეობდა შრომის უსაფრთხოების ნორმების არსებითი დარღვევით", — აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე თქმით, ბოლო წლებში ტყიბულის შახტები "მუშათა დაღუპვის უწყვეტი ეპიცენტრია". ორგანიზაციები ამბობენ, 2007 წლიდან დღემდე სამუშაოს შესრულებისას 41 ადამიანი დაიღუპა, ხელისუფლებას კი ტყიბულის მიმართ სისტემური უყურადღებობის გამო, დასაქმებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არაფერი გაუკეთებია.
"ეს საგანგაშო რიცხვი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ტყიბულში დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაუყოვნებლივი ცვლილებების მამოძრავებელი უნდა გამხდარიყო, თუმცა ტყიბულის მიმართ არსებული სისტემური უყურადღებობისა და დარღვევების ეს ჯაჭვი დღემდე ხელუხლებლად აგრძელებს არსებობას. 2019 წლის შემოდგომაზე ტყიბულში ახალი ინვესტორი (Steel International Trade Company) გამოჩნდა, რომელმაც შახტების გადაიარაღებასა და განახლებაზე პასუხისმგებლობა აიღო", — ამბობენ ისინი.
მათივე ცნობით, 2019 წლის შემოდგომაზე ტყიბულში ახალი ინვესტორი — Steel International Trade Company გამოჩნდა, რომელმაც შახტების განიარაღებასა და განახლებაზე აიღო პასუხისმგებლობა. ამასთან, მათივე თქმით, შახტებში უსაფრთხოების სტანდარტების მნიშვნელობას მინისტრმაც გაუსვა ხაზი, მეშახტეებს კი სამუშო გარემოს განახლებას დაპირდნენ, თუმცა ეს არ შესრულდა.
NGO-ები ყურადღებას 2018 წელს 10 მეშახტის დაღუპვის შემდეგ სახელმწიფო დაკვეთით მომზადებულ გერმანული საინჟინრო-აუდიტორიულ კომპანიის დასკვნაზეც ამახვილებენ, სადაც, მათი თქმით, აღნიშნული იყო, რომ შახტებში სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა.
"სამწუხაროდ, აუდიტორულ დასკვნაში მითითებული მძიმე დარღვევების გამოსწორების მიზნით გაცემული რეკომენდაციები არათუ არ გაითვალისწინეს, არამედ, რიგ შემთხვევებში, შრომის უსაფრთხოების მხრივ, შახტებში არსებული მდგომარეობა გაუარესდა", — ამბობენ ისინი.
ორგანიზაციებს კომპანია საქნახშირს შრომის უსაფრთხოების გარანტიების სრულად უზრუნველყოფამდე სამუშაო პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, მათი თქმით, დასაქმებულებს სრულად უნდა აუნაზღაურდეთ მოცდენის დრო. არასამთავრობოები შრომის ინსპექციასაც მიმართავენ და ინციდენტის სრულყოფილად შესწავლას ითხოვენ.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/პროკურატურას მოვუწოდებთ დროულად და სრულყოფილად გამოიძიოს ტყიბულის შახტაში მომხდარი ინციდენტი და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით გამოკვეთოს კომპანიის ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც რეალურად არიან პასუხისმგებლები კომპანიაში შრომითი უსაფრთხოების პოლიტიკის არარსებობაზე და დასაქმებულთა სიცოცხლის ხელყოფაზე", — აცხადებენ ისინი.
განცხადებას ხელს აწერენ:
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC);
- ჯანდაცვისა და მოსახურების სფეროების პროფკავშირი — სოლიდარობის ქსელი;
- იურისტთა ასოციაცია (საია);
- სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
- თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი — ერთობა 2013.
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
კომენტარები