მისთვის საჭიროა სპეციალიზებული დაწესებულება, რომელიც საქართველოში ვერ მოვიძიეთ — ნევროლოგი სააკაშვილზე
ფოტო: პირველი არხი
ცენტრ ემპათიის ნევროლოგის, ოთარ თოიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საჭიროა სპეციალიზებული დაწესებულება, რომლის მოძიება საქართველოში ვერ მოხერხდა. როგორც თოიძემ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის ნევროლოგიური სტატუსი მის დაავადებაში წამყვანია.
"მას სიარულის, კოორდინაციის პრობლემა აქვს, ხასიათის მერყეობები, თუმცა ეს არ სცილდება ნორმატიულ ფარგლებს. ის, ძირითადად, ახლა საჭიროებს სპეციალურ რეაბილიტაციას, ჩვენ მას ვეძახით ნეირო რეაბილიტაციას, რომლის საშუალება ჩვენ საქართველოში ვერ მოვიძიეთ იმ მოცულობითა და სიღრმით, რაც საჭიროა ამ მოცემულობით პაციენტის მკურნალობისათვის. მისთვის საჭიროა სპეციალიზიებული დაწესებულება, რომელიც საქართველოში ეჭვი მეპარება, ჩვენ კიდევ მოვიძიოთ და ლაპარაკი იყო უცხოეთში მის გადაყვანაზე", — განაცხადა ნევროლოგმა ჟურნალისტებთან.
ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გასაცნობად სახალხო დამცველთან და სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრისას ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტს სასეირნოდ ღია სივრცე არ აქვს. ომბუდსმენის თქმით, როგორც პაციენტს მას მეტი ფიზიკური დატვირთვა სჭირდება.
ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის თქმით, არის გარკვეული პრობლემები ფსიქიკური სფეროს მხრივ, მაგრამ დიაგნოზზე ფსიქიატრი ჯერ ვერ საუბრობს.
სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის სამი ახალი პრობლემა გაუჩნდა, რომელიც მას ადრე არ ჰქონდა. ყიფშიძის თქმით, ესენია: კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ნეიროდეფიციტი და ანემია.
ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო კლინიკაში 19 ნოემბერს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს. უკრაინაში მცხოვრები სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს, საარჩევნოდ დაბრუნდა, რომლის შემდეგაც ის პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების პირველივე დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობა გაგრძელდა გლდანის მე-18 დაწესებულებაშიც, სადაც მისი განცხადებით, მოტყუებითა და იძულებით გადაიყვანეს. სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იუსტიციის სამინისტრომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები