არავის აქვს მოლოდინი, რომ "ბიძინას შევეცოდებით", შიმშილობის მიზანია გამოაფხიზლოს საზოგადოება — მელია
ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც მათთვის, "ვინც კიდევ ვერ გაიგო" განმარტავს, რატომ მიიღო პარტიამ მასობრივი შიმშილობის გადაწყვეტილება. მელიას თქმით, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. ის ამბობს, რომ თუ "რეჟიმი" ბედავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის "ტყვეობაში აყვანას" გაბედავს სხვა პოლიტიკური ლიდერების, მედიამენეჯერებისა თუ ზოგადად, ოპონენტების დაკავებას.
მისი თქმით, სასამართლოს სამართლიანობის იმედი რომ ჰქონდეთ, პროტესტის რადიკალურ ფორმას არ მიმართავდნენ, მაგრამ ფიქრობს, რომ "მურუსიძის სასამართლო რეჟიმის მათრახია და არა სასამართლო". მელია ხაზს უსვამს, რომ პროტესტი უნდა იყოს არაძალადობრივი — "სხვა შემთხვევაში 90-იანი წლების კატასტროფას დავუბრუნდებით". მისივე თქმით, მასობრივი შიმშილობის მიზანი საერთაშორისო თანამეგობრობისა და ქართული საზოგადოების გამოფხიზლებაა.
"არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა, არავის აქვს მოლოდინი, რომ "ბიძინას შევეცოდებით", შიმშილობის მიზანი — ზოგადადაც და ახლაც — არის გამოაფხიზლოს საერთაშორისო თანამეგობრობაც და ინდიფერენტული ძილიდან გამოიყვანოს ჩვენი საზოგადოებაც.
რა თქმა უნდა, შიმშილობა საბოლოო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არაა საკმარისი. ეს მხოლოდ თვალსაჩინო უსამართლობის შესაწყვეტად გამოიყენება", — წერს მელია.
მისი თქმით, ყველა თავის გზას ირჩევს და მზადაა, მხარი დაუჭიროს სხვებს პროტესტის სხვა გზებში. თუმცა, აცხადებს, რომ მხარს ვერ დაუჭერს "საახალწლო სტრატეგიულ არაფრისკეთებას" იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც იწუნებენ ნაციონალური მოძრაობის პროტესტის ფორმას.
მელია აცხადებს, რომ მასობრივი შიმშილობით არჩევნებს კი არ უარყოფენ, ცდილობენ დაიბრუნონ არჩევანს უფლება. ასევე, უნდათ "ქვეყანაში საპროტესტო ხმა გაძლიერდეს".
დასასრულს, მელია მიმართავს ოპოზიციონერ კოლეგებს:
"ზოგიერთს ოპოზიციაში ყოფნა ესმის მხოლოდ როგორც კოლეგა ოპოზიციონერების კრიტიკა და მუდმივად ექსპერტული პიედესტალიდან მოგვმართავს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკის ექსპერტები და კომენტატორები, რომლებიც გარედან უყურებენ პროცესებს — ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით და ვმოქმედებთ", — წერს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.
21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელია მასობრივი შიმშილობა გამოაცხადა. მელიას ინფორმაციით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-მდე ადამიანმა დაიწყო შიმშილობა. 22 დეკემბერს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ მოშიმშილეთა სიაში 180 ადამიანია დარეგისტრირებული, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.
გაიგე მეტი:
- არ ვფიქრობ, რომ შიმშილობა მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც ქვეყანას სჭირდება — გახარია
- ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას, ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან — ზურაბიშვილი
- სააკაშვილი მოშიმშილეებს მოუწოდებს, თავს გაუფრთხილდნენ და საკვები დანამატები მიიღონ — ნაყოფია
- ვისურვებდი, პოლიტიკური პროცესი ყოფილიყო პარლამენტში — ლომჯარია მასობრივ შიმშილობაზე
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები