31 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე მოძრაობა შეიზღუდება
ფოტო: მარიამ ქავთარაძე / On.ge
თბილისის მერიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე მოძრაობა შეიზღუდება. მათივე თქმით, შეზღუდვა საახალწლო ღონისძიებების გამო, 31 დეკემბრის 20:00 საათიდან პირველი იანვრის 05:00 საათამდე იმოქმედებს.
როგორც მერიაში ამბობენ, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მელიქიშვილის ქუჩიდან მეტრო რუსთაველამდე, ხოლო ჯავახიშვილის, ძმები კაკაბაძეების, სარაჯიშვილის, ინაშვილის, მესხიას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, გია ჭანტურიას, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის, არჩილ ჯორჯაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძისა და ლადო ასათიანის ქუჩებზე, რუსთაველის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა უცვლელი დარჩება.
თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილება სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდული იქნება ასევე, კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან. მთაწმინდის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება მელიქიშვილის ქუჩიდან ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილის ან კაკაბაძეებების ქუჩების გამოყენებით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში იმოძრავებს შემდეგი მარშრუტებით:
ავტობუსები
ავტობუსები — #6, #14, #31, #37, #42, #46, #52, #N58, #87, #88, #150 და #301, ასევე, მიკროავტობუსები — #2, #31, #41, #72, #120, #145 და #170 მელიქიშვილის ქუჩიდან გადაადგილდებიან მეტრო რუსთაველამდე, რის შემდეგაც, მოძრაობას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, #6, #14, #42, #52, #58, #87, #88 და #150 ავტობუსები მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მარჯვენა სანაპიროს და ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც, კოსტავას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ.
ასევე, ავტობუსები — #31, #301, #345, #37 და #46, რომლებიც გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით რუსთაველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, მეტრო რუსთაველს დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც, კოსტავას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ და დადგენილი სქემით იხელმძღვანელებენ.
რაც შეეხება #59 და #91-ს, რომლებიც მელიქიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, სვლას ჯავახიშვილის ქუჩისკენ განაგრძობენ და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებით, გალაკტიონ ტაბიძის ხიდისა და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან და შემდეგ, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან; ავტობუსი — #33 გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობს და ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩიდან გადაინაცვებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდება, რის შემდეგაც, კოსტავას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს; ავტობუსები — #50, #71, #344 და მიკროავტობუსი #176, გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებენ და მგზავრთა მომსახურებაას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ.
ავტობუსები — #4, #10, #90, #103, #106, #112 და #124, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე (#11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, ამაღლების ქუჩამდე (#11-ს მიმდებარედ) იმოძრავებს.
ავტობუსები — #2, #20, #25, #39, #43 და #80 ბარათაშვილის ხიდიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და მგზავრთა მომსახურებას პუშკინის ქუჩის მიმდებარედ დაასრულებენ. უკუმიმართულებისას, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტები არ შეიცვლება.
მიკროავტობუსები
მიკროავტობუსები — #2, #31, #72, #120 და #170 ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებენ, თაბუკაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებით, მეტრო რუსთაველამდე გადაადგილდებიან და შემდგომ, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ; მიკროავტობუსი — #140 გორგასალის ქუჩიდან ევროპის მოედნისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით იმოძრავებს, რის შემდეგაც, ბარათაშვილის ქუჩის დახმარებით, თაბუკაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებს დაუკავშირდება და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, მოძრაობას დადგენილი სქემით შეძლებს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები