გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრია დამოკიდებული თავად რეჟიმზე — მელია ზურაბიშვილზე
ფოტო: კადრი ვიეოდან / რადიო თავისუფლება
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სწორად აქვს წარმოდგენილი, როგორც ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ასევე, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი. თუმცა მისი თქმით, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება "რეჟიმზე". ამის შესახებ მელიამ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"ქალბატონ ზურაბიშვილს ძალიან სწორი აღწერა აქვს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, ამის თაობაზე საჯაროდაც ისაუბრა, ჩემდა გასაკვირადაც, როდესაც აღიარებს, რომ ქვეყანაში არის სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ქვეყნიდან გარბიან მოქალაქეები, იმიტომ, რომ მათ აქ აღარ გაეჩერებათ, დიახაც, ეს არის განსხვავებული რამ, რაც მე მომისმენია ბოლო წლების განმავლობაში, განსხვავებით იმ ადამიანებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ახმოვანებდნენ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას.
[...] და გამოსავალი როგორ აქვს ამ მძიმე მდგომარეობიდან დანახული ქალბატონ ზურაბიშვილს, ამ შეხვედრის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად, ყველა საკითხზე ვისაუბრეთ. მე ვფიქრობ, რომ მას გამოსავალიც სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, თავად რეჟიმზე და რეჟიმი რისი რეჟიმია, რომელიც საკუთარი ხელით შეიმცირებს ძალაუფლებაში ყოფნის ვადასა და დროს.
აქ მნიშვნელოვანია ქალბატონი ზურაბიშვილის პოზიცია, მას აქვს ისტორიული შანსი, ჩემი შეფასებით. მას შეუძლია დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამ პროცესში, მას აქვს შესაბამისი ბერკეტები. ვფიქრობ, სწორი კომუნიკაციის პირობებში საზოგადოების აქტიურ ჯგუფებთან იგი ამ პროცესში მოიპოვებს მხარდაჭერას და ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ამ პროცესიდან რამე გამოვიდეს", — აღნიშნა მელიამ.
16 დეკემბერს, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ საახალწლო მიღებაზე, რომელზეც როგორც ხელისუფლება, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე ისაუბრა და მისი გადაჭრის გზად სწორედ ერთიანი ძალისხმევა დაასახელა. ზურაბიშვილის განცხადებით, შერიგება ვერ იქნება წინაპირობა, რადგან ის არის შედეგი. მისივე თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს მოსმენით, აზრების გაცვლით, გაგრძელდეს სიმართლის გაგებითა და შემდეგ შეიძლება, საბოლოო მიზანს მიაღწიო.
საახალწლო მიღების შემდეგ პრეზიდენტი ეროვნულ თანხმობაზე სასაუბროდ ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს პოლიტიკოსებთან, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და სახელმწიფო ინსპექტორთან.
გაიგე მეტი:
- პრეზიდენტის ძალისხმევა მნიშვნელოვანია, მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას — დეგნანი ეროვნულ თანხმობაზე
- საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა ქალბატონმა პრეზიდენტმა, უნდა ვეცადოთ, რომ დავეხმაროთ — გახარია
- ეროვნული თანხმობისკენ მიმავალ პროცესში ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა მჭირდება — ზურაბიშვილი
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
კომენტარები