ხშირად მეუბნებიან, დაგვიძახე და რატომ დაგვშალე, მაპატიეთ რა, შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ? — მელია
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ადამიანების მცირე ჯგუფს არ მოსწონს ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს და უკმაყოფილებას გამოხატავენ იმის გამო, რომ დაუძახეს და შემდეგ დაშალეს. მისივე თქმით, ხალხის შტურმისკენ წაყვანაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს.
"ეს საპროტესტო მოძრაობები არ იქნება, ხალხნო, მინავლებული. ნუ გაქვთ იმის განცდა, რომ შესაძლებელია მინავლდეს. არ მინავლდება! მაშინ უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილსაც ვტოვებთ ტყვეობაში და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმსაც ვეგუებით. [...]
ხშირად მეუბნებიან ხოლმე – დაგვიძახე და რატომ დაგვშალე; მაპატიეთ რა, შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ? არ წაგიყვანთ შტურმისკენ. ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ, პირდაპირ გეუბნებით. არ ვასროლინებ ჩემი ერთი, ასე ვთქვათ, განცხადებით და მოწოდებით უამრავ სპეცრაზმელს ტყვიას, რომელიც ბევრ ჩვენ მეგობარს შუბლში მოხვდება. არ ვასროლინებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა გზა არ არსებობს რეჟიმის დამარცხების და ეს გზა ნაპოვნია და ამ გზას სჭირდება სიმტკიცე და არა წუწუნი, სჭირდება ურთიერთპატივისცემა და დაუღალავი, მუხლჩაუხრელი შრომა", — განაცხადა ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში.
გადაცემაში მელიამ ისაუბრა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებაზეც, რომელიც 2024 წლამდე ნებისმიერი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებს. მისი თქმით, პარლამენტმა ეს ცვლილება სექტემბერში უკვე გაიტანა პირველი მოსმენით, მაგრამ შემდეგ თაროზე შემოდო.
წამყვანმა მას ჰკითხა, განიხილავს თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის დატოვებას იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებს, რაზეც მელიამ უპასუხა, რომ თუ ამას არ გააკეთებენ, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"რა თქმა უნდა, დეკემბრის ბოლომდე ბატონი კუჭავა, კობახიძე, ქართული ოცნება თუ აი, ამ კალენდარს, ნამდვილად რომ პირნათლები ვიყოთ ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთანაც, არ წარმოგვიდგენს და არ გვეტყვის, როგორ და რანაირად აპირებენ [საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას]. თუმცა დღეს მათ რეალურად გვითხრეს, მაგრამ მინდა, მოვისმინო პარლამენტის თავმჯდომარისგანაც პასუხი. ერთი თვე არის საკმარისი დრო, რომ ეს ყველაფერი მოიყვანო სისტემაში. თუ ამ ყველაფერს არ აკეთებენ, რა თქმა უნდა გადაწყვეტილება იქნება შესაბამისი და ვითარებასთან ადეკვატურობაში მოსული", — განაცხადა ნიკა მელიამ.
მელია აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დეკემბრის ბოლომდე უნდა შესთავაზოს ოპოზიციას გეგმა, თუ როდის და როგორ აპირებენ ამ ცვლილების მიღებას.
"ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ დეკემბრის ბოლომდე ორივე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მიღება არის სავსებით, თავისუფლად შესაძლებელი და ბატონმა კუჭავამ კალენდარი უნდა შემოგვთავაზოს დეკემბრის ბოლომდე, ანუ წლის ბოლომდე, როდის და როგორ აპირებენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. დეკემბრის ბოლომდე დარჩენილი არის ერთი თვე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას, რომელიც პირველი, ანუ ერთი მოსმენით უკვე მიღებული აქვთ", — თქვა მელიამ.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიცია თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აწყობს საპროტესტო აქციებს.
8 ნოემბერს სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ნიკა მელიამ უწყვეტი პროტესტი დააანონსა. მელიას თქმით, ყოველი დღის ბოლოს მომდევნო დღის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი და საზოგადოებას საპროტესტო აქციების ლოკაციებს შეატყობინებენ.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები