საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ დაახლოებით 70 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. არხის ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინის შესასვლელთან შეინიშნება სისხლის კვალი.

On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. უწყების პრესსამსახური სხვა ინფორმაციას ამ დროისთვის არ ავრცელებს.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ხანძარი გააჩინეს.