7 იანვარს საგარეჯოში ნასვამმა პოლიციელებმა ორ ახალგაზრდას სასტიკად სცემეს — ადვოკატი
ფოტო: კადრი ვიდეოდან
7 იანვარს, საშობაო ღონისძიების დროს, საგარეჯოში მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ განყოფილებაში 10-მდე ნასვამმა პოლიციელმა დაკავებულებს სცემეს. მისი თქმით, პოლიციას საქმის გახმაურება არ სურდა.
"ძალიან კარგია, რომ არსებობენ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის პიროვნებები. მათ შორის, არის ასეთი პიროვნება, რომელიც საგარეჯოელია, რომელიც შეესწრო ამ ფაქტს და ამ ადამიანმა გენინსპექციას მიმართა და დააფიქსირა პოზიცია, რომ იგი შეესწრო თუ როგორ უმოწყალოდ სცემდნენ ნასვამი პოლიციელები ორ ახალგაზრდას პოლიციის განყოფილებაში. თქვა, რომ ცემისგან რომ დაიღალნენ, შემდეგ უკვე სკამებს ესროდნენო. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ასე გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს და აუცილებელია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გენინსპექცია უფრო ინტენსიურად ჩაერიოს", — აცხადებს ის.
ადვოკატი ამბობს, რომ დაპირისპირება სამართალდამცავებსა და დაკავებულებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი პირი სცენაზე ავიდა და კონცერტის შეწყვეტა ითხოვა. მისი განმარტებით, მიზეზი, იმ დღეს გარდაცვლილი ახალგაზრდა იყო. კობაიძე ამბობს, რომ ამ დროს მის დაცვის ქვეშ მყოფს სცენაზე საცეკვაოდ ასვლა უნდოდა, რისი უფლებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს, რადგან, ეგონათ, რომ იმავე მოწოდების გაკეთება სურდა.
"პოლიციას ეგონა, რომ ესენი ერთად იყვნენ, არადა ეს ერთი სხვა იყო და ეს ორი სხვა იყო. ესენი არ აუშვეს, მოხდა კონფლიქტი, რომ რატომ არ მიშვებ სცენაზე და მოხდა პოლიციასთან შელაპარაკება. შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში, მერე გადაიზარდა უკვე ცემაში. პოლიციელებმა ორი თხელი აღნაგობის ახალგაზრდა შეათრიეს განყოფილებაში, იქვეა, 3-4 მეტრში და იქ უკვე ადამიანის თვალწინ... ასეთი რამე თქვა ამ ადამიანმა, მთავარმა მოწმემ, რომ ვთხოვდი პოლიციელებს, რომ მე ნუ მაყურებინებთ ამ ახალგაზრდების ცემასო, მე რა შუაში ვარო. მერე რომ მოვითხოვე გაყვანა, გამიყვანესო და ღმუილი მესმოდაო ამ ახალგაზრდებისო, ისე აწამებდნენ და ისე სცემდნენო", — ამბობს კობაიძე.
ადვოკატის ცნობით, დაკავებულებს ბრალი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წარუდგინეს და ისინი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. მისივე თქმით, მათ სხეულის რამდენიმე ადგილას, მათ შორის, ხელებზე, ზურგისა და სახის არეში დაზიანებები აქვთ მიღებული.
"მივმართავ პროკურატურას, ეს ადამიანები სწავლობენ, აქტიური ახალგაზრდები არიან საგარეჯოში, ხელოვანი ხალხია, ანუ, არ არიან კრიმინალები. იქნებ დაინტერესდეთ და მოახდინოთ რეაგირება, რაც შეიძლება მალე, რომ აღკვეთის ღონისძიება მაინც შეეცვალოთ [...] დაინტერესდეს გენინსპექცია და დაუყოვნებლივ მოახდინოს იმ ადამიანების მიმართ გამოძიება, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა", — აღნიშნა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საგარეჯოში მომხდარი დაპირისპირებისას ორი ადამიანი დააკავეს, ხოლო, დაშავებულია 2 პოლიციელი. მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები