გიორგი ვადაჭკორიამ და ედუარდ მსტოიანმა BCA-ის განვითარებისთვის მენი ბენიშისგან 90000 ლარის ინვესტიცია მოიზიდეს
ფოტო: BCA
BCA — ანუ სხეულის კორექციის აკადემია ბაზარზე ჯერ კიდევ 2019 წელს გააქტიურდა. მართალია კომპანიამ პანდემიამდე მოახერხა ერთგული მომხმარებლების მოზიდვა, თუმცა ისევე როგორც ყველა ბიზნესი, კრიზისმა ისინიც დააზარალა. პირველი ორი თვის განმავლობაში BCA-მ დისტანციურად მომსახურება სცადა, რომელიც ბაზრისთვისაც და მომხმარებლისთვისაც ახალი ხილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ წონის დისტანციურად დაკლება უცნაურად ჟღერს, როგორც კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი გიორგი ვადაჭკორია გვიყვება, იდეამ გაამართლა. მათი მიზანი უკვე საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების ჩართვაც იყო, რისი შესრულებაც დიდი შრომის ფასად, თუმცა მაინც მოხერხდა.
"გარდა ტრადიციული ხერხებისა, დისტანციურად სერვისის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ მარკეტინგიც გამოვიყენეთ. ბრენდმა შეძლო და ბაზარზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, ამჟამად თითქმის 98%-იანი შედეგები გვაქვს და ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა ძალიან კმაყოფილია", — ამბობს გიორგი ვადაჭკორია.
კომპანიის განვითარების ახალი ეტაპი აპლიკაცია გახდა, რომელმაც BCA ბიზნეს რეალითი შოუს — Shark Tank-ს დააკავშირა. როგორც გიორგი გვიყვება, აპლიკაცია თავის თავში რამდენიმე უნიკალურ ფუნქციას აერთიანებს, მათ შორის: საკვების ულუფების მიხედვით კალორიის განსაზღვრას, ონლაინ კონსულტაციას, ფიზიკურ ვარჯიშებს, უნიკალურ რეცეპტებს და ა.შ.
"პანდემიის პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ე.წ მარათონები, რომელშიც ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. თავდაპირველად ინფორმაციის გაზიარება სხვადასხვა მესენჯერის მეშვეობით ხდებოდა, რაც არაკომფორტული იყო. ჩვენ ეს გამოცდილება ერთ აპლიკაციაში გადავიტანეთ და გავაციფრულეთ", — გვიყვება ის.
ვადაჭკორიას თქმით, კომპანია უკვე რამდენიმე თვეა ინვესტორს ეძებს და Shark Tank-ში მონაწილეობის მთავარი მოტივაციაც აქედან გაჩნდა.
"ჩვენი შეთავაზება, რომელიც Shark-ებს შევთავაზეთ 90 000 ლარი იყო 25%-იანი წილის სანაცვლოდ, ისინიც დაგვთანხმდნენ. ჩვენი ინვესტორი მენი ბენიშია, რომელთან ერთადაც დიდი გეგმები გვაქვს. გვსურს, ბრენდის ცნობადობა მაქსიმალურად გავზარდოთ, ასევე, განვაახლოთ აპარატურა და შევქმნათ აპლიკაცია, რომელიც ყველა ფუნქციას ერთ სივრცეში გააერთიანებს", — ამბობს გიორგი.
რაც შეეხება წონის კორექციის ბაზარს, როგორც BCA-ში გვიყვებიან, მხოლოდ საქართველოში ჭარბი წონა 800 000-მდე ადამიანს აწუხებს, რაც თავის თავში უზარმაზარ პოტენციალს გულისხმობს. რეგიონში ეს რიცხვი 6,8 მილიონს აღწევს, გლობალურად კი 1 მილიარდს აჭარბებს.
რაც შეეხება კონკრეტული კომპანიების მაგალითებს, გიორგის თქმით მხოლოდ MyFitnessPal-ს, რომელსაც 80 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, $7 მილიარდამდე ბრუნვა ჰქონდა 2019 წელს, რაც ძალიან კარგი შედეგია.
გარდა ამისა, მთელს მსოფლიოში ჭარბი წონა უფრო და უფრო დიდი პრობლემა ხდება, რადგან ე.წ. Fast Food-ის და არაჯანსაღი საკვების მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. 2019 წლის მონაცემებით, მხოლოდ სწრაფი კვების ბაზრის ზომა 647 მილიარდი დოლარი იყო, 2027 წლისთვის კი დაახლოებით $931 მილიარდს მიაღწევს.
საქართველოს პირველ არხზე შარქ თენქ საქართველოს გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ — Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება. 4 ემის მფლობელი შოუ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პირველად გავიდა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები