GDI-ის ანგარიში: საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა 2021 წელს მკვეთრად გაუარესებულია
ფოტო: ირაკლი შალამბერიძე/euronewsgeorgia
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა 2021 წელს მკვეთრად გაუარესებულია. ამის შესახებ საუბარია ახალ ანგარიშში, რომელშიც მიმდინარე წლის ძირითადი მოვლენები და შემთხვევებია განხილული.
GDI-ის განცხადებით, მმართველ პარტიას ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს მითვისებული და ქვეყანაში ავტორიტარიზმის ტენდენციები ძლიერდება, რის საწინააღმდეგოდაც არჩევნები, როგორც მთავარი დემოკრატიული მექანიზმი, უძლურია.
"ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლება არ ერიდება არც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს და არც ურთიერთობის გაურესებას საერთაშორისო პატნიორებთან, რაც ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის პერსპექტივას მნიშვნელოვნად ასუსტებს. შედეგად საზოგადოებაში ისედაც მწვავე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარების ფონზე ძლიერდება ნიჰილიზმი, ხოლო ევროატლანტიკურ სივრცეში ფორმალური თუ ღირებულებითი ინტეგრაციის შესაძლებლობა კიდევ უფრო მკრთალი ხდება", — ნათქვამია დოკუმენტში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2021 წელს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება კვლავ არ იყო სათანადოდ დაცული არც პრაქტიკაში და არც საკანონმდებლო დონეზე. აქ GDI გამოჰყოფს 5 ივლისს და მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ არ ან ვერ დაიცვა ლგბტ+ თემის წევრები და მხარდამჭერები სიძულვილის ჯგუფებისაგან, რომლებმაც ძალადობრივად ჩაშალეს თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარში.
"შესაბამისად, სახელმწიფო აგრძელებს თავისი ვალდებულების უგულებელყოფას და არ უზრუნველყობს ლგბტ+ თემის მიერ შეკრების თავისუფლებით სარგებლობას მშვიდობიან გარემოში. თუკი სექსუალური უმცირესობის შემთხვევაში ხელისუფლება არ (ან ვერ) ახდენს შეკრების თავისუფლების დარღვევის პრევენციას, იგი თავად ლახავს სამოქალაქო აქტივისტებისა და დემონსტრანტების შეკრების თავისუფლებას", — ვკითხულობთ ანგარიშში.
GDI-ის განცხადებით, 2021 წელს სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესია გაძლიერდა, რაც სხვადასხვა აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებებსა და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში გამოიხატა. ანგარიშის ავტორების თქმით, დემონსტრანტების კრიტიკის ჩასახშობად, როგორც სამართალდამცავი ორგანოები, ისე სასამართლოები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს იყენებენ, რომელიც ადამიანის უფლებათა თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება.
"მიუხედავად ამისა, პარლამენტმა, კოდექსის რეფორმის ნაცვლად, გაამკაცრა სანქციები მის ყველაზე პრობლემურ მუხლებში. გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც გაავრცელა იმ სამართალდამცავებზე, რომლებმაც 2019 წლის 19-20 ივნისს უხეშად დაარღვიეს დემონსტრანტთა შეკრების თავისუფლება", — აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ ხელისუფლება 2021 წელსაც ებრძოდა კრიტიკულ აზრს. კერძოდ, განხიულია, რომ გამოხატვის თავისუფლების კუთხით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია არაერთხელ ჩაერია კრიტიკული მედიის თავისუფლებაში — უხამსობისა და არასრულწლოვნებისთვის საზიანო გადაცემების, აგრეთვე, პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების საბაბით კომისიამ არაერთი მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო.
"ეს რეალურად წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ და არაკონსტიტუციურ შეზღუდვას. მან მაუწყებლებს პოლიტიკური რეკლამების განთავსებისათვის სოლიდური ჯარიმა დააკისრა, რაც მიზნად ისახავდა მედიის სარედაქციო პოლიტიკის კონტროლს", — მიუთითებენ ავტორები.
ამასთან, ისინი საგანგაშოს უწოდებენ მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერი თავდასხმებ, მათ შორის, მაგალითად მოყვანილია 5 ივლისს მომხდარი ძალადობა, როდესაც სიძულვილის ჯგუფები მედიის ათეულობით წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მათი აღჭურვილობები დააზიანეს.
"ხელისუფლება არათუ არ ახდენს ჟურნალისტებზე ძალადობის პრევენციას, აღკვეთასა და სათანადოდ დასჯას, არამედ თავად ახალისებს აგრესიას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებით. ბოლოს, გამოხატვის თავისუფლების ხარისხს საფრთხეს უქმნის "უარყოფითი დამოკიდებულების" და "სიძულვილის ენის" შემცველი პოლიტიკური რეკლამების/სააგიტაციო მასალის აკრძალვის მიზნით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა და ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შინაარსობრივ შეზღუდვას და არღვევს საერთაშორისო და კონსტიტუციურ სტანდარტებს", — ხაზგასმულია დოკუმენტში.
GDI ანგარიშში შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა პირების მასშტაბური და უკანონო ფარული მიყურადების შესახებ გავრცელებულ ცნობებს. მათი თქმით, პროკურატურამ და სასამართლომ მიყურადების მსხვერპლებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს. შესაბამისად, ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლებას არ ჰქონია სათანადო რეაქცია პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის უფლების შელახვის შემთხვევებზე.
"ხელისუფლებას ასევე არ აქვს ნება, რომ შეცვალოს და გააუმჯობესოს მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არღვევს საერთაშორისო და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და უკანონო მიყურადებისა და მსგავსი ტიპის, ფარული საქმიანობისგან რეალურად არ იცავს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს", — აღნიშნავენ ავტორები.
დოკუმენტის ავტორების თქმით, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მიერ უმცირესობათა მიმართ დისკრიმინაცია და ტოლერანტობის დაბალი ხარისხი მწვავე გამოწვევად რჩება. მათი თქმით, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნა მიანიშნებს, რომ პარლამენტი ეთნიკური უმცირესობის წევრ მოქალაქეებს დიასპორად განიხილავს და მათ მეორეხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებს.
რაც შეეხება ლგბტ თემის უფლებრივ მდგომარეობასა და მათ მიმართ დამოკიდებულებას, GDI-ის განცხადებით, ესეც პრობლემური საკითხად რჩება. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების მიერ ღირსების მარშის ძალადობრივ დარბევაზე ხელისუფლებას არათუ არ ჰქონია ეფექტიანი რეაგირება, არამედ მისმა წარმომადგენლებმა თავიანთი განცხადებებით ჰომოფობია თავად წაახალისეს.
"გარდა ამისა, საყურადღებოა სახელმწიფოს მიდგომა რელიგიური უმცირესობების მიმართაც. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივი მუსლიმების მიერ სალოცავის მოსაწყობად შენობის შეძენას 2021 წლის იანვარში მოჰყვა ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება, რომლის მსგავსი ისლამოფობიური/თურქოფობიური კონფლიქტები გასულ წლებშიც დაფიქსირდა.
თითქმის არცერთ შემთხვევაზე არ ყოფილა სახელმწიფოს სათანადო რეაგირება. პირიქით, რელიგიურ უმცირესობების თანასწორობის უფლებას თავად ხელისუფლება არღვევს. მაგალითად, სახელმწიფომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა დროებით მოხსნა 1-ლ და 7 იანვარს (შობას), აგრეთვე აღდგომას, თუმცა იგივე არ გააკეთა იმ დღეებში, როდესაც მსგავს დღესასწაულებს (თუმცა სხვა თარიღებში) არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები აღნიშნავდნენ", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
GDI-ის თქმით, დისკრიმინაციული კომენდანტის საათის გარდა, პანდემიის მართვის პროცესში ხელისუფლებამ სხვადასხვა სახით გამოიჩინა შერჩევითი სამართლიანობა. ამის მაგალითად დოკუმენტში მოჰყვანილია 7 აგვისტო, როცა პრემირმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ იქეიფა, როვა სოციალურ ღონისძიებებში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა აკრძალული იყო.
"შერჩევით სამართლიანობას ასევე წარმოადგენდა კანონით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან პანდემიის საწინააღმდეგო რეგულაციების დამრღვევი მხოლოდ იმ პირების გათავისუფლება, რომელთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი თარიღდებოდა 2021 წლის 23 ივნისამდე და არ იყო აღსრულებული 9 სექტემბრის მოცემულობით. შესაბამისად, აღნიშნული პირები, თანასწორობის უფლების საწინააღმდეგოდ, აღმოჩნდნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც ანალოგიური ქმედებებისთვის კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან სახდელი გადახდილი ჰქონდათ", — მითითებულია ანგარიშში.
ორგანიზაციის თქმით, პანდემიის მართვა პრობლემური იყო იმდენად, რამდენადაც, პანდემიის საწინააღმდეგო რეგულაციები კონსტიტუციის დარღვევით, თავიანთი სიმძიმის გამო დე ფაქტო საგანგებო მდგომარეობას უტოლდებოდა, განსაზღვრული იყო მთავრობის რეგულაციით და არა კანონით და ეწინააღმდეგებოდა თანაზომიერების კონსტიტუციურ სტანდარტს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წელს ვითარება არც მართლმსაჯულების სისტემაში გამოსწორებულა. GDI-ის თქმით, 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმების გატარების გარეშე გაგრძელდა, ასევ,ე არ შეჩერებულა თავად იურსიტიციის საბჭოს წევრების არჩევაც.
"შედეგად, თანამდებობებზე დაინიშნენ ისეთი პირები, რომელთა კომპეტენცია, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა საეჭვოა ე.წ. კლანთან, ანუ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან მათი კავშირის გამო. შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემა კვლავ პოლიტიზირებულია", — ნათქვამია დოკუმენტში.
ორგანიზაციის განცხადებით, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს არარსებობის პირობებში არ არის გასაკვირი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება წელსაც მიმდინარეობდა — GDI-ის შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებულია ნიკა მელიას დაკავება, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეც.
GDI გამოჰყოფს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე პროცვესებს და აღნიშნავს, რომ 2021 წელს იქ მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობაც სერიოზული პრობლემა იყო.
"პანსიონში ფიქსირდებოდა არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევის შემთხვევები. მიუხედავად ამისა, სოციალური მუშაკი და სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი პანსიონში რამდენჯერმე არ შეუშვეს, რაზეც სახელმწიფოს არ ჰქონია სათანადო რეაგირება. სასამართლოს 5 ივნისის გადაწყვეტილებით, დაწესებულება დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა თითოეულ ბავშვს, მაგრამ, 12 ნოემბრის მონაცემებით, პანსიონში რჩებოდა 15 აღსაზრდელი", — აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება, პოლიტიკურ ვითარებას, ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მიმდინარე წელს ის საკმაოდ დაძაბული იყო და სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის, ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვებამ და მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების პროცესები შეაფერხა. GDI-ის განცხადებით, ამ კრიზისმა ყურადღების მიღმა დატოვა კოვიდპანდემიის სწორად მართვის საკითხი, რამაც სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა მოსახლეობის ჯანმრთელობა და ეკონომიკური კეთილდღეობა.
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
-
ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ
გადახედვა
კომენტარები