საიას რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებს 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით
ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / Euronews Georgia
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 5-6 ივლისს ხელისუფლების ტოლერანტული პოზიციის ნაცვლად, სახელმწიფოს წარმომადგენლების განცხადებებმა წაახალისა ძალადობა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ვერ უზრუნველყო სათანადო საპოლიციო ძალების მობილიზება, ძალადობის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირება და მათი აღკვეთა. ამასთანავე, ღირსების მარშის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე მომხდარ შესაძლო დანაშულებზე დაწყებული გამოძიებები პრობლემურია. ამის გათვალისწინებით საია რეკომენდაციებს ავრცელებს.
"სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელის შეშლისა და თავდასხმის ფაქტების დროულ აღკვეთას და არაეფექტიანი გამოძიებით სათანადო რეაგირების გარეშე ტოვებს მომხდარ დანაშაულებს. მსგავსი დამოკიდებულება ახალისებს ძალადობას, აჩენს "დაუსჯელობის სინდრომს" და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას. ასეთი დანაშულები ქვეყანაში ბადებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების, პიროვნების იდენტობის, აზრის გამოხატვის და თავისუფალი განვითარების შიშს. ეს კი, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას", — აცხადებს საია.
საია მოუწოდებს:
- სახელმწიფო უწყებებსა და მათ წარმომადგენლებს, შეწყვიტონ სიძულვილის ენით საუბარი, დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები, ქმედებები და უზრუნველყონ საჯარო განცხადებების მეშვეობით, ტოლერანტული, უფლებებზე ორიენტირებული პოზიციის ადვოკატირება;
- საქართველოს მთავრობას, შეიმუშავოს ეფექტიანი პოლიტიკა ჰომო/ბი/ტრანსფობიის დაძლევისა და საზოგადოებრივი დამოკიდებულების შეცვლის მიზნით;
-
საქართველოს პროკურატურას, დასაბუთებული ვარაუდის სატანდარტით გამოკვეთოს ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებისა და მასში მონაწილე სხვა პირთა ბრალეულობა.
ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- დაიცვას ლგბტქ+ ადამიანების უფლებები და უსაფრთხოება, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ პირთა მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სათანადოდ სარგებლობა;
- დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისაგან, სათანადოდ უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების რეალიზება;
- დაპირისპირების საშიშროების არსებობისას მიიღოს ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, უზრუნველყოს სათანადო საპოლიციო ძალის მობილიზება;
- ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და ქმედებებზე;
- 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებებში მონაწილე პირთა და ძალადობის ორგანიზატორთა დასადგენად განაგრძოს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს, აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
5-6 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. 5 ივლისს, როცა უკვე დაწყებული იყო ძალადობა, ღარიბაშვილმა ისევ თბილისი პრაიდი გააკრიტიკა, რამდენიმე დღეში კი გაიმეორა ჰომოფობიური ჯგუფების გზავნილი პროპაგანდის შესახებ.
ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები