თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან — "უკრაინა-რუსეთის რისკი: მატერიალური, თუმცა მართვადი ეკონომიკური გავლენა საქართველოზე"
ფოტო: თიბისი
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება — "უკრაინა-რუსეთის რისკი: მატერიალური, თუმცა მართვადი ეკონომიკური გავლენა საქართველოზე" — გამოაქვეყნა. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, რაოდენობრივი გაანგარიშება საკმაოდ რთულია. ამის გათვალისწინებით, წინა კრიზისებისა და ექსპერტულ მსჯელობაზე დაყრდნობით, შესაძლო სცენარი შეიძლება იყოს კონფლიქტის ესკალაცია, შედარებით მოკლე პერიოდის განმავლობაში, რასაც მოჰყვება რუსეთზე ეკონომიკური სანქციების დაწესება, თუმცა საანგარიშსწორებო სისტემა SWIFT-ის გათიშვის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოა 2022 წელს უკრაინის ეკონომიკის დაახლოებით - 10%-იანი, რუსეთი ეკონომიკის კი 1%-2%-იანი ვარდნა. ამავდროულად, ხდება ჰრივნისა და რუბლის აშშ დოლართან 40%-ითა და 15%-ით გაუფასურება. აღსანიშნავია, რომ 2014-2015 წლებისაგან განსხვავებით, ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი, ნავთობისა და სხვა სასაქონლო ფასების შემცირება სცენარში არ განიხილება.
მსგავსი განვითარების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ქვეყნების მიხედვით, მოთხოვნის მიმართ მგრძნობიარე ექსპორტი, გზავნილები და ტურისტული შემოდინებები უკრაინის შემთხვევაში დაახლოებით 30%-ით, რუსეთის შემთხვევაში კი დაახლოებით 10%-ით შემცირდება. ამასთან, ტურიზმის მხრივ თიბისი კაპიტალი ითვალისწინებს, რომ სექტორი ჯერ კიდევ აღდგენის ფაზაშია და შესაბამისად, შემოდინებების შემცირება მხოლოდ 2022 წლის საბაზო სცენართან მიმართებით ფიქსირდება.
მთლიანობაში, წმინდა სავალუტო შემოდინებებში, 2022 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით, დანაკლისი დაახლოებით 240 მილიონ დოლარად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის აღდგენის არგუმენტის გამო, ანალოგიური მაჩვენებელი 2021 წელთან მიმართებით საკმაოდ მცირეა და 10 მილიონ აშშ დოლარს არ აღემატება.
ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენის კუთხით, შოკი დაახლოებით 1.5 პროცენტული პუნქტის ოდენობითაა შეფასებული. თუკი 2022 წელს საბაზო სცენარი 5.5%-იანი ზრდაა, სტრესულ სცენარში ზრდა დაახლოებით 4.0%-ით განისაზღვრება. ლარის კურსის მხრივ, ზეგავლენა დაახლოებით 10%-იანი გაუფასურებაა, რაც ძირითადად უფრო სუსტი ჰრივნისა და რუბლის შედეგია, ვიდრე ცალკე აღებული სავალუტო შემოდინებების დანაკლისის, ვინაიდან 2022 წლის საგადამხდელო ბალანსის თიბისი კაპიტალის საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, შოკი მატერიალური, თუმცა მაინც მართვადია.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 31 იანვრის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები