ფიზიკური მხარდაჭერის ნაკლებობა ხანდაზმულებში მარტოობის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია — კვლევა
ფოტო: seniorspreferhomecare
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ფიზიკური მხარდაჭერის ნაკლებობა მარტოობის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, ხოლო ხანდაზმულებში მისი შემსუბუქების ყველაზე ეფექტურ საშუალებას ყოველდღიურ საქმიანობაში მათი მხარდაჭერა წარმოადგენს.
ამის შესახებ საუბარია კვლევაში, სადაც შესწავლილია, რამდენად ხშირია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ხანდაზმულ მოსახლეობაში მარტოობის განცდა.
კვლევის თანახმად, საქართველოში, მარტოობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის დომინირებს:
- სოციალური კავშირების ნაკლებობა;
- ფიზიკური მხარდაჭერის სიმწირე;
- სოციალური ნდობის ნაკლებობა;
- ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით მხარდაჭერის საჭიროება;
- დამატებითი სოციალური ინტერაქციის სურვილის დაუკმაყოფილებლობა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მოსახლეობის რიცხოვნობა თითქმის ერთი მესამედით შემცირდა და გამოიკვეთა დაბერების ტენდენცია — ამჟამად, მოსახლეობის 15,3% 65 წლისა და უფროსი ასაკის არის.
თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში მიგრაციის მნიშვნელოვნად უარყოფით სალდოსა და სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას, რომელიც 73,6 წელს შეადგენს, შობადობის შედარებით მაღალი მაჩვენებელი აბალანსებს, კერძოდ, 2,1 ბავშვი ერთ ქალზე.
ანგარიში საქართველოს გარდა, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 5 სხვა ქვეყანას, მათ შორის, ალბანეთს, აზერბაიჯანს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, სერბეთსა და კოსოვოს მოიცავს. დოკუმენტში მითითებულია, რომ მიუხედავად იმისა, მარტოობის დონე მეტ-ნაკლებად ანალოგიური იყო ყველა შესწავლილ ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ცალკეული მონაცემების ანალიზისას რისკფაქტორებს შორის სხვაობა გამოიკვეთა.
როგორც ავტორები აცახდებენ, ათიდან რვა ხანდაზმული ადამიანი, ანუ კვლევაში მონაწილეთა 79%, ამბობს, რომ ისინი, სულ მცირე, ზომიერ მარტოობას განიცდიან, 18%-ის შემთხვევაში, მარტოობის მძაფრი ან უკიდურესად მძაფრი განცდა იჩენს თავს.
კვლევის შედეგად გამოვლინდა ოთხი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობს მოსახლეობაში მარტოობის განცდის არსებობას. კერძოდ:
- სოციალური კავშირების რაოდენობა;
- ფიზიკური მხარდაჭერა;
- სოციალური მხარდაჭერა;
- სოციალური ნდობა.
მარტოობის ხარისხს პიროვნების სოციალური კავშირების, ანუ ოჯახის წევრებისა და მეგობრების რაოდენობაც განაპირობებს. კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, უფრო მძაფრად განიცდიან მარტოობას, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც სულ მცირე ერთ ადამიანთან ერთად ცხოვრობენ.
ფიზიკური მხარდაჭერის არარსებობა, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში დამხმარე პირის არარსებობას ნიშნავს, ასევე იყო ასოცირებული მარტოობასთან. მისი გამოანგარიშება სხვადასხვა ფაქტორის შეჯამებით მოხდა, როგორებიცაა საოჯახო საქმეების შესრულებაში დახმარება, როდესაც პირი თავს შეუძლოდ გრძნობს, საკვების მომზადება ან ექიმთან წასვლისას თანხლება. ავტორები მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ეს ხანდაზმული პირებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკვლევ ჯგუფში წარმოდგენილი პირები ცხოვრობდნენ სახლებში, ოჯახის წევრებთან ერთად ან მათ გარეშე, და არა ინსტიტუციურ დაწესებულებებში. კვლევამ აჩვენა, რომ ხანდაზმული ადამიანები უკეთ ინარჩუნებენ გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, როდესაც ისინი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად აგრძელებენ ცხოვრებას", — მითითებულია დოკუმენტში.
რაც შეეხება სოციალური მხარდაჭერას, ეს გვერდით ისეთი ადამიანის არსებობას გულისხმობს, ვისთან ერთადაც რაიმე სასიამოვნო საქმიანობის შესრულებაა შესაძლებელი. ანგარიშის თანახმად, ადამიანები, რომლებიც სოციალური მხარდაჭერის დეფიციტს განიცდიდნენ, მეტად მარტოსულად მიიჩნევდნენ თავს — იმ ხანდაზმულების 80%-მა, ვინც თავს ნაკლებად მარტოსულად მიიჩნევს, განაცხადა, რომ მათ ხშირად ან ყოველთვის ჰყავდათ გვერდით ვინმე, ვისთან ერთადაც შეეძლოთ რაიმე სასიამოვნოთი დაკავებულიყვნენ. მაშინ როცა, მარტოობის მაღალი განცდის მქონე ადამიანების მხოლოდ 28% ამბობს ამას.
ამასთან, მარტოობის მაღალ დონესთან ასოცირდება სოციალური ნდობის ნაკლებობაც, ანუ რამდენად განიცდის ადამიანი მღელვარებას, როდესაც მისთვის უცნობ ადამიანებთან უწევს ურთიერთობა და რამდენად არის იგი ორიენტირებული იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მას საზოგადოება. ავტორები მიუთითებენ, რომ იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც დაძაბულობას განიცდიან სოციალური ინტერაქციის დროს, მაღალია მარტოობის განცდის ალბათობა.
კვლევით გამოიკვეთა, რომ მარტოობის მაღალ განცდასთან ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის ფაქტორებიც არის დაკავშირებული — ადამიანები, რომლებიც ნაკლებად განიცდიდნენ მარტოობას, უფრო ბედნიერები იყვნენ (ან პირიქით). დამატებით, თუ პიროვნებას გააჩნდა ფსიქიკური პრობლემის გამო კლინიკური ფსიქოლოგის ან თერაპევტის დახმარების ძიების გამოცდილება, მარტოობის განცდა მასში უფრო მძაფრად იყო გამოხატული.
დოკუმენტიდან ვიგებთ იმასაც, რომ მარტოობასთან, ასევე, მეტნაკლებად ასოცირებული აღმოჩნდა სხვა რისკფაქტორებიც: მარტო ცხოვრება, საერთო ბედნიერების განცდა, სმენის დაქვეითება, სულიერი მხარდაჭერის ნაკლებობა, მაქსიმალური სიახლოვე სხვა ადამიანებთან და დამატებითი ინტერაქციის მოთხოვნილება.
ასევე, კვლევამ გამოკვეთა რიგი დემოგრაფიული ფაქტორები, რომლებიც არ ასოცირდებოდა მარტოობასთან, მათ შორის, ოჯახური მდგომარეობა, სქესი, ქალაქის ან სოფლის ტერიტორიაზე ცხოვრება, ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილება, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, ინტერნეტზე წვდომა და მისი მოხმარება, ან სოციალური აქტივობები, რომლებშიც ხანდაზმულები ჩართული იყვნენ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ან პანდემიის მიმდინარეობისას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მარტოობის განმაპირობებელ ფაქტორს ფიზიკური მხარდაჭერა უფრო წარმოადგენს, ვიდრე ემოციური. ავტორების განცხადებით, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ფიზიკური მხარდაჭერა არის ის, რაც ხანდაზმულებს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ და პრიორიტეტულად მიაჩნიათ.
"თუ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებას, მოიმზადონ საკვები ან მოუარონ საკუთარ თავს, მათთვის პრიორიტეტული სწორედ ამ საჭიროების დაკმაყოფილება იქნება, და არა ემოციურ საჭიროებისა, რომელიც გულისხმობს გვერდით ისეთი ადამიანების არსებობას, რომლებთანაც შესაძლებელია საკუთარ პრობლემებზე თუ პირად საკითხებზე საუბარი", — აღნიშნულია ანგარიშში.
კვლევის დასკვნების შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებს შორისაა ეროვნული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ხანდაზმულთა უფლებებისა და ღირსების დაცვას, მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე აქცენტით. ასევე, როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ დონეზე, ხანდაზმულთათვის მიზნობრივი ფიზიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად საჭირო პროგრამირების შემუშავება და გახორციელება.
ავტორები მიუთითებენ, რომ აღნიშნული პროგრამები შეიძლება მოიცავდეს სამედიცინო მომსახურებათა მიწოდებას ბინაზე მისვლით, თემში მოხალისეების მობილიზებას ხანდაზმულთათვის ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, და სატელეფონო ან დისტანციურ სამედიცინო და სოციალურ მხარდაჭერას.
"ჯანსაღი და აქტიური დაბერების დღის ცენტრებში, ან მსგავს ადგილებში მიზნობრივი ჯგუფური აქტივობების შემუშავება და განხორციელება შეიძლება იყოს ხანდაზმული ადამიანებისთვის სოციალური ქსელის შექმნისა და გაფართოების და თემის ფარგლებში მათთვის ფიზიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტური გზა", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
კვლევის განსახორციელებლად შემუშავდა კითხვარი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მარტოობის განცდის განმაპირობებელი მიზეზებისა და მარტოობის განცდის მქონე ხანდაზმულებისთვის შესაძლო ინტერვენციების იდენტიფიცირება.
სამიზნე პოპულაციას წარმოადგენდა 65 წლიდან 85 წლამდე ასაკის მოსახლეობა — კვლევაში მონაწილე თითოეულ ქვეყანაში/ტერიტორიაზე შეირჩა, დაახლოებით, 1 000 მონაწილისგან შემდგარი საკვლევი ჯგუფი:
- ალბანეთი — 1 068;
- აზერბაიჯანი — 1 000;
- ბოსნია და ჰერცოგოვინა — 1 000;
- საქართველო — 1 000;
- სერბეთი — 1 010;
- კოსოვო — 1 013.
საკვლევი ჯგუფის წევრებს შორის ქალები და კაცები თანაბრად იყვნენ წარმოდგენილი, კერძოდ, 3048 ქალი და 3043 კაცი.
კვლევა მარტოობის განცდისა და მასთან დაკავშირებული რისკფაქტორების იდენტიფიცირების მიზნით, გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ ჩატარდა.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები