ჩვენ მუდამ ვუჭერდით მხარს უკრაინის სწრაფვას თავისუფლებისკენ და მომავალშიც ასე განვაგრძობთ — ლელოს ფრაქცია
ფოტო: U.S. Mission to the OSCE
ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოსთის უკრაინის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს. წერილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის სახელზეა დაწერილი და პარტიის ლიდერები ხვალ მას უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს გადასცემენ.
"ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას თავის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და მკაცრად ვგმობთ მის წინააღმდეგ წარსულში თუ აწმყოში განხორციელებული აგრესიის ყველა აქტს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის ისტორიულ ბრძოლას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და თქვენს გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას მყარად დაიმკვიდროთ უკრაინის კუთვნილი ადგილი ერთიან და თავისუფალ ევროპაში", — ვკითხულობთ მხარდამჭერ ნოტაში.
წერილში ნათქვამია, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ საერთაშორისო წესრიგს, სუვერენულობის იდეასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
"მოახლოებული საფრთხე არამარტო უკრაინისკენ მოემართება, არამედ რუსეთის ფედერაციის სამეზობლოში მდებარე ყველა თავისუფალ სახელმწიფოსა და სრულიად აღმოსავლეთ ევროპას აყენებს რისკის ქვეშ. ვუყურებთ რა თავისუფლების მოყვარე უკრაინელი და ქართველი ხალხის გეოპოლიტიკურ დასჯას მათ მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატების გამო, ეს რთული დრო ჩვენგან ერთობასა და ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს. თუმცა, სირთულეები მხოლოდ აძლიერებს ამ ისტორიულ გზაზე წარმატების მიღწევის ჟინს", — წერია განცხადებაში.
წერილში ყურადღებაა გამახვილებული საქართველოსა და უკრაინის საერთო ბრძოლაზე ეროვნული სუვერნულობისა და თავისუფლების მისაღწევად. ლელოს ფრაქციის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ქართველ ხალხს ახსოვს უკრაინის მხარდაჭერა 2008 წლისა და 1990-იანი წლების ომის დროს.
"ლელოს ლიდერები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სამხედრო მიმართულებებით. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს გაზრდილ ჩართულობას ასოცირებული ტრიოს არსებულ ფორმატში ევროკავშირთან, ისევე როგორც სხვა რელევანტურ ფორმატებში და მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ ჩვენმა ორმა სახელმწიფომ გაიღოს საერთო ძალისხმევა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მისწრაფების გასაძლიერებლად", — წერია განცხადებაში.
უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს ხვალ ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია შეხვდებიან.
გაიგე მეტი:
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები