საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით მოექცნენ — უკრაინის საგარეო
ფოტო: მიხეილ სააკაშვილი / FB
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილს პატივისცემით მოექცნენ. ამის შესახებ უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტის რუსთავის ციხეში გადაყვანის მცდელობა არასათანადო იყო.
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით მოექცნენ და არ დაუშვან ქმედებები, რომლებიც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის", — აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, როგორც საგარეო წერს, უკრაინელი დიპლომატები სიტუაციის კონტროლსა და მუდმივ დიალოგს, როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, სააკაშვილის ადვოკატებთან აგრძელებენ. მათი თქმით, ქართულმა მხარემ ექსპრეზიდენტის გამოკვლევის მიზნით, მასთან უკრაინელი ექიმები უნდა დაუშვას. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ისინი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე მუშაობენ.
28 დეკემბერს გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალი ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა ექსპრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. ნიკა გვარამიამ წაიკითხა ოქმი, სადაც, მისი თქმით, ექიმი, ნინო გოგორიშვილი საუბრობს, თუ რა მოხდა 27 დეკემბერს, როდესაც სააკაშვილს გადაყვანის შესახებ აცნობეს.
ექიმი ამბობს, რომ ოქმის შედგენისას გვარამიამ შეცდომაში შეიყვანა, გვარამია კი კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს.
27 დეკემბერს, მთელი საღამოს განმავლობაში, ვრცელდებოდა ინფორმაცია გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაყვანის შესახებ. თუმცა ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები.
მოგვიანებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ანა ჯანიაშვილი გორის ჰოსპიტალში მივიდა. მისი განცხადებით, სააკაშვილმა უთხრა, რომ რუსთავის ციხეში მის გადაყვანას აპირებდნენ, რა დროსაც გონება დაკარგა. ჯანიაშვილის თქმით, ამ შემთხვევას სახალხო დამცველი შეისწავლის.
სააკაშვილის გადაყვანაზე ინფორმაცია უწყებამ მხოლოდ მეორე დღეს დაადასტურა. როგორც 28 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალმა სააკაშვილი გაწერა, თუმცა გადაყვანა დროებით გადაიდო.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები