წულუკიანი: ითხოვენ ხელისუფლების ცვლილებას იმ ინციდენტის გამო, რომელიც დაუშვებელია, მაგრამ არ მოჰყოლია არავის სიკვდილი
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიციელის მიერ მოზარდზე ძალადობას ეხმაურება და აცხადებს, რომ კონკრეტული პირები ხელისუფლების ცვლილებას ითხოვენ ამ ინციდენტის გამო, რომელსაც "არ მოჰყოლია არავის სიკვდილი". მისი თქმით, ასეთი ადამიანები ეძებენ საბაბს, რომ "ახალი ჟანგბადი შეიძინონ თავიანთ საქმიანობაში".
მინისტრი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს "სწრაფი და ადეკვატური" რეაგირება ჰქონდა და ახლა პროცესს უნდა დააკვირდნენ. მისივე თქმით, გამოძიებამ შესაძლოა სრულ სურათს სხვა ელემენტები შესძინოს, "პოლიციელებისთვის კიდევ უფრო საზიანო, ან მათთვის შემამსუბუქებელი". თუმცა, ის იქვე აღნიშნავს, რომ არ იცის, რა შეიძლება იყოს ამგვარი გარემოება.
"ეს ადამიანები დღეს ითხოვენ ხელისუფლების ცვლილებას იმ ინციდენტის გამო, რომელიც არის დაუშვებელი, ტრაგიკული, მაგრამ ამ ინციდენტს არ მოჰყოლია არავის, საბედნიეროდ, სიკვდილი. ორივე პოლიციელი არის დაკავებული და, სავარაუდოდ, არც ადეკვატური სასჯელი დააყოვნებს.
ამიტომაც, რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის საბაბს ეძებენ იმისთვის, რომ ახალი ჟანგბადი შეიძინონ თავიანთ საქმიანობაში, მაგრამ ეს ჟანგბადი არ იქნა და არ მოდის და ისინი ისევ მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე", — განაცხადა მან რადიო იმედის ეთერში.
კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი არასრულწლოვან შშმ პირს სცემს, 24 იანვარს გავრცელდა. თავდაპირველად, ვიდეო ერთ-ერთი მეტროსადგურის ესკალატორზეა გადაღებული, სადაც არასრულწლოვნის თანმხლები პირები პოლიციელს ეუბნებიან, რომ ის ყრუ-მუნჯია, რაზეც პოლიციელი პასუხობს: "ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა? [...] აი, ახლა უნდა ავალაპარაკო". ამის შემდეგ კი ჩანს, რომ ის მოზარდს ურტყამს.
სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით ფაქტზე დაკავებულია 2 პოლიციელი. მისივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციელმა ფიზიკურად 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის პირზე იძალადა. შედეგად, მან დაზიანებები თავისა და სახის არეში მიიღო. ასევე, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი დამცირებულად იგრძნო.
-
ჰოლივუდი Paramount-ისა და Warner Bros.-ის შერწყმის წინააღმდეგ ჰოლივუდი Paramount-ისა და Warner Bros.-ის შერწყმის წინააღმდეგ
გადახედვა
-
Coachella 2026: ჯასტინ ბიბერის უღიმღამო გამოსვლა და საბრინა კარპენტერის შთამბეჭდავი შოუ Coachella 2026: ჯასტინ ბიბერის უღიმღამო გამოსვლა და საბრინა კარპენტერის შთამბეჭდავი შოუ
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელიც საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს სისტემატიურად აუპატიურებდა შსს: დააკავეს პირი, რომელიც საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს სისტემატიურად აუპატიურებდა
გადახედვა
-
დიუნის მესამე ნაწილში მოქმედება 17 წლის შემდეგ ვითარდება — ფილმი CinemaCon-ზე წარადგინეს დიუნის მესამე ნაწილში მოქმედება 17 წლის შემდეგ ვითარდება — ფილმი CinemaCon-ზე წარადგინეს
გადახედვა
-
18 აპრილიდან, სულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაციის გამო, მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 18 აპრილიდან, სულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაციის გამო, მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
გლოვა, რომელიც სრულდება გლოვა, რომელიც სრულდება
გადახედვა
-
გამოიწერე მერე ბარათით და დაიბრუნე ქეშბექი გამოიწერე მერე ბარათით და დაიბრუნე ქეშბექი
-
LOTR: ნადირობა გოლუმზე — იან მაკკელენი და ელაიჯა ვუდი როლებს უბრუნდებიან LOTR: ნადირობა გოლუმზე — იან მაკკელენი და ელაიჯა ვუდი როლებს უბრუნდებიან
გადახედვა
-
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში, 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში! PSP-ში K-Beauty გათამაშებაში, 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
-
პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება
გადახედვა
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
Ocean’s 11-ის პრიქველი დენი ოუშენის მშობლების შესახებ მოგვითხრობს Ocean’s 11-ის პრიქველი დენი ოუშენის მშობლების შესახებ მოგვითხრობს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: თუ გამარჯვება გვინდა უნდა გამოვიდეთ ფეისბუქებიდან, ტელესტუდიებიდან და გავცდეთ რუსთაველის გამზირს, დავუკავშირდეთ ნამდვილ ხალხს! მიხეილ სააკაშვილი: თუ გამარჯვება გვინდა უნდა გამოვიდეთ ფეისბუქებიდან, ტელესტუდიებიდან და გავცდეთ რუსთაველის გამზირს, დავუკავშირდეთ ნამდვილ ხალხს!
გადახედვა
-
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
-
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა
გადახედვა
-
შოთა ბერეკაშვილი: პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას შოთა ბერეკაშვილი: პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას
გადახედვა
-
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
გადახედვა
-
ოპოზიციური ალიანსი: დღეს, ქართული ენის დღეს, ქართული ენა კვლავ იდევნება ოპოზიციური ალიანსი: დღეს, ქართული ენის დღეს, ქართული ენა კვლავ იდევნება
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მაკდონალდს საქართველომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
-
ფრანგული გამომცემლობა წიგნების თარგმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს ფრანგული გამომცემლობა წიგნების თარგმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს
გადახედვა
კომენტარები