ჯაფარიძე გათავისუფლებულია სასჯელისგან, არ აქვს ნასამართლეობა, ჩემი აზრით, არ უნდა შეუჩერონ მანდატი — ადვოკატი
ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბადრი ჯაფარიძე გუშინ სასამართლომ დამნაშავედ ცნო, პარლამენტს შეუძლია არ შეუჩეროს დეპუტატის მანდატი. ადვოკატი განმარტავს, რომ ამის საფუძველი თავად სასამართლო გადაწყვეტილებაა, რომელმაც ჯაფარიძე სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა.
"კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი, თუ შინაარსობრივად გავიზიარებთ, ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც მსჯავრდებულია და რომელსაც მისჯილი აქვს გარკვეული სასჯელი, არ შეიძლება იყოს პარლამენტის წვერი, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილებით, რომელიც გამოიტანა სასამართლომ ბადრი ჯაფარიძე გათავისუფლებულ იქნა სასჯელის მოხდისგან. მას, ასევე, ნასამართლეობა არ აქვს. შესაბამისად თუ პარლამენტის ამ მუხლს განმარტავს შინაარსიდან გამომდინარე, რისთვისაც იქნა მიღებული, ჩემი აზრით, არ უნდა იქნეს შეჩერებული. დანარჩენი უკვე პარლამენტზე დამოკიდებული", — განაცხადა ადვოკატმა TV პირველთა საუბრისას.
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ სასამართლოს განაჩენით დამნაშავედაა ცნობილია.
გუშინ, 12 იანვარს, მოსამართლე გიორგი არევაძემ ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ავთანდილ წერეთელს ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მუხლი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ თაღლითობაში ცნო. ჯაფარიძეს და ხაზარაძეს სასამართლომ 7-7 წელი მიუსაჯა, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმდათ.
იურისტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი განმარტავს, რომ ხანდაზმულობის გამო ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე პროკურატურა გამოძიებას ვერ დაიწყება. "სამართალი ურმიდან გადმოვარდა" — ასე შეაფასა მან მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილება.
"პროკურატურა, სახელმწიფო ბრალმდებელი, ვერცერთ შემთხვევაში შეძლებდა დაეწყო გამოძიება და ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი თაღლითობაში გაემტყუნებინა. სასამართლომდეც ვერ მიიტანდა საქმეს, ნაბიჯს ვერ გადადგამდა, ამ შედეგს ვერ დააყენებდა.
ამის საპირისპიროდ, მოსამართლე არევაძემ სასწაული შეძლო. თვითონ გამოიტანა ხანდაზმულ "დანაშაულზე" განაჩენი — იმ "დანაშაულზე", რომელზეც გამოძიებაც კი ვერ დაიწყებოდა და შეუძლებელია ვინმეს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოსულიყო, მოსამართლე არევაძემ სამი ადამიანი დამნაშავედ ცნო", — აცხადებს მარიკაშვილი.
გაიგე მეტი:
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
კომენტარები